პირველ მაისს ყაზახეთის პრემიერლიგის მატჩები გაიმართა. ცენტრალურ შეხვედრას კოსტანაის ახალმა სტადიონმა უმასპინძლა. ერთმანეთს ადგილობრივი "ტობოლი" და შიმკენტის "ორდაბასი" დაუპირისპირდნენ.

მოგეხსენებათ, "ტობოლში" საქართველოს ნაკრების ორი წევრი თამაშობს - კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი. "ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი კი კახაბერ ცხადაძე გახლავთ. ჯაბა კანკავამ აღნიშნული შეხვედრა გამოტოვა, ხოლო ნიკა კვეკვესკირი 90 წუთის განმავლობაში გახლდათ მოედანზე.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძლების მიერ 78-ე წუთზე გატანილ გოლს "ორდაბასის" ფეხბურთელებმა 94-ე წუთზე უპასუხეს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის დაწყებამდე "ტობოლ არენის" პრესდარბაზში "ტობოლის" გულშემატკივრები შეცვივდნენ და ჟურნალისტებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ.

"გადაეცით კახაბერს, თუ კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ჟესტს მოედანზე, ის იმავე ადგილას მიიღებს! მას ასწავლიან გულშემატკივრების პატივისცემას", - განაცხადა ერთ-ერთმა გაცხარებულმა ფანმა", - იუწყება ng.kz.

კახაბერ ცხადაძე პრესდარბაზში გულშემატკივრების გასვლიდან 10 წუთში შევიდა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტები რამდენიმე წუთის წინ მომხდარ ინციდენტსაც შეეხნენ:

- თამაშის შემდეგ "ტობოლის" გულშემატკივრები აქ შემოვიდნენ და თქვეს, რომ შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენეთ "ტობოლის" ფანებსა და კლუბის მთავარ მწვრთნელს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- ტყუილია. შემდეგი შეკითხვა!

როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები აღნიშნავენ, ამ ფრაზის შემდეგ ცხადაძემ ისე სწრაფად დატოვა ოთახი, რომ კითხვის დასმა ვერავინ მოასწრო.

ამის შემდეგ დარბაზში "ტობოლის" მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გაზაევი შევიდა. ჟურნალისტებმა იგივე შეკითხვა მასაც დაუსვეს, რაზეც გაზაევმა განაცხადა:

"გულწრფელად გითხრათ, ჩემი გუნდის თამაშს ვუყურებდი. ვფიქრობ, ამ საკითხში ეთიკის კომიტეტი გაერკვევა".

"რუსთავის" ყოფილ მთავარ მწვრთნელსა და "ტობოლის" ამჟამინდელ დამრიგებელს ჟურნალისტებმა კანკავას არყოფნის მიზეზზე ჰკითხეს.

"საავადმყოფოში მყოფ ფეხბურთელებს უმნიშვნელოვანესი დანაკარგი შეემატათ - ჯაბა კანკავა. "ასტანასთან" მატჩის შემდეგ მან მუხლის ტრავმა მიიღო. მადლობა ღმერთს, რამდენადაც ექიმებისგან ვიცი, ტრავმა სერიოზული არაა და გამოჯანმრთელებას 10-12 დღეს დასჭირდება".

აღნიშნული მატჩის შემდეგ "ტობოლს" 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, ხოლო "ორდაბასი" 13 ქულით მე-6 პოზიციაზე გახლავთ. შემდეგ შეხვედრებს გუნდები 4 მაისს გამართავენ. "ორდაბასი" სახლში "ატირაუს" შეხვდება, ხოლო "ტობოლი" გასვლაზე ითამაშებს "კაირათთან".

მომზადებულია ng.kz-ის მიხედვით

grisho
-- "ტობოლში" საქართველოს ნაკრების ორი წევრი თამაშობს - კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი. --"ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი კი კახაბერ ცხადაძეა -- შემდეგ დარბაზში "ტობოლის" მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გაზაევი შევიდა რა არის აქ გაუგებარი?
სტატიის ავტორს
გაუგებარია, ცხადაძეც და გაზაევიც ორივე ტობოლის მწვრთნელია? ,,თამაშის შემდეგ "ტობოლის" გულშემატკივრები აქ შემოვიდნენ და თქვეს, რომ შეურაცხმყოფელი ჟესტი აჩვენეთ "ტობოლის" ფანებსა და კლუბის მთავარ მწვრთნელს'' სანამ დადებთ ხომ უნდა გადაამოწმოთ რას წერთ? თუ თავად ვერ გარკვეულხართ ვინ ვისი მწვრთნელია?
nnn
სადა ხართ ცხადაძის ფანებო რატომ არ წერთ რომ ეს ყველაფერი კობიაშვილმა და კალაძემ მოუწყვეს
Rustavi
რა ქნა ამისთანა?
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
ცხადაძე გრიგალავასა და კვირკველიას: სირცხვილია, ბიჭებო!
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
ცხადაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრიც უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, თუ საჭირო გახდა...
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კახა ცხადაძე: როგორც ვიცი, ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ცხადაძეს გაშვებას უწინასწარმეტყველებდნენ და ტურის საუკეთესო მწვრთნელი გახდა
prosports.kz: ცხადაძეს გაათავისუფლებენ
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
კახა ცხადაძე კოლეგის გინებისათვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება