ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელებიდან სეზონი პირველად ქეთი კუნელაშვილის გუნდმა დაასრულა. თურქეთის ქალთა სუპერლიგაში "არდაშენმა" ბოლო სამი მატჩი მოიგო, მესამე ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზურიც მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალი ქართველის კლუბმა ბოლოსწინა ტურში გაინაღდა, უშუალო კონკურენტ "იენიმაჰალესთან" სტუმრად ანგარიშით 36:35 მოგებული მატჩის შემდეგ. ბოლო ტურში კი შინ დაამარცხა "იალიკავაკი" - 35:28. ქართველ ხელბურთელს სეზონის საუკეთესო მატჩი მე-18 ტურში "ფოლატლის" წინააღმდეგ ჰქონდა, რომელთან შეხვედრაშიც 8 გოლი გაიტანა.

ყვარლის სახელბურთო კლუბის აღზრდილმა კუნელაშვილმა შარშანდელი სეზონი ესპანეთში, "გრანოლერსის" ახალგაზრდულ გუნდში გაატარა. 2018 წელს კი პირველ პროფესიულ კონტრაქტს თურქეთის "არდაშენთან" მოაწერა ხელი. სუპერლიგის 20 შეხვედრიდან ქართველმა უკანახაზელმა 14 მატჩში ითამაშა, 23 გოლი გაიტანა და კლუბისგან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ წინადადებაც მიიღო.

თურქეთის თასის ნახევარფინალში "არდაშენი" ქვეყნის ჩემპიონ "კასტამონუსთან" ნახევარფინალში დამარცხდა (28:29, 25:27), ხოლო ჩემპიონატში დაკავებული მესამე ადგილით მომავალ სეზონში "ჩელენჯ კაპზე" თამაშის უფლება მოიპოვა.

ხელბურთი. თურქეთის სუპერლიგა (ქალები)

საბოლოო ცხრილი

1. კასტამონუ 35 ქულა

2. მურატფაშა 33

3. არდაშენი 31

4. იენიმაჰალე 28

5. უშკუდარი 23

6. იზმირი 19

7. აქსარაი 17

8. ფოლათლი 17

9. იალიკავაკი 11

10. ბურსა 5

11. სამსუნი 1

მომზადებულია facebook.com/GEONHF/-ის მიხედვით

ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ