"ტოტენჰემთან" პრემიერლიგის ბოლო საშინაო უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მერსისაიდელთა ფანებმა მშვენიერი ინფორმაცია შეიტყვეს
“ლივერპული” მომავალ უქმეებზე პრემიერლიგის ბოლო საშინაო შეხვედრას “ტოტენჰემთან” გამართავს. უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მერსისაიდელთა ფანებმა მშვენიერი ინფორმაცია შეიტყვეს - კლუბმა მთავარ მწვრთნელ კენი დალგლიშთან ახალი 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ 60 წლის სპეციალისტი “ენფილდზე” იანვარში როი ჰოჯსონის ნაცვლად მოვიდა და იქამდე უმძიმეს კრიზისში მყოფი გუნდი შესანიშნავად აათამაშა.

შოტლანდიელის თავკაცობით “წითლებმა” საქმის კეთება მე-11 ადგილიდან დაიწყეს და მეხუთემდე აღზევდნენ. თუკი ისინი “დეზებსაც” დაამარცხებენ, პრაქტიკულად გაინაღდებენ კიდეც ამ ადგილს. მოლაპარაკება მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელთან ახალ ხელშეკრულებაზე აპრილიდან მიდიოდა. მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა - მხარეებმა კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმეს. კლუბმა დააკმაყოფილა დალგლიშის თხოვნა და 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა მის თანაშემწე სტივ კლარკსაც. “როცა იანვარში “ლივერპული” ჩავიბარე, ვთქვი, რომ მოხარული ვიქნებოდი, გუნდს სეზონის ბოლომდე დავხმარებოდი, - განუცხადა კლუბის ოფიციალურ საიტს მწვრთნელმა. მერე კი ხელმძღვანელობამ ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოინდომა. ეს ფანტასტიკურია. მე და სტივმა “ლივერპულს” ჩვენი ბედი 2014-მდე დავუკავშირეთ. ჯონ ჰენრიმ (მესაკუთრე) და ტომ ვერნერმა (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) დიდი დრო დახარჯეს იმაზე ფიქრში, რა იქნებოდა კლუბის მომავლისთვის უკეთესი. მათ მშვენივრად ესმით ისიც, რა სურთ გულშემატკივრებს და როგორი უნდა იყოს “ლივერპული” მომავალში. ეს უნიკალური კლუბია, სწორედ ამიტომ მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, როცა მაქვს შანსი, რაღაც განსაკუთრებულის შენებაში აქტიური როლი ვითამაშო.

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს თავდადებისთვის. მათ დიდებულად წარმოაჩინეს თავიანთი თავი. მადლობას ვუხდი კლუბის ყველა თანამშრომელს, რადგან ჩემი დაბრუნების დღიდან მათგან დიდ სითბოს ვგრძნობ. მინდა, სტივ კლარკის ღვაწლი ცალკე აღვნიშნო. მან “ლივერპულს” თავისი დიდი გამოცდილება და ცოდნა თვალში საცემად დაატყო. ვიცი, რომ მისი წყალობით ფეხბურთელები დიდ სიამოვნებას ღებულობენ სავარჯიშო პროცესისგან და სწორად აღიქვამენ ყოველი მატჩის მნიშვნელობას”.

“კენი “ლივერპულისთვის” ლეგენდარული ფიგურა იყო როგორც ფეხბურთელი და ასეთად რჩება მენეჯერის რანგშიც, - განაცხადა ჯონ ჰენრიმ. -დაბრუნების დღიდან მან გამორჩეული როლი იკისრა, გამოავლინა ლიდერის თვისებები და საუკეთესო გამოწურა ყველა იმ ადამიანს, ვინც კლუბში მუშაობს. ხელმძღვანელები მალევე მივხვდით, რომ დალგლიშის მოსვლამ კლუბის გარშემო შექმნილი ატმოსფერო ერთბაშად გარდაქმნა. სხვას არავის შეეძლო ამის გაკეთება და სწორედ ამიტომ ვარ ასეთი ბედნიერი, რომ მასთან ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ. ჩვენ არც კი გაგვჩენია იმის სურვილი, “ლივერპულისთვის” სხვა მწვრთნელი გვეძებნა. მასთან მუშაობამ დაგვარწმუნა, რომ მასავით აქაურობა არავის უყვარს. კენის შეუძლია ჩამოაყალიბოს დიდი გუნდი, რაშიც ფანებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებაც დაეხმარება. მოკლედ, დალგლიში არის “ლივერპულის” გზა.

კლუბს თავისი განსაკუთრებული სტატუსი აქვს საფეხბურთო სამყაროში. კენის აქ ყოფნა იმის გარანტიაა, რომ ტალანტებს უფრო იოლად მოვიზიდავთ და ჩვენს მიზნებს უფრო ადვილად განვახორციელებთ. მოხარულები ვართ, რომ კონტრაქტი გავაფორმეთ სტივ კლარკთანაც, რადგან მისი ღვაწლი ბოლო პერიოდის წარმატებებში ძალიან დიდი იყო”.

soso
დიდი გუნდის დიდი თავკაცი!
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო