<p>სენ გოდენში მეორე ნომრად განთესილმა ქართველმა (105) პირველ წრეში მასპინძელ ანაის ლორენდონს (215) იოლად სძლია - 6:2, 6:3 <br> ფრანგულ სენ გოდენში წარმატებული სტარტი აიღო ანა ტატიშვილმა (105). მეორე ნომრად განთესილმა ქართველმა პირველ წრეში იოლად სძლია მასპინძელ ანაის ლორენდონს (215) - 6:2, 6:3.</p><p>მერვედფინალში ანას მეტოქე ოლგა სავჩუკია (უკრაინა, 149), რომელსაც ადრე გაცილებით მაღალი რეიტინგი ჰქონდა და ტოპ-100-ეულშიც ხშირად იყო. სხვათა შორის, ანამ წლეულს ერთხელ უკვე დაამარცხა სავჩუკი, ეს აკაპულკოს (მექსიკა) ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მოხდა. ჩვენებური ასეულის კარიბჭესთან არის და საინტერესოა, რა პერსპექტივა აქვს მას ამ გამარჯვების შემდეგ. ერთი მოგებით მან 12 ქულა გაინაღდა (1 ქულა შარშანდელი აკლდება). ასე რომ, ანას ახლა 651 ქულა აქვს. ეს კი საკმარისია... 102-ე ადგილზე გადასასვლელად. მოკლედ, უკრაინელთან გამარჯვება ჩვენს თანამემამულეს ჰაერივით სჭირდება.</p><p>იტალიურ რეჯიო ემილიაში მაკა ჩახნაშვილი (221) 50-ათასიან ტურნირში ითამაშებს. მისი პირველი მეტოქე საკვალიფიკაციო ბადის გამარჯვებული ანე შეფერია (გერმანია, 388). სტამბოლის ტურნირის გამარჯვებულმა სოფიო ქვაცაბაიამ (429) იმავე ქალაქში მეორე შეჯიბრებაც წარმატებით დაიწყო, პირველ წრეში რუს იანინა დარიშინას (1039) მოუგო - 6:2, 5:7, 6:2. მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილი ქართველი თურქ სედა არანტეკინს (1156) ხვდება.</p>
tengo
ანა-სავჩუკი2-1(6/4;2/6;7/5)!!!ანა ასეულშია!!!გილოცავთ!!!
tengo
მაკა-შეფერი 2-0(6/2;6/2)!გილოცავთ!!!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა