ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა ლელო ბურთის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

სასიამოვნოა, რომ მსგავსი გავლენიანი მედიასაშუალება ჩვენი ტრადიციული თამაშით დაინტერესდა. თან, საინტერესოა ის, რომ საკუთარ აუდიენციას ლელო ბურთსა და ქართველებს ძალიან ღირსეული კუთხით აცნობს. სტატიაში აღნიშნულია, რომ თამაშის მთავარი მიზანი ადამიანთა მიმართ პატივისცემის გამოხატვა და გარდაცვლილების დაფასებაა.

ასევე, სტატიის ავტორს სურს, მკითხველს დაანახოს, რომ ლელო ბურთი ქართველების ხასიათის ნაწილია, რომ ქართველები მუდამ არიან მზად ბრძოლისათვის.

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მონაკვეთს აღნიშნული ტექსტიდან:

"ღვინით გაჟღენთილი ბურთი აერთიანებს ქართულ სოფელს, ოღონდ მას შემდეგ, რაც მისთვის ბრძოლაში გამარჯვებული გამოვლინდება. შუხუთში ყოველ გაზაფხულზე იკერება შავი ტყავის ბურთი ლელო ბურთის სათამაშოდ.

ბურთი ამ თამაშის ერთადერთი აღჭურვილობა და ჯილდოა. გამარჯვებულებს ის პირდაპირ სასაფლაოზე მიაქვთ. ასე მიაგებენ პატივს გარდაცვლილს.

ლელო ბურთს თითქმის არ აქვს წესები, არც აქვს საზღვრები, ტაქტიკა, არაა შეზღუდული მონაწილეთა რაოდენობა. ქალები იშვიათად იღებენ მონაწილეობას თამაშში. როგორც წესი, ლელო ბურთი რამდენიმე საათი გრძელდება, უდიდეს ვნებასა და ხშირად ტრავმებსაც იწვევს.

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას სპორტულ გამარჯვებებს გარდაცვლილებს უძღვნიან ხოლმე. თუმცა შუხუთში ეს ყველაზე მთავარი მიზანია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

18 წლის მიშიკო ჩხატარაშვილი 2014 წელს გარდაიცვალა ავარიაში. ის წესიერი ახალგაზრდა კაცი იყო, კარატე უყვარდა და ქართული ტრადიციებით ცხოვრობდა. მიშიკოს გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში ქვემო შუხუთის გუნდმა მიშიკოს საპატივცემულოდ ითამაშა ლელო ბურთი და გაიმარჯვა.

"ეს სასწაულივით იყო" - თქვა მიშიკოს მამამ, როცა შეხედა ფოტოს, რომელშიც თანასოფლელები მიშიკოს საფლავზე ბურთს დებდნენ.

"შეიძლება უცხოსთვის ეს მხოლოდ ბურთია, მაგრამ ჩემთვის ეს საოცარი განცდა იყო, თითქოს მკვდრეთით აღვსდექი" - წარმოთქვა ვახტანგ ჩხატარაშვილმა.

მისი შვილის საფლავზე დადებული ბურთი სისუფთავისგან ბრწყინავდა.

"ამ ბურთის მოვლა ჩემთვის შვილის მოვლას ნიშნავს" - ამბობს მიშიკოს მამა.

"ამ ღამით ჩვენ ძმები ვართ. ხვალ ვიბრძოლებთ. ხვალვე ღამით ისევ ძმები ვიქნებით" - თქვა თამადამ წინა ღამით შეკრებილ სუფრაზე და დაცალა თასი.

5 საათზე მამა საბამ ეკლესია ბურთთან ერთად დატოვა. ზღვა ხალხში გაიარა მტვრიანი მთავარი გზისკენ, მცირედ გამოიქცა, აიქნია ბურთი ჰაერში და ლელო ბურთიც დაიწყო. სხეულები ერთმანეთს ყველა მხრიდან შეეჯახა და ბურთიც მალე გაუჩინარდა.

თამაში 1 საათსა და 40 წუთში დამთავრდა. ზემო შუხუთის გუნდმა ბურთი თავის მხარეს გადაიტანა.

გამარჯვებულებმა ბურთი საფლავზე მიიტანეს, წარმოთქვეს სადღეგრძელოები. საფლავთან ვიტალის ძმა ვახტანგ ტოროტაძე მივიდა. ვიღაცამ უთხრა: "დაფასებულად უნდა გრძნობდე თავს, შენი ოჯახის წევრის საფლავზე ბურთი დაიდო".

"ნეტა იმ მდგომარეობაში არ ვიყოთ, ჩემს ძმას ბურთი რომ სჭირდებოდეს" - თქვა ვახტანგმა, ძლიერად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამლი."

ვეტერანი
სადღაც 160 წლის წინათ ბრიტანელებიც ასე თამაშობდნენ, დღეს 2 თამაში აქვთ ფუტბოლი და რაგბი. ჩვენი ლელო გაცილებით ძველია და დღეს მარტო შუხუთშია შემორჩენილი. ჩვენ რამდენი წლით ჩამოვრჩებით განვითარებაში ბრიტებს? 200-ით თუ 300-ით. ქართული ლელოს სერიიდან 4 თამაში მზადაა უფრო სანახაობრივი და სამართლიანი წესებით. მეხუთე ბრიტანელებისთვის დასაბრუნებებელი თამაში კი მზადაა თავისი ორიგინალური წესებით, საკლუბო ჩემპიონთა ლიგით, ყოველ წელს კონტინენტების ჩემპიონატით ყველას მონაწილეობით და იმავე წელს საუკეთესოების მსოფლიოთი ბრიტანეთში. ლელო ჩვენი ასე ვთქვათ გამოუყენებული სავალუტო რეზერვია, რომლის ამოქმედებისათვის მარტო პროვინციალიზმის სენის ნაჭუჭიდან გამოძრომაა საჭირო.
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც