ევროპის მოჭადრაკე ქალთა მე-12 ჩემპიონატის მე-5 დღე; ჩმილიტე უახლოეს მდევრებს ქულით უსწრებს, პაიკიძემ რეიტინგფავორიტი შავებით დაამარცხა
ევროპის მოჭადრაკე ქალთა მე-12 ჩემპიონატის მე-5 დღე შავი ფიგურებით მოთამაშეთა აგრესიულობით აღინიშნა. პირველი 22 შეხვედრიდან მათ 13 მოიგეს, 4 ყაიმით დაამთავრეს და მხოლოდ ხუთ პარტიაში შეძლეს თეთრებმა წარმატების მიღწევა.

გულშემატკივართა ყურადღება განსაკუთრებით სამი დაფისკენ იყო მიპყრობილი. ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე შავებით ეთამაშა სომეხ ელინა დანიელიანს. ბალტიისპირელს მე-5 გამარჯვების მოსაპოვებლად მხოლოდ 21 სვლა დასჭირდა.

ბელა ხოტენაშვილი 4 ტურის შემდეგ ნახევარი ქულით ჩამორჩებოდა ლიდერს, ამიტომ მის პაექრობას რუს ანასტასია ბოდნარუკთან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მართალია, ქართველი დიდოსტატი მეტოქეს რეიტინგში 51 პუნქტით უსწრებს და მიტელშპილში ინიციატივას ფლობდა, მაგრამ სასურველ მიზნს ვერ უწია - 83-ე სვლაზე ყაიმს დასჯერდა.

სამაგიეროდ, გაგვახარა ახალგაზრდა ნაზი პაიკიძემ (2408). რეიტინგფავორიტ ნადეჟდა კოსინცევას (2567) იგი შავებით ეთამაშებოდა. მეტოქეებმა სიცილიური დაცვის ნაიდორფის ვარიანტი აირჩიეს. რუსმა მოჭადრაკემ წინა ტურში ჩმილიტესთან წაგების შემდეგ, ეტყობა, სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლა ვერ შეძლო და ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ზოგმა ეს შედეგი სენსაციად მონათლა. ჩვენ კი კანონზომიერადაც მივიჩნევთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შარშან რუსეთის ეროვნული ჩემპიონატის სუპერლიგის ტურნირში პაიკიძემ ნადეჟდა კოსინცევასთან, ასევე, შავი ფიგურებით, პარტია ყაიმით დაამთავრა, ხოლო გასული წლის სექტემბერში ელვისებური ჭადრაკის მსოფლიოს ჩემპიონატზე სულაც 1,5:0,5 დაამარცხა ჩრდილოელი მეზობელი. აქვე გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში ნაზის ჩმილიტესთან ბევრად უკეთესი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ შემდეგ უზუსტოდ ითამაშა და წააგო.

ოთხი ტურის შემდეგ 3-ქულიანმა ნინო ბაციაშვილმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია ორგზის ევროპის ჩემპიონ პია კრამლინგს (შვედეთი) და დანებდა. ასევე, დათმო პარტია თეთრებით სალომე მელიამ ლილია გალოიანთან, რაც ერთობ მოულოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენებური სომეხ მოჭადრაკეს რეიტინგში 67 პუნქტით უწრებს. ალბათ, მართალი იყო ნადეჟდა კოსინცევა ჩემპიონატის დაწყების წინ ჩვენთან ინტერვიუსას რომ თქვა -წარმატების მისაღწევად რეიტინგს კი არა, კონკრეტული შეჯიბრებისთვის სპორტულ ფორმას აქვსო მნიშვნელობა.

გუშინ ლელა ჯავახიშვილმა ინგა ჭარხალაშვილს აჯობა, ნანა ძაგნიძემ კი ქეთევან კახიანი-გერშინსკა დაამარცხა.

ჩემპიონატის ფავორატთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ქრისტინა-ადელა ფოიშორი (რუმინეთი)-ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 0,5:0,5, კატერინა ლახნო (უკრაინა)-ანასტასია სავინა (რუსეთი) 1:0, იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 0:1, ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი)-მარინა რომანკო (რუსეთი) 0:1, ბაირა კოვანოვა (რუსეთი)-ნინო ხურციძე (0:1), იულია კოჩეტკოვა (სლოვაკეთი)-ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) 0:1, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-მარია მანაკოვა (სერბეთი) 1:0...

ხუთი ტურის შემდეგ: ჩმილიტე-5, ხოტენაშვილი, ლახნო, სტეფანოვა, პაიკიძე, ჯავახიშვილი, კრამლინგი, ხურციძე, უშენინა, გალოიანი, რომანკო, ბოდნარუკი-4-4 ქულა. 17 მოჭადარკეს 3,5-3,5 ქულა აქვს. მათ შორის არიან ნანა ძაგნიძე, მაკა ფურცელაძე, სოფიკო ხუხაშვილი, დანიელიანი, ტატიანა კოსინცევა და კოსტენიუკი.

დღეს მე-6 ტურში მეწინავენი ასე დაწყვილდნენ: სტეფანოვა-ჩმილიტე, ხურციძე-ლახნო, პაიკიძე-ხოტენაშვილი, კრამლინგი-ბოდნარუკი, რომანკო-უშენინა, გალოიანი-ჯავახიშვილი... ევა მოზერი (ავსტრია)-ძაგნიძე, მუზიჩუკი-ხუხაშვილი, ფურცელაძე-დანიელიანი.

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა