საქართველოს ნაკრიბის კაპიტანმა წლევანდელ პლეი ოფში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ჯეფ ტიგთან (21 ქულა) ერთად "ატლანტაში" საუკეთესო იყო
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ წლევანდელ პლეი ოფში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ჯეფ ტიგთან (21 ქულა) ერთად "ატლანტაში" საუკეთესო იყო, თუმცა ქართველის მიერ ჩაგდებულმა 13-მა ქულამ "ქორებს" "ჩიკაგო ბულზი" ვერ დაამარცხებინა.

"ხარებმა" სერიის მეხუთე მატჩი 95:83 მოიგეს და 3:2 დაწინაურდნენ. მომდევნო შეხვედრა 12 მაისს "ატლანტას" "ფილიპს არენაზე" გაიმართება. წაგების შემთხვევაში ჯორჯიელები აღმოსავლეთის კონფერენციის ფინალს დაემშვიდობებიან, ხოლო თუ 12 მაისს იმარჯვეს, ყველაფერს სერიის ბოლო შეხვედრა გადაწყვეტს, რომელიც 15 მაისს ჩიკაგოშია დაგეგმილი.

"ჩიკაგო"-"ატლანტას" მეხუთე მატჩის ხილვის საშუალება ქართველ გულშემატკივარსაც ჰქონდა. ვინც ეს შანსი გამოიყენა, დარწმუნდებოდა, რომ "ბულზი" უძლეველი გუნდი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დერეკ როუზი ჩვეული ეფექტურობით ქულას ქულაზე იხვეჭდა, ჯორჯიელები "ხარებს" დიდი სხვაობით დაწინაურების საშუალებას არ აძლევდნენ. "ჩიკაგომ" ყველაზე დიდი უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვა - 17 ქულით გაიჭრა წინ, თუმცა "ქორებმა" უმალ 13:2 სპურტით უპასუხეს და სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს - 30:36. გაქცევისას 6 ქულა ფაჩულიას ანგარიშზე იყო, რომელიც თავიდანვე თამამად ჩაერთო თამაშში და ქულა-ქულას რომ მიაყოლა, თანაგუნდელებმაც მისი პასებით მომარაგებას მიჰყვეს ხელი. იმ ეპიზოდში "ატლანტას" არც სამქულიანი ტყორცნები (სტუმრებმა პერიმეტრიდან მხოლოდ 1 სროლა გამოიყენეს) მისდიოდა და არც საშუალო მანძილიდან სროლები, ამიტომაც იყო დასაფასებელი ზაზას აქტიურობა მეტოქის ფარქვეშ.

ერთ ეპიზოდში ქართველმა კარლოს ბუზერს თავი გაუტეხა, თუმცა ბრძოლის მომენტი იყო და მსაჯებმა ჯარიმა არ დააფიქსირეს. გამოცემა SB Nation-ში ფაჩულიას მეორე პერიოდის ვარსკვლავი შემთხვევით როდი უწოდეს. მან პირველი ტაიმი 11 ქულით, 3 მოხსნით დაასრულა და მასპინძლებს სოლიდური ფორის მოპოვება არ დაანება.

მესამე პერიოდში თანაბარი თამაში გაჩაღდა. ამ მეოთხედში ზაზა მოედანზე რომ გამოვიდა "ჩიკაგო" 5 ქულით იგებდა, თუმცა ქართველმა სტუმართა ფარის მისადგომები კარგად გადაკეტა და მალე "ატლანტამ" "ჩიკაგოს" 65:64 გაასწრო. მას მერე, თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, ასეთი სიტუაცია იყო მეოთხე პერიოდის დასაწყისამდე, თუმცა სირენამდე 11:10 წუთით ადრე ფაჩულიამ მეოთხე ფოლი მიიღო და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა. შეიძლება ზაზა მოედანზე რომ ყოფილიყო, "ატლანტას" მაინც ვერ შეეჩერებინა მასპინძლები, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ფაჩულიას მოედნიდან გასვლის შემდეგ გაილაღეს ჩიკაგოელებმა, რაც უმთავრესად ფარქვეშ მოპოვებული უპირატესობის შედეგი იყო.

ფაჩულიას მონაგარს ქვემოთ გაეცნობით, აქ კი გეტყვით, რომ იგი ერთადერთი ატლანტელი იყო, რომლის მოედანზე ყოფნის დროსაც "ჰოქსი" უპირატესობას ინარჩუნებდა: +3

მატჩის შემდეგ ფაჩულიამ დაგვაიმედა:

- NBA-ს ნახევარფინალში გასვლის შანსი არ დაგვიკარგავს. მეხუთე მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გამოჩნდა, რომ "ჩიკაგოს" ძლევა შეგვიძლია. ამისთვის საჭიროა 48 წუთის განმავლობაში სწორი გზიდან არ გადავუხვიოთ. მომდევნო მატჩი ატლანტაშია და საკუთარი მოედნის უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ.

ჩიკაგო-ატლანტა 95:83

ზაზა ფაჩულია: 22:53 წუთი, 13 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი, 4 ფოლი

ქრონოლოგია

I პერიოდი

04:10 ზაზამ კოლინზი შეცვალა

03:20 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

03:18 ორქულიანი: 2ქ (17:22)

00:33 პასი: 1 (კროუფორდი 2ქ, 21:32)

II პერიოდი

11:30 ორქულიანი: 4ქ (23:32)

09:28 ორქულიანი: არაზუსტი

08:31 ჩატენვა: 6ქ (27:36)

07:27 ორქულიანი: 8ქ (30:36)

05:55 საჯარიმოები: 2/1 (9ქ, 31:40)

04:07 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

03:26 ფოლი: 1

03:00 საჯარიმოები: 2/2 (11ქ, 37:44)

01:55 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

00:34 კოლინზმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

05:41 ზაზამ კოლინზი შეცვალა

04:47 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

03:13 ფოლი: 3

00:09 ორქულიანი: 13ქ (68:67)

IV პერიოდი

10:23 ფოლი: 4

10:23 სმიტმა ზაზა შეცვალა

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა