ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მოუ, მოუკელი დეციბალებს!

მოუ, მოუკელი დეციბალებს!

ერთ სეზონში გოლების რიცხვით აქამდე რეკორდი ფერენც პუშკაშს ეკუთვნოდა, რომელმაც სეზონში, ყველა სახის ოფიციალურ მატჩში 47 გოლი გაიტანა, რონალდოს ანგარიშზე უკვე 49 გოლია
მადრიდის "რეალმა" არ დაინდო თანაქალაქელი "ხეტაფე" და 4:0 განადგურებით ფაქტობრივად გასავარდნად გაწირა, ხოლო მესუთ იოზილმა პირადად უზრუნველყო, რომ კრიშტიანო რონალდომ "პიჩიჩისთვის" ბრძოლა მოიგოს.

პირველ ტაიმში გერმანელმა ნახევარმცველმა მარჯვენა ფლანგიდან ჩაუწოდა პორტუგალიელ გოლეადორს და რონალდომაც თავით გახსნა ანგარიში. დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გავიდა "ხეტაფეს" კარში, ჯერ ჩაბი ალონსოს წამოწყებული საგოლე კომბინაცია იოზილმა გააგრძელა და რონალდომ დაასრულა, შემდეგ ბასკის ბრწყინვალე შორეული პასით ქარიმ ბენზემამ გაიტანა ლა ლიგაში მე-13 გოლი, ბოლოს რონალდომ თავად მოიპოვა პენალტი (მანე დაჯარიმდა მასთან ორთაბრძოლაში და თავადვე გაიტანა უსტარის კარში. ამით რონალდომ სეზონში გოლების რიცხვი ჩემპიონატში 36-მდე გაზარდა.

პირველ ტაიმში რონალდომ ბურთი მოიგერია და შემთხვევით ტრიბუნაზე მჯდომ ფანს გაარტყა. თამაშის შემდეგ პორტუგალიელი მივიდა დაზარალებულთან და მოუბოდიშა, თან მას ავტოგრაფით დამშვენებული მაისურა გადასცა.

"ჩვენ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს ვთამაშობთ. ჩვენი პრიორიტეტიც ეს არის, მწვრთნელმაც სწორედ ეს დაგვავალა. მე, რა თქმა უნდა, მსურს, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო, თუმცა ეს არ არის ჩემი იდეა-ფიქსი. დღეს ბიჭები ცდილობდნენ ჩემზე ეთამაშათ, თუმცა მე ეს არავისთვის მითხოვია", - განაცხადა რონალდომ, რომელმაც კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში გოლების რიცხვით - აქამდე რეკორდი ფერენც პუშკაშს ეკუთვნოდა, რომელმაც სეზონში, ყველა სახის ოფიციალურ მატჩში 47 გოლი გაიტანა, რონალდოს ანგარიშზე უკვე 49 გოლია.

პუშკაშის რეკორდი 1959/60 წლების სეზონისაა. კრიშტიანომ ლა ლიგაში 36 გოლი გაიტანა, 6 ჩემპიონთა ლიგაზე და 7 კოპაზე. პორტუგალიელს კიდევ ორი მატჩი დარჩა მიღწევის გასაზრდელად და 50-გოლიანი ზღვრის გადასალახავად.

თამაშის შემდეგ კვლავ ჟოზე მოურინიოს ასისტენტი აიტორ კარანკა გამოცხადდა: "ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ იმაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს, ვიდრე "რეალის" მაისურით თამაშია. ჩვენ ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, მიუხედავად იმისა, როგორი შემადგენლობა გვყავს გამოყვანილი. რონალდოს გოლთაცვენა მართლაც შთამბეჭდავია და დღეს მას მართლა განსაკუთრებით ეხმარებოდნენ ბიჭები. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ გუნდში დიდებული ატმოსფეროა. ფეხბურთელები ცდილობენ თანაგუნდელს პერსონალური მიზნის მიღწევა გაუადვილონ".

ამ შეხვედრაში შედგა ახალგაზრდა ტომას მეხიასის დებიუტი "რეალში", გუნდის მე-4 მეკარემ მეორე ტაიმში ანტონიო ადანი შეცვალა. მეხიასი "რეალის" მე-8 აღზრდილია, რომელსაც მოურინიოს გუნდში დებიუტი ჰქონდა. აი, როგორ იხსენებს მატჩს 22 წლის მეხიასი: "ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა... უცბათ გავათვითცნობიერე, რომ მოედანზე ვარ. ამ დღეს რა დამავიწყებს".

გუშინ კი "რეალმა" ამ სეზონში მოგებული ერთადერთი ტიტული - "სამეფო თასი" გულშემატკივრებს წარუდგინა. გუნდი სიტი ჰოლს ეწვია, სადაც "რეალს" ათასობით ადამიანი ელოდა.

"მადლობა ყველას თანადგომისთვის. ეს ტიტული გვინდა ყველას გაგიზიაროთ: მადრიდისტებსა და მადრილენიოსს. თქვენი მხარდამჭერა ახალი ტიტულების მოპოვებისკენ გვიბიძგებს", - განაცხადა გუნდის კაპიტანმა იკერ კასილიასმა.

ამასობაში, ესპანურ პრესაში ჩდება ცნობები, რომლის თანახმადაც "რეალის" დირექტორ ხორხე ვალდანოს შენიშვნა მიუცია ჟოზე მოურინიოსთვის, რომ შეარბილოს ტონი მედიასთან ურთიერთობისას, რადგან ის არ არის "რეალის" სახე. "მარკა" ირწმუნება, რომ ვალდანოს უთქვამს - "უკეთესი იქნება, თუკი მოუ მოუკლებს დეციბალებს". ამის შესახებ "რეალის" წარმომადგენელ ელადიო პარამესს დაეკითხნენ: "ვალდანო წარმოადგენს "რეალს" მედიასთან და არა მოურინიო", - იყო პასუხი.

სხვათა შორის, მადრიდულ დერბიში კიდევ ერთი "დებიუტი" ვიხილეთ - მწვრთნელის ვაჟმა მარიო ჟოზე მოურინიომ, "რეალის" ჭაბუკთა გუნდის მეკარემ ბურთის მიმწოდებლად იმუშავა "სანტიაგო ბერნაბეუზე".

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა