პირველ მაისს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" 3:0 სძლია.

ეს სეზონის ერთ-ერთი მთავარი, შესაძლოა, მთავარი დაპირისპირებაცაა და რა უნდა ინატროს ფეხბურთის მოყვარულმა ამაზე მეტი - ორი ძალიან კარგი, სხვადასხვა სათამაშო სტილის გუნდის თამაში, რომლის პირველი რაუნდი კატალონიურმა გრანდმა დამაჯერებლად მოიგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ტურნირის ისტორიაში თავისი გუნდის ყველაზე ასაკოვანი სასტარტო შემადგენლობა დააყენა - საშუალო ასაკი 29 წელი და 210 დღე.

ვიდრე პირველი გოლი გავიდოდა, პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 24-ე წუთზე ტრავმა მიიღო სტუმრათა გუნდის ნახევარმცველმა ნაბი კეიტამ და ჯორდან ჰენდერსონმა შეცვალა.

ცოტა ხანში კი ლუის სუარესმა მასპინძლები დააწინაურა. ის ჟორდი ალბას პასზე გაიხსნა და თავისი ყოფილი გუნდი დაამწუხრა. ურუგვაელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა.

ეს ტურნირზე "ბარსას" საიუბილეო, მე-500 გოლია. უფრო მეტი მხოლოდ "რეალს" აქვს გატანილი - 551.

შესვენების შემდეგ "ლივერპული" ინიციატივას დაეუფლა, შეუტია და მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჯეიმს მილნერისა და მოჰამედ სალაჰის დარტყმული ბურთები მოიგერია. მერე ისევ მილნერს ჰქონდა მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა.

იურგენ კლოპის გუნდმა "ბლაუგრანა" საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა, რაც დიდი იშვიათობაა, მაგრამ მეორე ტაიმში პირველივე სახიფათო კონტრიერიში ლეო მესიმ გოლით დააგვირგვინა. შექმნილ სათამაშო ვითარებაში ეს, ცოტა არ იყოს, ალოგიკურიც იყო.

82-ე წუთზე კი მესიმ 26 მეტრიდან საჯარიმოთი დალაშქრა ალისონის კარი და ყველაფერი დასრულდა. მესიმ "ბარსელონაში" მე-600 გოლი გაიტანა (683 მატჩში). პირველი გოლი მან 2005 წლის პირველ მაისს "ალბასეტეს" გაუტანა.

მესიმ ტურნირზე ინგლისურ გუნდებს 26 გოლი გაუტანა, "ლივერპულის" კარი კი პირველად დალაშქრა.

ლეომ ამ სეზონში ყველა ტურნირზე საჯარიმოდან 8 გოლი გაიტანა, კარიერაში კი "ბარსაში" - 42.

თუმცა "წითლებმა" გაიბრძოლეს - შეცვლაზე შესული რობერტო ფირმინოს დარტყმული ბურთი ივან რაკიტიჩმა კარის ხაზიდან გამოიტანა, სალაჰმა კი დამატებაზე ძელს გაარტყა.

ბოლოს ანგარიში შეიძლებოდა მთლად გამანადგურებელი გამხდარიყო, მაგრამ სუარესმა და დემბელემ მესის პასები ვერ გამოიყენეს.

მოკლედ, "ბარსელონა" "ენფილდზე" სამბურთიანი ფორით მიემგზავრება. არადა, "ლივერპულმა" ურიგოდ არ ითამაშა, მაგრამ "ბარსამ" საბოლოო ჯამში კლასის ხარჯზე იმარჯვა.

"ლივერპულმა" უფრო მეტჯერ დაარტყა ბურთი (14-11), ბურთის ფლობა მეტი ჰქონდა (52%-48%), მეტი პასი გააკეთა (600-558), მეტი ირბინა (111.1 კმ-109.7 კმ) და მაინც წააგო.

"ლივერპული" "კამპ ნოუზე" პირველად დამარცხდა - აქამდე ჩატარებული 4 მატჩიდან 2 ჰქონდა მოგებული და 2 ფრედ დასრულებული.

მესიმ ტურნირზე 37 გუნდის წინააღმდეგ იასპარეზა და 32-ს გაუტანა გოლი. უფრო უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალის" ყოფილ თავდამსხმელ რაულს აქვს, რომელმაც 33 გუნდს გაუტანა გოლი.

პირველ ნახევარფინალში ორივე ინგლისური გუნდი დამარცხდა და არც ერთს გოლი არ გაუტანია.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 98 299 მაყურებელი

ბარსელონა - ლივერპული 3:0

გოლები: 1:0 სუარესი (26), 2:0 (75), 3:0 მესი (82)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო (ალენია 90+3), პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ვიდალი, კოუტინიო (სემედო 60), მესი, სუარესი (დემბელე 90+3)

ლივერპული: ალისონი, მატიპი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი, მილნერი (ორიგი 85), ფაბინიო, კეიტა (ჰენდერსონი 24), ვეინალდუმი (ფირმინო 79), მანე, სალაჰი

giorgi
კიდევ თვლით რომ კრიტიკა უსაფუძვლოა? :)
123
ბარსელონამ თუ მოიგო, ესპანეთს ასახელებს თუ კატალონიას? კატალონიელები არ თვლიან თავს ესპანელებად.
ფეხბურთი
განმეორებითი თამაში ენფლიდზე პირიქით წარიმართება და ბარსელონა დაიკავებს ბურთს, რადგან ერთი გოლი სტუმრად, უკვე ამთავრებს ყველაფერს. ვალვერდე დიდი ტაქტიკოსია და მის მიმართ კრიტიკა არის ყოვლად უსაფუძვლო, იმის ფონზე რომ დღევანდელი ბარსელონა ყველაზე ასაკოვანი გუნდია ევროპაში. ძნელია ასაკოვან გუნდს ერთდროულად ლამაზი ფეხბურთი და შედეგი ერთდროულად მოსთხოვო. საინტერესო ფინალს ველი, აიაქსი vs ბარსელონა
roma
ეს თამაში ასეთი ანგარიშით წასაგები არ იყო და საერთოდ წასაგებიც არ იყო,რაშიც დიდი წილი სალაჰს მიუძღვის,ასევე მანესაც,მაგრამ მას შედარებით ნაკლები,არ შეიძლება ასე განიავება მომენტების,ამის შემდეგ აუცილებლად დაისჯები,მაგრამ მიუხედავად დიდი უპირატესობისა,ლივერპულს მანც აქვს შანსი,ბარსამ თუ შეძლო,ლივე რატომ ვერ შეძლებს?,რა ფეხბურთელები არ ყავს თუ გულშემატკივრობა არ უვარგათ,ასე,რომ ჯერ დამთავრებული არაფერია,ყველაფერი ლივერპულში გაირკვევა.
giorgi
მაინტერესებს, აქ სიმულაცია სად დაინახეთ? რაიყო სტატის რომ წერ მაშინ მაინც დაივიწყე რომ მადრიდისტა ხარ.
T.k
კლოპი ლუზერია?!-ს დემბელე ნიჭიერი მოთამაშეა მაგრამ სახეზეა რომ რაღაც აკლია ტრამვებმაც ხელი შეუშალა მაგრამ მეტი ვარჯიში და დისციპლინა სჭირდება განვითარებისთვის ასეთ მომენტებს რომ ასე ანიავებს გაყიდიან მერე და ნახავს რაც მოუვა:))
Emigranti
Messi aris bunebit dajildovebuli. Es rom ise varjishobdes rogorc ronaldu yovel sezonze 70-80 gols xo gaitanda da ukve 10 oqros burtic eqneboda. Madloba mis agmomchens rom eseti talanti achuqa fexburtis samyaros romelic yvelas siamovnebas anichebs visac fexburti uyvars cels triplendi gardauvalia )))
ბს
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ნაბი კეიტამ
კობა
ალოგიკურია, რომ 5-ით 0- ზე არ დამთავრდა, დანარჩენი ნამდვილად ლოგიკურად დამთავრდა! ვულოცავ ბარსას გულშემატკივრებს, ეგ ერთი და სხვა მრავალი! ლეო შე მხეცო!
მერაბი
პელეს თამაში მახსოვს, მარადონასი თავისთავად, მაგრამ მესი განსაკუთრებულია.
V
საინტერესოა მაშინ "ლივერპულისნაირი გუნდებიდან" რატომ მიყავს ბარსელონას სულ "ლივერპულისნაირი ფეხბურთელები", აღარ ჩამოვთვლი ვინ და რამდენი :P
აკაკი
ვულოცავ ბარსელონას ფანებს...მესის ჯარიმა ვუსურვე და გაიტანა კიდევაც... მიუხედავად იმის რომ ბარსელონას ფანი არ ვარ ვიტყვი რომ მესი დღეს საუკეთესოა....რაც შეეხება დემბელეს დღეს არ წაუვიდა ხუთი წუთის თამაში მაგრამ ის ერთერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე იმედი მაქვს ტრამვას აღარ მიიღებს და ვისიამოვნებთ მისი თამაშით....ტყუილა ას მილიონს არავინ იხდის....მესის მსოფლიო ჩემპიონობას ვუსურვებდი საწყენია ძალიან რომ ასეთი დონის ფეხბურთელს არ უმართლებს...
barsa
წელსაც უტიტულოდ ლუზერპული.d.d.
კლოპი ლუზერია?!
ლივერპული პატარა გუნდია?!ბარსაც და ლივერპულიც დიდი გუნდები არიან...უბრალოდ გაიმარჯვა უფრო ძლიერმა,რომელსაც უცხოპლანეტელი ჰყავს მესის სახით...მარა მაინც აიქსმა მინდა გაღუნოს ფინალში ბარსა...ოცნება კარგია,მარა იქნებ მოხდეს სასწაული
კლოპი ლუზერია?!
ისე ეს დემბელე სუფთა დემბილია (დებილია) მე ამის და კოუტინიოს ნორმალური თამაში არ მახსოვს ბარსაში,კოუტინიო ხანდახან მაინც გამოანათებს ხოლმე,მარა ეს ნამეტანი ლუზერია
T.k
კი ნამდვილად ალოგიკურია თორე ბოლოწუთზე მესის დაღეჭილს გაიტანდა დემბელე და ბარსა 4:0 ს მოიგებდა ;)))
კლოპი ლუზერია?!
მესი...ეს კაცი არის უცხოპლანეტელი....ვითომ არ ჩანდა კი ხია დუბლი...ჯარიმა კარლოსსაც შეშურდებოდა...ეს სალაჰი არი ერთი სეზონის ფეხბურთელი ან ბაბუ პერესს მიყიდონ ან პსჟ-ს შეიხს,სხვა იდიოტი ამას არ წაიყვანს,წელსვე თუ არ მიასუხარეს გახდება ამის ფასი 15-20 ლიმონი და მერე ჰადერსფილდიც არ აიყვანს
gio
ლივერპულმა იმდენი შეცდომა დაუშვა,რომ ალოგიკური აღარ არის,სრულიად ნორმალური შედეგია.
საღოლ მესი
სანამ ეს უცხოპლანეტელი ფეხბურთს თამაშობს ალოგიკური არაფერია,მთელი თამაში თითქოს არ ჩანდა მარა ბოლოს რაც ჩაიდინა...კომენტარის გარეშე....ახლა მაინც დარწმუნდით რო სალაჰი არის ერთი სეზონის ფეხბურთელი,ნეტა რეალში წაეთრეს,მარა არ ჭამა პერესმა...სწრაფი უსეინ ბოლტიც არი მარა ფეხბურთელი არ არი...ლივერპული უჭველი მოისვრის ამას შეიხებთან წელს
ირაკლი
ეს გამარჯვება იყო კლასი ამით განსხვავდება დიდი გუნდები ლივერპულისნაირ გუნდებისგან
ჯაბა
სილქი-ს კომენტატორების ენაზე ნუ გვესაუბრებით. ალოგიკური არაფერი იყო. ბარსამ ბურთზეკონტროლი შეგნებულად დათმო და ლივერპული თავისივე სტილში დაამარცხა...
0
რეალი და ბარსელონა კიარ არის მაგარი გუნდი, რონალდო და მესი. 100% ის 75 % არიან. რონიმ ატლეტიკოს რა დამართა. ხოლო რეალი დაინგრა მისი გაშვებით
ი
რომას სტილში უნდა ითამაშოს ლივერპულმა შინ. ბარსელონა ყოველთვის აგებს გასვლას ესეთ ეტაპებზე. იუვესთან 3 0 რომასთან 3 0 და ა.შ შანსი ლივერს ექნება.
ნიკ
მესი როცა მოედანზეა ...ალოგიკური არაფერია.
ხვიჩა
ალოგიკური არაფერი მომხდარა, ვალვერდემ არა შემტევი ფეხბურთი არამედ დაცვითი ფეხბურთი ათამაშა და თანაც ნახევარდაცვა ძალიან გააძლიერა და მოიგო კიდეც, რომ ეთამაშა შემტევი ფეხბურთი ლივერპულთან რომელიც დიდოსტატია კონტრშეტევების მაშინ წააგებდა, სწორი ტაქტიკა და მოგებამაც არ დააყოვნა.
beso
ბარსა ჩემპიონ
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს