U-17. ევროპის ჩემპიონატი: გამოვლინდა ის ორი ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს: ჰოლანდია და გერმანია
3-დან 15 მაისის ჩათვლით სერბეთი ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს 17-წლამდელ ფეხბურთელთა შორის. გუშინ შეჯიბრების ნახევარფინალური ფრაზა დასრულდა და გამოვლინდა ის ორი ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს: ჰოლანდია და გერმანია.

ეს სწორედ ის ასაკობრივი ტურნირია, სადაც საქართველოს ნაკრებმა კობა ჟორჟიკაშვილის მეთაურობით ელიტრაუნდამდე მიაღწია, თუმცა იქ სამივე თამაში წააგო და ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე 8 ნაკრები გავიდა, რომელიც ორ ჯგუფში განთესეს. ა ჯგუფი ქულათა მაქსიმუმით დანიის ნაკრებმა მოიგო, ჯონ პიკოკის ინგლისის ნაკრები 4 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. ჯგუფში საფრანგეთისა და სერბეთის გუნდები ჩარჩნენ. ბ ჯგუფში ჰოლანდიის ნაკრებმა იპირველა 7 ქულით, გერმანია ნახევარფინალში 4 ქულით გავიდა, ჯგუფში კი ჩეხეთი და რუმინეთი ჩარჩნენ.

პირველ ნახევარფინალში, რომელშიც ლაინსმენად გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, ნოვი სადში ჰოლანდიის ნაკრებმა ტიტულის მფლობელი ინგლისი გამოთიშა - 1:0. გამარჯვების გოლი 26-ე წუთზე ჰოლანდიელთა ნახევარმცველმა კაილ ებესილიომ გაიტანა. ზედიზედ მე-6 მატჩია, რაც ჰოლანდიელებს გოლი არ გაუშვიათ. ისინი 2005 წლის შემდეგ მესამედ გავიდნენ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

სხვათა შორის, ებესილიო "არსენალის" ფეხბურთელია და "მეთოფეთა" სარეზერვო გუნდში თამაშობს. 17 წლის ათლეტური აღნაგობის ჭაბუკი ლონდონში შარშან ზაფხულში "ფეიენოორდიდან" გადავიდა. ჰოლანდია ფინალშია, ინგლისმა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა იფიქროს, რომელიც ივნისში მექსიკაში გაიმართება. იქ 8-დან 6 ევროპული ნაკრები მოხვდა (სერბებსა და რუმინელებს არ გაუმართლათ).

ალბერტ სტუივენბერგი (ჰოლანდიის მწვრთნელი): "ვფიქრობ, ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და გამარჯვება დავიმსახურეთ. შეგვეძლო, პირველ ტაიმშივე 2:0 დავწინაურებულიყავით და ამით ინტრიგას მოვკლავდით. გულშემატკივრები დაგვეთანხმებიან, რომ მათ ძალიან კარგი თამაში იხილეს. ბიჭები ჯერ კიდევ უშვებენ შეცდომებს, ისინი ხომ ძალზე ახალგაზრდები არიან, თუმცა მე მათი თამაშით კმაყოფილი ვარ".

ჯონ პიკოკი (ინგლისის მწვრთნელი): "ასეთ დაძაბულ შეხვედრაში გოლს ოქროს ფასი აქვს. ჰოლანდიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ისინი უბრალოდ არ უშვებენ გოლებს. ისინი ძალზე ახლოს იყვნენ ხოლმე მიზანთან და შესაძლოა, წლეულს მათი გამარჯვების დროცაა".

მეორე ნახევარფინალში დანის ნაკრები შტეფან ფროინდის გერმანიას დაუპირისპირდა. მეორე ტაიმში კაან აიჰანისა და ნილს კუაშნერმა გერმანიას 2:0 მოაგებინეს. მაშ ასე, 15 მაისს ნოვი სადში გერმანიისა და ჰოლანდიის ნაკრებები გაარკვევენ საუკეთესოს. 2009 წელსაც ფინალში ერთმანეთს ეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მაშინ მასპინძელმა გერმანელებმა დამატებით დროში 2:1 მოიგეს. მაშინ გამარჯვების გოლი ბრემენის ვერდერის ფორვარდმა ფლორიან ტრინკსმა გაიტანა.

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...