სუპერლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში "ქუთაისმა" თსუ-ს ყველა კომპონენტში აჯობა, დამაჯერებლად დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
ნახევარფინალის პირველ მატჩში თსუ-მ "ქუთაისს" ყველა კომპონენტში აჯობა. განმეორებით მატჩში ქუთათურთა მწვრთელები ცვლილებებს რომ შემოგვთავაზებდნენ, კარგად ვიცოდით, მაგრამ საკითხვი ის იყო, რამდენად გამოიღებდა შედეგს იმერელთა გარჯა.

გამოიღო: "ქუთაისმა" თსუ დამაჯერებლად დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მაინც რის ხარჯზე მოახერხეს სტუმრებმა უპირატესობის მოპოვება? პასუხი მარტივია: იმ კომპონენტების ხარჯზე, რის გამოც პირველი მატჩი წააგეს.

პირველ შეხვედრაში თსუ-მ "ქუთაისს" მოხსნებში 57:32 აჯობა, მეორეში სტუმრებმა ფარქვეშ არაფერი დათმეს და მოხსნებში სულაც 39:38 იმარჯვეს.

პირველ შეხვედრაში მიხეილ ფანჩულიძემ "ქუთაისის" კალათში 6 სამქულიანი ჩააგდო. მეორე თამაშში კი მიშას ხან ბარბაქაძე მეურვეობდა მჭიდროდ, ხან კვიმსაძე. საერთოდაც, მალხაზ კოხრეიძის შეგირდები პერიმეტრზე ძალიან ყურადღებით თამაშობდნენ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში: 20-დან 8 სამიანი ჩააგდეს.

სხვათა შორის, მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია თემურ ბაბუნაშვილის მიერ მეოთხე პერიოდში ჩაგდებულმა ორმა სამქულიანმა, რის შემდეგაც "ქუთაისის" უპირატესობა 10 ქულამდე გაიზარდა - 65:55. დარჩენილ ექვს წუთში თსუ-მ თამაში გახსნა და სცადა "ქუთაისი" ტრადიციული პრესინგით (მთელს მოედანზე) მოეშთო, თუმცა სტუმრები ამისთვისაც მომზადებულები აღმოჩნდნენ - თსუ-ს ფარქვეშ ვიქტორ კოღუაშვილი იყო ჩასაფრებული და 17-დან 12 ქულა სწორედ მეოთხე პერიოდში ჩააგდო.

თბილისში გამართული ორი მატჩის შემდეგ "ქუთაისი" და თსუ იმერეთის დედაქალაქში გადაინაცვლებენ და 13 მაისს 18 საათზე მესამედ ითამაშებენ.

ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი): "რეგულარული ჩემპიონატი და მეოთხედფინალი კარგად ჩავატარეთ. ზედიზედ რამდენიმე მოგების შემდეგ ნახევარფინალის პირველ მატჩში ჩავარდნა თავიდან ვერ ავირიდეთ. ეს ყველას მოსდის. თუმცა იმ შეხვედრიდან სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მეორე მატჩში გავიმარჯვეთ. გამოვასწორეთ ფარქვეშ თამაში და მეტოქეს პერიმეტრი მეტ-ნაკლებად კარგად გადავუკეტეთ.

დღეს დავამტკიცეთ, რომ "ქუთაისი" ნახევარფინალში შემთხვევით არ მოხვედრილა და არის პოტენციალი უფრო წინ წავიწიოთ."

11 მაისი, თბილისი. სპორტის სასახლე

თსუ-ქუთაისი 75:87

12:24, 24:15, 17:16, 22:32

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი

(სერიაში ანგარიშია - 1:1)

თსუ

წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ

ფანჩულიძე 34 5 1 2 3 2 0 16

გაფრინდაშვილი 24 3 4 3 2 1 0 4

მარხვაშვილი 16 3 0 0 3 1 0 5

კოხრეიძე 5 1 0 2 0 0 0 0

ლონდარიძე 30 7 1 3 2 2 0 19

კორკოტაძე 3 0 0 0 0 0 0 0

ჩიტაშვილი 17 3 6 2 2 3 0 6

მათიაშვილი 31 5 3 3 3 0 0 8

მ. ბერიშვილი 36 12 3 3 3 3 0 17

ქუთაისი

წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ

ბაბუნაშვილი 27 2 3 3 1 4 0 11

დიდია 35 4 4 2 3 0 1 12

კვიმსაძე 38 7 5 4 3 2 0 13

ბოლქვაძე 17 8 2 3 1 2 0 7

ლომინაშვილი 3 1 0 0 0 0 0 4

გ. ბარბაქაძე 33 7 2 4 2 1 0 17

ცეკვავა 23 6 1 1 4 0 0 6

კოღუაშვილი 23 2 4 4 2 0 0 17

არმიამ თოფი გატენა...

"არმიამ" ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო "სოხუმს" და სუპერლიგის ფინალს მიუახლოვდა (სერია 3 გამარჯვებამდეა), თუმცა ჯერ ფინალისტ "არმიაზე" ლაპარაკი ნაადრევია, რადგან მისი მეტოზე ამოუცნობი "სოხუმია". როგორც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი ამბობს, სოხუმელები არაპროგნოზირებადები არა მხოლოდ მეტოქისთვის, არამედ საკუთარი მწვრთნელისთვისაც არიან.

ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინდელ შეხვედრაში. მაშინ, როცა "არმია" 15 ქულით წინ იყო და მოედანზე კონტროლიც დაწესებული ჰქონდა, "სოხუმმა" ერთბაშად იფეთქა: ფაცაციას 5 ქულისა და ფარღალავას სამქულიანის შემდეგ სხვაობა 8 ქულამდე შემცირდა (საფინალო სირენამდე 5 წუთი რჩებოდა). ამ ეპიზოდში მოედანზე სოხუმელთაგან ნომინალური ცენტრი არ იდგა, ბაგაცკისს თამაშის შემოტრიალება სწრაფი თამაშით ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა კოტე ტუღუშმა და გიორგი შარაბიძემ ანთებული სოხუმელები მალე დააცხრეს. რასაც მათი დაღლა დაერთო...

გამარჯვებულთა შორის გამორჩეული იყო შარაბიძე, რომელიც ცენტრის გარდა მძიმე ფორვარდის პოზიციაზეც თამაშობდა და ქულებს არა მხოლოდ სამწამიანი ზონიდან, შორეული ორქულიანებითაც აგროვებდა. საბოლოოდ გიორგიმ 26 ქულას მოუყარა თავი. მისმა თანაგუნდელებმა მეტოქეს ფარქვეშ აშკარად აჯობეს - ბურთი 56-ჯერ მოხსნეს, მაშინ, როცა "სოხუმმა" 20-ით ნაკლები მოხსნა.

სერიის მესამე მატჩი თბილისში 13 მაისს 14 საათზე გაიმართება.

ლევან მოსეშვილი (არმიის მწვრთნელი): "ერთი შეხედვით, იოლად მოვიგეთ, მაგრამ რეალურად ასე არ ყოფილა - "სოხუმმა" ბოლომდე იბრძოლა. გვაკლდა ტრავმირებული საყვარელიძე, რომლის სრულფასოვნად შეცვლა შეუძლებელია, თუმცა დღეს იგი თანაგუნდელებმ კარგად შეცვალეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ

ნახევარფინალური სერიის ორივე შეხვედრაში წარმატებას უმთავრესად დაცვაში დამაჯერებელი თამაშის წყალობით მივაღწიეთ. დამშვიდების არც საფუძველი გვაქვს და არც სურვილი, რადგან სერია 3 მოგებამდეა და წინ მესამე მატჩია".

11 მაისი, თბილისი. სპორტის სასახლე

არმია-სოხუმი 85:65

24:14, 22:17, 21:21, 18:13

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი

კომისარი: მ. რატიშვილი

(სერიას იგებს არმია - 2:0)

არმია

წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ

გივი ბაქრაძე 5 0 0 1 0 0 0 3

ანატოლი ბოისა 37 10 2 4 0 2 0 9

მინაშვილი 7 5 0 1 0 0 0 2

კოტე ტუღუში 36 3 4 1 4 3 0 19

გიორგი პირველაშვილი 18 7 2 4 1 0 0 2

ლევან მოსეშვილი 8 0 0 3 0 0 0 0

რევაზ ათანელიშვილი 23 12 0 2 2 0 0 12

შარაბიძე 32 12 5 1 4 0 0 1 26

ბ. ბერიშვილი 34 9 5 4 0 0 0 12

სოხუმი

წთ მ პ ფ შ ჩ დ ქ

ფარღალავა 34 3 5 4 1 0 0 18

ჰარისი 22 0 2 0 0 0 0 4

ჩლაიძე 18 1 0 4 1 0 0 2

კვეტენაძე 15 0 0 2 0 0 0 0

შანიძე 21 4 0 2 1 1 0 13

სორდია 14 5 1 3 0 0 0 0

კანკია 12 3 0 2 0 0 0 0

კოპალიანი 2 0 0 0 0 0 0 0

კ. დამუსი 17 8 0 2 1 1 4 5

რ. დამუსი 9 1 1 4 0 0 0 6

ფაცაცია 36 9 3 3 5 1 0 17

V ადგილი

შსს-სამედიცინო

(მალე იქნება)

VII ადგილი

სტუ-ენერჯი 76:66

20:19, 17:15, 11:15, 28:17

სტუ: ჭოხონელიძე, ვ. ბერუაშვილი (7ქ, 9მ, 2დ), ჩიკვილაძე (32ქ, 11მ, 5პ), ლომოური (11ქ, 6მ, 3ჩ), გასიტაშვილი (3ქ, 4პ), მაჩალაძე (4ქ, 9მ, 3ჩ, 3დ), თევზაძე, ჯანგველაძე (17ქ, 9მ), ძიძიგური (2ქ), ახალკაცი

ენერჯი: გ. ბერუაშვილი (3ქ, 4ჩ), აბაიშვილი (17ქ, 7პ, 5ჩ), გუგავა (9ქ, 3ჩ, 8მ), ლამუ (20ქ, 15მ), თვარაძე (5ქ), არაბული (12ქ, 12მ), აბულაძე.

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო