სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გარიგებულ მატჩებზე საუბრობს
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ტოტალიზატორებთან გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის ხუთ ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ასეთია სკანდალის შედეგი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ის დასრულდა.

ამ ყოველივეზე ვესაუბრეთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაურს.

- ცნობილია, რომ სასჯელის ზომაზე აღმასკომის წევრთა აზრი გაიყო. თქვენ ფეხბურთელთა სამუდამო დიკსკვალიფიკაციას ემხრობოდით?

- ყოველივე ფაქტებით დადასტურდა და მიმაჩნია, რომ სასჯელი ამ ფეხბურთელთა საქციელის ადეკვატური იყო. ეს იქნება მკაცრი მაგალითი მათთვის, ვისაც გარიგება და ტოტალიზატორთან კავშირი კიდევ მოუვა თავში აზრად. ამ გადაწყვეტილებით გზა გადავუჭერით იმ ადამიანებსაც, ვინც ფეხბურთს რყვნის. ეს იმ დროს, როდესაც ბიზნესი და სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის დიდ თანხებს ხარჯავენ.

- ის ადამიანები თუ დააკავეს, რომლებიც ფეხბურთელებს თანხას სთავაზობდნენ?

- აღმასკომზე სპორტსმენები ფედერაციის მოქმედი დებულებით დავსაჯეთ. რაც შეეხება მეორე მხარეს, გამოძიება გრძელდება და შესაბამისი ორგანოები მას ბოლომდე მიიყვანენ.

- ფიფასა და ინტერპოლის ერთობლივ ღონისძიებას საქართველო როგორ შეუერთდება?

- მომხდარის გამო, სამწუხაროდ, ამ საკითხში ფიფასაც დავასწარით. სამართალდამცავებთან ისედაც ვთანამშრომლობთ, რათა სპორტში საბოლოოდ მოვსპოთ ორგანიზებული დანაშაული, რომელმაც მსოფლიოში დიდი მასშტაბები მიიღო - სერიოზული კრიმინალური დაჯგუფებები და პიროვნებები არიან ჩართულები. თუმცა იმედი გამიჩნდა, რომ აღმასკომის სასჯელის შემდეგ საქართველოში მსგავსი ფაქტი აღარ მოხდება.

- ბევრი თვლის, რომ თავისთავად ასეც მოხდება, თუ ფეხბურთს ტოტალიზატორებს ჩამოაშორებენ.

- ეს ძალიან სერიოზული თემაა, ფეხბურთი ტატალიზატორების გარეშე წარმოუდგენელია. მათი დამსახურებაა, სახეობა კომერციულად ასე საინტერესო რომ არის. მაგრამ დაუშვებელია, როდესაც ტოტალიზატორები საკუთარი გავლენის ქვეშ აქცევენ ფედერაციებს, კლუბებს, მოთამაშეებს. თუ როგორ მოხდება მათი კონტროლი, ფიფასა და ინტერპოლის თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ცხადია, მითითება ჩვენც უნდა მივიღოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, რადგან ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ.

ეს პრობლემა მთელი მსოფლიოს წინაშე დგას. ტოტალიზატორების საკითხი ახლახან ეპას-ის ფარგლებში განიხილეს და მას ჩვენი წარმომადგენელიც ესწრებოდა. ეპას-ი არის ევროკავშირის კომისია, რომელიც მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად პრევენციულ ზომებს განიხილავს. ბოლო დროს ხომ ფეხბურთში ხშირად აწყდებიან კრიმინალს. ასე რომ, რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ფიფა და უეფა, ჩვენც იმის შესაბამისად მოვიქცევით.

- ტოტალიზატორები საკუთარი გავლენის ქვეშ აქცევენ ფედერაციებს, კლუბებსა და მოთამაშეებსო. ჩვენთან მხოლოდ მოთამაშეები მოექცნენ მათი გავლენის ქვეშ? ძნელი დასაჯერებელია, რომ გარიგებებში კლუბები არ მონაწილეობდნენ.

- კლუბების მონაწილეობის ფაქტი ჯერ არ დამტკიცებულა. ის, რაც ყველამ ვიხილეთ, ტოტალიზატორებთან მხოლოდ მოთამაშეთა კავშირზე მეტყველებს. იქ რომ გამოვლენილიყო რომელიმე კლუბის, ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობა, მერწმუნეთ, ითქმებოდა და არავინ დამალავდა. კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით კი დაისაჯნენ ის ადამიანები, რომლებიც კუდ-მა გამოავლინა. თუმცა გამოძიება გრძელდება.

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა