სალუქვაძეს ახლა შეჯიბრებაზე მეტად შეკრება სჭირდება, რათა მშვიდად მოემზადოს ლონდონის ოლიმპიადისთვის და ბოლომდე შეასრულოს დასახული გეგმები
ჩვენმა ტყვიის მსროლელებმა გეგმები შეცვალეს - უახლოეს დღეებში, 14-23 მაისს ამერიკულ ფორტ ბენინგში უნდა ეასპარეზათ მსოფლიოს თასზე, მაგრამ მისი გამოტოვება გადაწყვიტეს, დაზოგილი ფულით კი გერმანიაში შეკრებას გაივლიან.

კაცმა რომ თქვას, ახლა მათ შეკრება უფრო სჭირდებათ, ვიდრე - ისეთი რანგის შეჯიბრება, როგორიც მსოფლიოს თასია. ეს რომ იყოს ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატი, მაშინ წასვლა საჭირო იქნებოდა, მაგრამ ამ თასებიდან რისი მიღებაც შეიძლებოდა, უკვე მაქსიმუმი მივიღეთ - ნინო სალუქვაძემ პირველივე ეტაპი მოიგო სიდნეიში, რითაც ლონდონის ოლიმპიადაზე და მსოფლიოს თასის სუპერფინალშიც გამოსვლის უფლებაც მოიპოვა. ამერიკაში კიდეც რომ გაემარჯვა, ბევრს ვერაფერს შესძენდა. მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ ლონდონი მის კარიერაში მეშვიდე თამაშები იქნება - სალუქვაძე ამ მხრივ რეკორდსმენია არა მხოლოდ ქართული სპორტის ისტორიაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ტყვიის სროლაში ქალთა შორის.

მოკლედ, სალუქვაძეს ახლა შეჯიბრებაზე მეტად შეკრება სჭირდება, რათა მშვიდად მოემზადოს ლონდონის ოლიმპიადისთვის და ბოლომდე შეასრულოს დასახული გეგმები. მართალია, ეს ტურნირი ახალგაზრდებისთვის კარგი გამოცდა იქნებოდა, მაგრამ ჯერ ერთი, უფულობის გამო ამერიკაში დიდი გუნდის გაგზავნა არც იგეგმებოდა, მეორეც _ სალუქვაძის გარდა, ჩვენებიდან არც ლიცენზიის მოპოვების კანდიდატია ვინმე.

ერთი სიტყვით, ფორტ ბენინგური ასპარეზობა სალუქვაძისთვის წმინდა სპორტულ მნიშვნელობას კარგავდა, შორეული მგზავრობა კი მოქანცავდა. ამიტომ არაა გასაკვირი, ამ გაუმართლებელ ჯაფაზე უარი თუ თქვა და სამომავლო კალენდარი ბევრად უფრო პრაქტიკულად განჭვრიტა. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს თასის წლევანდელი სეზონის ბოლო, მეოთხე ეტაპი ივნისში მიუნხენში იმართება, მის დაწყებამდე კი გერმანიაში გაივლის შეკრებას. საამისოდ ის კვლავაც ნაცნობ მისამართზე გაემგზავრება - დორტმუნდის სიახლოვეს, ქალაქ ბასუმში, სადაც ადრეც არაერთხელ გაუვლია შეკრება. იქ საქართველოდან წასული არტურ გევორქიანი მუშაობს მწვრთნელად და ერთობლივი ვარჯიშების ორგანიზებაშიც ის ეხმარება. არტურს იქ დიდი ავტორიტეტი გააჩნია და ყველა ორგანიზაციულ საკითხს იოლად აგვარებს. როგორც ჩვენები ამბობენ, ბაზა ჩინებულია, არის ღია სასროლეთიც და საუკეთესო პირობებია სავარჯიშოდ.

ამჯერად სალუქვაძესთან ერთად გერმანიაში ლევან ქადაგიძეც გაემგზავრება, სხვების გაგზავნა კი, სამწუხაროდ, არ ხერხდება. არადა, ახალგაზრდებისთვის შეკრება ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც დაოსტატების საშუალება, მაგრამ მეტი მონაწილის გასაგზავნად ფული არაა. ძალზე საწყენია მით უფრო, იმ ფონზე, რომ წლეულს ახალგაზრდა გოგოებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს. იმავე ტურნირზე სხვა ახალგაზრდებმაც საკმაოდ კარგად ისროლეს და დაამტკიცეს, რომ სალუქვაძისთვის ღირსეული პარტნიორობის გაწევა შეუძლიათ, ეს კი გუნდურ ჩათვალში მედლების მოპოვების გარანტიაა.

ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია