მართალია, ორივე ქართული გუნდი მშრალად დამარცხდა, მაგრამ ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გოლი მაინც ვიხილეთ...

მართალია, ორივე ქართული გუნდი მშრალად დამარცხდა, მაგრამ ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გოლი მაინც ვიხილეთ - ლადო დვალიშვილმა ჰაიფას "მაქაბის" მოაგებინა. ლადოს გუნდმა სრულიად მოულოდნელად ბოლო ტურში გაანიავა ლიდერობა და ჩემპიონობა დათმო, ამიტომაც "მაქაბი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოში მოხვდა. ებრაულმა გუნდმა გუშინ 1:0 მოუგო მინსკის "დინამოს". 30-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფორვარდმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. ჩვენმა თანამემამულემ 90 წუთი ითამაშა. ამ წყვილის გამარჯვებული მინსკში გაირკვევა.

გიორგი ადამიას "ყარაბახმა" სტუმრად 1:0 მოუგო კრაკოვის "ვისლას" და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა. გიორგიმ სასტარტოში ითამაშა და ის მხოლოდ მატჩის მიწურულს დროის გაყვანის მიზნით შეცვალეს. უკრაინული "დნიპრო" სერბულ ნოვი სადში "სუბოტიცასთან" 1:2 დამარცხდა. უჩა ლობჟანიძე სათადარიგო იყო.

რატი ალექსიძის "დიორი ეტო" შინ 0:1 დამარცხდა ფრანგულ "მონპელიესთან". რატიმ 58-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ ის ვერას გახდა. 66-ე წუთიდან მოედანზე თეიმურაზ შარაშენიძე გამოვიდა. ეს შარაშენიძის დებიუტი იყო ევროთასებზე.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"