მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კრივში მადრიდის "რეალის" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელს მოკრივის ხელთათმანები აჩუქა
მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კრივში ამერიკელმა მაიკ ტაისონმა მადრიდის "რეალის" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდოს მოკრივის ხელთათმანები აჩუქა. ამის შესახებ რონალდომ თავის მიკრობლოგში დაწერა და საჩუქრის ფოტოებიც დაურთო. რონალდოს არ დაუზუსტებია, ზუსტად როდის მიღო საჩუქარი ტაისონისგან.

10 მაისს რონალდომ "რეალის" ლეგენდარული თავდამსხმელის ფერენც პუშკაშის რეკორდი დაამხო. რონალდომ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში "ხეტაფესთან" (4:0) ჰეთთრიქი შეასრულა და 2010/11 წლის სეზონში გატანილი გოლების რიცხვი 49-მდე გაზარდა, რაც 1959/60 წლის სეზონში პუშკაშის მიერ გატანილ გოლებზე 2-ით მეტია.

ესპანეთის ჩემპიონატში რონალდომ 36 გოლი გაიტანა. პორტუგალიელი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირთა სიას ლიდერობს. "ბარსელონას" ლიონელ მესის 31 გოლი აქვს გატანილი.

"რეალმა" ქვეყნის პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მადრიდელებმა ლიდერ "ბარსელონას" დაწევის შანსი დაკარგეს.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა