ბილბაოს "ატლეტიკის" ლიდერმა ხავიერ მარტინესმა ბასკურ კლუბთან 2016 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი
ბილბაოს "ატლეტიკის" ლიდერმა ხავიერ მარტინესმა ბასკურ კლუბთან 2016 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი და ამით წერტილი დაუსვა მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ათასგვარ სპეკულაციას.

22 წლის ნახევარმცველი 2006 წლიდან "სან მამესზე" თამაშობს. მარტინესი იმდენად კარგად ათამაშდა, რომ ესპანეთის ნაკრებშიც მოხვდა. მართალია, ჯერჯერობით მას მხოლოდ 4 კეპი აქვს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ისიც ფლობს. სავარაუდოდ, "ატლეტიკი" გაისად ევროპის ლიგაში ითამაშებს და მარტინესის ლიდერის თვისებები აშკარად წაადგება გუნდს.

სხვათა შორის, ხავიერ მარტინეს აგინაგა ნავარელია და ის "ოსასუნას" აღზრდილია. 2006 წლის ზაფხულში 17 წლის ჭაბუკში ბილბაოელებმა 6 მილიონი ევრო გადაუხადეს ნავარელებს, არადა, ფეხბურთელს პრიმერადივიზიონში ჯერ ნათამაშები არ ჰქონდა. სამხრეთ აფრიკაში მარტინესმა ერთხელ ითამაშა, ჩილეს ნაკრებთან ბოლო 20 წუთი შეცვალა ტრავმირებული ჩაბი ალონსო.

ჩიგარინი, უკან იტალიაში

"სევილიას" იტალიელი ლეგიონერი ლუკა ჩიგარინი ახალი სეზონიდან "ნაპოლის" დაუბრუნდება, ხოლო მისი თანამემამულე ტიბერიო გუარენტე "სევილიაში" რჩება - განაცხადა ორივეს აგენტმა ჯოვანი ბიამ. 24 წლის ჩიგარინიმ სეზონი იჯარის წესით გაატარა "სევილიაში". ანდალუსიელებს მისი შესყიდვის უფლება აქვთ, თუმცა 7 მილიონი ევროს გადახდას (წინასწარ შეთანხმებული ფასი) არ აპირებენ და ფეხბურთელს იტალიაში აბრუნებენ. გუარენტე "სევილიას" წევრია და მას არაფერი ემუქრება, გაისადაც ამ კლუბში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ორივეს ბევრი გაუცდა, განსაკუთრებით კი გუარენტეს, რომელსაც მუხლის ტრავმამ სეზონი ჩაუგდო.

კამაჩო და ბაფანა-ბაფანა

ხოსე ანტონიო კამაჩო, შესაძლოა, მალე სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში. "ოსასუნას" ყოფილ თავკაცსა და აფრიკელებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. სამხრეთ აფრიკის ნაკრების უახლოესი მიზანი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრაა, რომელიც 2012 წლის ზაფხულში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მურსიელი სპეციალისტი თებერვლამდე წვრთნიდა ნავარულ კლუბს, თუმცა ცუდი შედეგების გამო მას პოსტი დაატოვებინეს. 55 წლის კამაჩო 2008 წლიდან წვრთნიდა "ოსასუნას". ამის გარდა მას "რაიო ვალეკანო", "ესპანიოლი", "სევილია", "ბენფიკა", "რეალი" და ესპანეთის ეროვნული ნაკრები გაუწვრთნია.

მორალი სევილიაში მიდის

"მარკა" ირწმუნება, რომ "სევილიამ" მიაღწია შეთანხმებას "ხეტაფეს" 27 წლის კაპიტან მანუ დელ მორალთან და რომ გარემარბი ხუთ სეზონს გაატარებს ანდალუსიაში. სამაგიეროდ, "ხეტაფე" 4 მილიონ ევროს მიიღებს. მანუს მადრიდულ კლუბში 157 თამაშში 37 გოლი აქვს გატანილი. მარტში მანუმ "ბილბაოს" კარში 25 წუთში უცნაური ჰეთ თრიკი შეასრულა - მატჩი 2:2 დასრულდა, მან ორი მეტოქის, ერთი კი საკუთარ კარში გაიტანა. დელ მორალის მთავარი კოზირი სისწრაფეა.

"სევილიამ" უკვე შეიძინა გერმანელი პიოტრ ტროხოვსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით. ტროხოვსკიმ უკვე სამედიცინო შემოწმება გაიარა.

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა