იაპონური გამოცემა nikkansports.com ტოჩინოშოშინზე სტატიას აქვეყნებს, რომელიც მოახლოებულ ბაშოს ეხება.

"ზაფხულის ბაშოზე ალბათ მთავარი განხილვის თემა იქნება ახალი ოძეკის, ტაკაკეიშოს გამოსვლა და მოიპოვებს თუ არა კვლავ იუშოს ახალ ერის (იაპონიაში ახალი წელთაღრიცხვა - "რეივა" იწყება) პირველ ბაშოზე ჰაკუჰო.

ასევე, ძლიერ საინტერესოა როგორ სუმოს აჩვენებს ტოჩინოშინი, რომელსაც ოძეკის სტატუსის დასაბრუნებლად 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.

შარშან შემოდგომის ბაშოზე, პირველად კადობანზე დამდგარ ტოჩინოშინს გავესაუბრე, დილის ვარჯიშის შემდეგ. რადგან შევამჩნიე რომ ნეგატიურ განწყობაზე იყო დაუფიქრებლად ვკითხე: "შემდეგ ბაშოზე მაკეკოში რომც მოგივიდეს, იმის შემდეგ ბაშოზე 10 გამარჯვებით ომახიანად დაბრუნება არც თუ ისე ცუდი იქნებოდა არა?"

"თუ მასეა, ამ ბაშოზე 8 გამარჯვება უფრო მარტივი არ უნდა იყოს?" - უკმაყოფილო მზერით მომიგო. "ეგ კი, მაგრამ…" და აი ასე, წამში დასრულდა ჩვენი დიალოგი.

რომ დავუკვირდეთ. მას შემდეგ რაც ახალი ოძეკის რანგში შარშანდელ ნაგოიას ბაშოზე მარჯვენა ფეხის ცერა თითის იოგი დაიზიანა და ბაშოს ჩამოშორდა (კიუჯო), "8 მოგების" ნავსი/მძიმე ტვირთი მუდამ თან დაჰყვება.

მარცხის (მაკეკოში) შემთხვევაში ოძეკობას დაკარგვის საფრთხე და მშობლიურ საქართველოში გულშემატკივართა აღტაცება მისთვის დიდ წნეხად იქცა. რადგან წაგება ასე ცუდია, მისი ფიქრები მუდამ იქითკენაა მიმართული რომ არ წააგოს. თავში მხოლოდ სიტყვა "კაჩიკოში" უტრიალებს და მხოლოდ ის რომ როგორმე არ წააგოს, როგორმე მარცხი აირიდოს თავიდან. ასე კი უკვე წაგებათა ჯაჭვშია ჩაბმული.

განუწყვეტლივ ამას ვფიქრობ - ნუთუ ესაა ტოჩინოშინის სუმო?

როდესაც პირველი იუშო (ბაშოზე გამარჯვება) მოიპოვა შარშანდელ წლის პირველ ბაშოზე, ის ზებუნებრივად ძლიერი ჩანდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ მავაშიში თუ შევიდოდა, აღარ წააგებდა, ხოლო თუ მარჯვანა იოცუსაც მიაყოლებდა უკვე მოგება გარანტირებული ჰქონდა. მან შეუდარებელი, საზარელი ძალით დაიპყრო დოჰიო და სუმოს სანახავად მისული სტუმრები არაერთხელ გააოცა და აღაფრთოვანა. ამავე დროს, პირველი ადგილიც დაიკავა. ანუ, ცხრილში (ბანძუკე) დაწინაურება კი არა, ტოჩინოშინის, როგორც სუმოისტის მთავარი ნიშანი და მომხიბვლელობა პირველ რიგში მისი სანახაობრივი გამოსვლები იყო, რითიც ყველას დაამახსოვრა თავი.

მას შემდეგ რაც ოძეკი გახდა, უკვე 5 ბაშოა "ტოჩინოშინის სუმო" ჯერ ვერ ვიხილეთ. რატომ? ერთი მიზეზი ისაა რომ მოწინააღმდეგეები უფრო მეტად უფრთხიან და მავაშის თუ მიგი-იოცუს (მავაშიში მარჯვენა ხელის შიგნიდან ჩავლება) აღებას ადვილად აღარ ანებებენ.

მეორე თავად ტოჩინოშინის პირადი მიზეზია - მარჯვენა ფეხის ცერა თითის იოგის დაზიანებით დაწყებული, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში უწყვეტი ტკივილებით გაგრძელებული, არ აძლევს მას დამაკმაყოფილებელ ფიზიკურ კონდიციაში ჩადგომის საშუალებას. მაგრამ მგონია, რომ ყველაზე დიდი მიზეზი მისი კაჩიკოშიზე ფიქრით შებოჭილი გული და გონებაა.

ზაფხულის ბაშოზე მთავარი თემა ალბათ ყველასთვის მისი 10 გამარჯვება და ოძეკად დაბრუნება იქნება, მაგრამ პირადად ჩემი ფიქრები სხვაგანაა მიმართული. თუნდ სეკივაკე იყოს, თუნდაც ჰირამაკუში (მაღალი რანგის მაეგაშირა) იყოს არა უშავს. არა უშავს თუ პირნათლად დამარცხების დღეებიც ექნება. მთავარია ჩვეული სუმო აჩვენოს, მავაშიში მძლავრად შევარდნითა და ელვისებური იორიკირით. მოგება თუ წაგება მეორე ხარისხოვანია, მთავარია უპირველესად საკუთარ თავს მისდიოს. ვფიქრობ ყველა მოელის იხილოს არა "ოძეკი ტოჩინოშინი," არამედ "ზებუნებრივად ძლიერი ტოჩინოშინი".

ზურაა
მთავარია თასი მოიგოს ოძეკობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს !
ლელა კაკულია
მაგალითად, პაპასკირი, წულეისკირი, კვეკვესკირი და ა. შ.
გ
წინ ტოჩი, ყოველნაირი კომპლექსების გარეშე, შენ შენი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ვალი მოხდილი გაქვს, ასე რომ არაფერი მოხდება მარცხის შემთხვევაში, წინ ჩვენო კეთილო გოლიათო!
ილო
მთავარია იორიკირის გარდა სხვა ილეთებიც დაამუშავოს, მარტო ეგ აღარ ჭრის უკვე. წარმატებები ტოჩის.
გიორგი
ზუსტად ეს არის, ვფიქრობ რომ ზოგადად ქართველებს ფსიქოლოგიურად უფრო გვიჭირს და ამ სტატიაში ამაზეა აქცენტი.სუმოსთან რა მოსატანია ჩოგბურთი მაგრამ რა ქნა ბასილაშვილმა? აქაც ფსიქოლოგიური მომენტია თორემ ძალა კი გვაქვს
ზას.
ლევან შენ უკვე დაწერე ქართული ისტორია,ნუ იქნები შებოჭილი,ჩვენ ყოველთვის გვეყვარები.
aburjga
ლევან იბრძოლებ ვიცით, დევკაცი ხარ, ჩვენი ამირანი ხარ. ჩვენ შენი გვჯერავს! გამარჯვებები ტოჩინოშინს, საქარტველოს!
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
ვარცხნილობა, ბალიშების გადაყრა, მარილი, ცოლის მოყვანა - სუმოს წესები და ტრადიციები
ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან მოისროლა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
ტოჩინოშინი მოწინააღმდეგეს ჯერ ძლიერად დაეჯახა, მერე ძირს დააგდო [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ნაცუ ბაშო. XIV დღე: ტოჩინოშინი კაკურიოსთან დამარცხდა, ჰაკუჰოს იმედად... [VIDEO]
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
ტოჩინოშინმა ტანმორჩილ მოწინააღმდეგეს იორიკირის ილეთით სძლია
ტოჩინოშინის იოკუძუნობის შანსები - ფაქტები უახლოესი ისტორიიდან
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
22 დეკემბერს ხარაგაულში "თოვლის ბაშო" გაიმართება
მეტი პასუხისმგებლობა და VIP სტუმარი - რა უპირატესობები აქვს ტოჩინოშინს ოძეკის რანგში?