ესპანური გამოცემა Vave-ი ვრცელ სტატიას უძღვნის გიორგი პაპუნაშვილს და წერს, რომ "სარაგოსას" შემტევი სრულად გამოჯანმრთელდა და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 28 აპრილს, "კორდობასთან" გასამართ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ჩანს, გიორგი პაპუნაშვილმა გადალახა დისკომფორტი და რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ქართველი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია "სარაგოსაში", ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ იმ მცირე სასწაულისა, "სარაგოსამ" წინა სეზონის მეორე ნახევარში რომ შემოგვთავაზა.

პაპუნაშვილსაც საკმაო სათამაშო დრო ჰქონდა იმ პერიოდში. მისმა გაუთავებელმა ტრავმებმა უარყოფითად იმოქმედა მის თამაშზე, ამ უკანასკნელმა კი - გუნდის შედეგებზე. 10 თამაში და მხოლოდ 351 წუთი ძალიან ცოტა არის "რეალ სარაგოსას" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელისათვის და ის კლუბს ყველა ასპექტში დააკლდა.

სეზონის წინ მიღებული ტრავმა, როგორც სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში ხდება, მთელ სეზონს გასდევს. თუმცა ქართველმა პირველ ორ თამაშში მაინც მიიღო მონაწილეობა, 10 წუთი "მაიადაჰონდას" და 20 წუთი "რეუს დეპორტიუს" წინააღმდეგ.

ამის შემდეგ ორი მატჩი გამოტოვა და მერე სამში ითამაშა. "ალმერიასთან" 40 წუთიც არ უთამაშია და ტრაგედიაც დაატყდა თავს. ძლიერი დარტყმის შედეგად მიიღო ტრავმა და მოედანი ცრემლებით დატოვა.

ამის შემდეგ დაბრუნდა "ექსტრემადურასთან" და გოლიც გაიტანა. ეს პირველი მატჩი იყო "სარაგოსასთვის" ვიქტორ ფერნანდესის ხელმძღვანელობით. ამ ფაქტმა არაგონელებში არსებული იმედის ნაპერწკალი გააღვივა. წინა მწვრთნელის, ნაჩო გონსალესის ხელში პაპუნაშვილს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა გუნდში და ვიქტორ ფერნანდესის მოსვლის შემდეგ ეს როლი უფრო გაძლიერდა.

თუმცა ის ღამე იყო დიდი ილუზიის მირაჟი და იმედები არ გამართლდა. პაპუმ მალე ტრავმა მიიღო და დღემდე აღარ უთამაშია.

გიორგი პაპუნაშვილმა დაამტკიცა, რომ ის იყო "სარაგოსას" ერთ-ერთი საყრდენი წინა სეზონში. მისი პროგრესი წინა სეზონის ბოლოს აჩვენებდა, რომ პაპუ იყო იმ დონის ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო ერთ-ერთი მთავარი როლი შეესრულებინა ამბიციური პროექტის წარმატებაში. ქართველმა დაამტკიცა, რომ შეძლებდა წინა სეზონთან შედარებით უფრო მეტი გოლის გატანას.

მისი თამაში "ალბასეტეს" წინააღმდეგ იყო საოცრება. პაპუმ "რომადერას" აპლოდისმენტები მოწყვიტა და ნაჩო გონსალესი მიხვდა, რომ ის თამაშის დასრულებამდე უნდა შეეცვალა, რათა პაპუს ეგრძნო პუბლიკის სიყვარული და პუბლიკასაც დაეფასებინა ახალი კერპი. მისი თამაში "ლორკას" წინააღმდეგ და მისი ჟინი, განწყობა "ალმერიასთან" თამაშში ხალხის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ეს იყო ის, რაც პუბლიკას აკლდა ამ სეზონში.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ "სარაგოსა" წინა სეზონში 5 ფეხბურთელს ეყრდნობოდა, 5 სხვადასხვა პოზიციაზე. პირველი ბორხა იგლესიასი იყო. ასევე - მიკელ გონსალესი, რომელიც დაცვის ბურჯი იყო; იგერასი, რომელმაც ტრავმა მიიღო და ვერ აჩვენა ის, რასაც მისგან ველოდით. ასევე, კრისტიან ალვარესი.

და პაპუ, რომელსაც ჰქონდა დრო, გამოესწორებინა შეცდომა და დაემტკიცებინა, რომ იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში ყოფნას. პაპუ, რომელიც გუნდში უნდა ყოფილიყო ის, ვინც სეზონის ბოლოს გუნდს წარუმატებლობას აარიდებდა თავიდან, იქნებოდა ახალი პროექტის ლიდერი და ისევ გაიტანდა გოლებს გასული წლების მსგავსად.

რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, რომელსაც მისი ქართველი ექიმი ხელმძღვანელობდა "რეალ სარაგოსასთან" შეთანხმებით, როგორც ჩანს, პაპუ მზად არის და ვიქტორ ფერნანდესი განაცხადში შეიყვანს "კორდობას" წინააღმდეგ გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩში. იმის გათვალისწინებით, რომ "სარაგოსას" ფეხბურთელებს გოლების გატანა უჭირთ და შემტევი რგოლი არც ისე კარგად გამოიყურება, დიდი შანსია, რომ პაპუნაშვილმა შემდეგ მატჩში ითამაშოს. ის ჯანმრთელადაა და ახლა ყველაფერი ვიქტორ ფერნანდესის ხელშია. სხვათა შორის, კარგ ხელში."

ფეხბურთი
ქართველი ფეხბურთელების ხშირი ტრამვები , გამოწვეულია დაბალი ფიზიკური კონდიციებით.20 კილო რომ არ აგიწევია ცხოვრებაში და უცებ 150 კილოს ეჭიდები, ტრამვა გარდაუვალია.
ლევანი
ღმერთო ჯანმრთელად ამყოფე და საბოლოოდ გადაალახიე ტრამვა. საცოდაობაა ასეთი ფეხბურთელის ასეთი მდგომარეობა, რომ არა ტრამვა ეხლა ლა ლიგაში იქნებოდა.ნაკრები კი ბევრად ძლიერი.
ილარიონი
ძალიან იმედის თვალით ვუყურებთ პაპუნაშვილს. იქნებოდეს უკეთესი ფორმა მოეპოვებინოს გიორგის.
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი
პაპუნაშვილი კარიერას კვიპროსში განაგრძობს, თუმცა ქეცბაიასთან არა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა
[VIDEO] პროფესიონალი მოკრივეც ხელს მოაწერდა - დიდი მუშტი-კრივი ესპანეთის ჩემპიონატში
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
As: ბარახამ პაპუნაშვილი "სარაგოსაში" დატოვა
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ "გრანადა" ისევ ფრეს დასჯერდა [VIDEO]