ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

"ტორპედოში" კვლავ კრიზისია და საქმე სერიოზულადაა. თუ პირველ წრეში ქუთაისურმა კლუბმა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა, ამჯერად მოთამაშეები წასვლაზე სერიოზულად ფიქრობენ.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ორი თვის პერიოდში, რაც ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ, გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებთან არ გამოჩენილა და მათი შეხვედრა მხოლოდ 2 დღეში შედგება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე გადაწყდება არსებული ვითარება.

ჩვენი წყაროს ცნობით, ფეხბურთელები დავალიანების გადახდას არ ელოდებიან და არ სჯერათ, რომ კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარდება.

როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ხელფასის არგადახდის შემთხვევაში, ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბს დატოვებს, რადგან კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად წყდება, მოთამაშეებს კი შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბიდან აქვთ.

"ტორპედო" ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩში სტუმრად თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, ზაფხულში კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა იასპარეზოს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალური ინფორმაცია გამოგვიგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ კლუბში ორი თვის დავალიანებაა, სიმართლეს შეესაბამება. კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეჰპირდა, რომ უახლოეს 2-3 დღეში აღნიშნული დავალიანება გასტუმრებული იქნება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელთა ნაწილმა გუნდი დატოვა, რაც ტყუილია - გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება "ლოკომოტივთან" მატჩისთვის. დღეს გუნდი თბილისში ჩავა, სასტუმროში დაბინავდება, ხვალ კი მატჩს გამართავს. რა იქნება ზეგ, ამას დრო გვანახებს, ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია".

მმმ
დისლაიქს უბრალოდ დამეჭირა☺რა მაინტერესებს იცით? სად შეიძლება ნახვა ეროვნული ლიგის ტრანსფერების შესახებ, რომელ ფეხბურთელში ვინ რამდენი გადაიხადა ვის რამდენი აქვს ხელფასი, და ასე შემდეგ, ვერ ვნახულობ ვერსად
Anj: Antey
ისედაც გასაცოდავებულ ჩემპიონატს დასაშლელი გუნდები ნამდვილად არ ყავს. საკმარისად ვშალეთ ამ ქვეყანაში პერსპექტიული გუნდები და იმიტო ვართ ზუსტად ამ დღეში. ამ შემთხვევაში ვისაც ხელეწიფება ყველა უნდა ჩაერიოს და დაეხმაროს ქუთაისის ტორპედოს ეხლა. მერიამ უნდა დაეხმაროს ფინანსურად პირდაპირი გზით კლუბს და ფედერაციამაც ხელი არ უნდა შეუშალოს ამაში. კი მართალია რო აკრძალულია აქვს ფედერაციას ეგეთი რაღაც მაგრამ გამონაკლისი უნდა დაუშვას და კლუბის დაშლისგან ერთად უნდა ვიხსნათ, ამ წელს ტორპედოს გარეშე ქართული გუნდები ჰაერივით საჭირო 850 ქულას 100% ვერ დააგროვებენ და მოგვიწევს მომდევნო 4 წელი 3 გუნდის გაყვანა ევრო შესარჩევებზე რაც კატასტროფის ტოლფასი იქნება მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის და მთავარი ეს პრეზიდენტის ბრალია 5 მილიონი შეჭამა ჩაჩავამ რაც მისი პასუხისმგებლობის გარეშე არ უნდა დასრულდეს რომ სხვა კიდევ არავინ გაბედოს აწყობილი კლუბის დაშლა წარმატებები ტორპედოს შარშანდელიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტმა გულშემატკივარმა შეიყვარა ეს კლუბი და მომავლის იმედი ჩაუსახა ქართველ ქომაგს სჯობს საკუთარი ცხოვრებისეული კარიერა დაისამაროს ბატონმა ჩაჩავამ ვიდრე ტორპედოს დაშლით მოუშუშებელი ჭრილობა მიაყენოს წვეთოვანზე შეერთებულ ქართულ საკლუბო ფეხბურთს დროულად გამოასწოროს ეს ვითარება თორემ პირადად მის ტყავზე გამოცდის მომდინარე შედეგებს გაუმაძღარი (ბატონი ზაალი)
DAVE
ტორპედოში ქართულ ფეხბურთთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალი ხელფასებია. შარშან ეტყობა ქონდათ თანხა და ბოლომდეც მივიდა კლუბი და ამ სეზონისთვის გაძლლიერდა კიდეც. უბრალოდ სეცდომა დაუშვეს მართველობაში, როცა ვერ გაითვალისწინეს ის, რომ საბანი სადამდეც გასწვდებოდათ იქამდე გაეშალათ ფეხი. როდესაც მაქსიმალური ხელფასი პირობითად 10,000 ლარია მთელს ბაზარზე და შენ იგივე დონის ფეხბურთელს აძლევ 25,000 ეგაა ცუდი. ეს არ ათავისუფლებს მათ იმ ვალდებულებისგან რაც აიღეს და დაქირავეულმა ფეხბურთლემა უნდა მიიღოს ის რაც ხელშეკრულებით ეკუთვნის, უბრალოდ ასე არ უნდა აეწიათ სახელფასო თამასა. იმედია ამ წელს მაინც გადააგორებენ და ჩაამთავრებენ, რადგან ტორპედო მართლაც კარგი გუნდია და მომავალ წელს ცოტა დაარეგულირებენ თემას რომ იგივე პრობელემების წინაშე არ დადგნენ.
გიოსვანი
ვის გაუგია ვიღაც რიგით ბიზნესენს აეღორძინოს კლუბი, კაცს ფული არ აქვს და საიდან ჩადებდა გამაგიჟებს ეს ხალხი, მინიმუმ მილონერი მაინც ხომ უნდა იყოს რო ჩადოს ფული . მილიარდელები არ დებენ ამ ქვეყანაში ფულს და ვიღაც როგითი მცირე ბიზნესმენი ან უბრალო მენეჯერი საიდან მოიტანდა ფულს , კლუბს რო ასხვისებ შემძენის კპიტალით ხო უნდა დაინტერედე საიდან როგორ. რა გარატიებით.
გიორგი
ჩემი აზრით სანამ ფედერაციაში დასაქმებული 50% ყოფილი ფეხბურთელია ახლო წარშულში (ძალიან რბილად რომ ვთქვათ საშუალო დონის), რომელთა დიდი უმრავლესობა ფიზიკურად ვერ მიიღებდა ისეთი ხარისხის განათლება რომ თანამედროვე ფეხბურთის სფერო სწორედ ემართა და მეორე 50% 90 იანების ბოლოდან ერთიდაიგივე სახეებია, კიდევ გავიგებთ ასეთ არასასიამოვნო ინფორმაციებს. თანამედროვე მენეჯმენტის, მარკეტინგის და ა.შ. სპეციალისტებია აუცილებელი, თორემ უკვე ძაან ბევრი დავხარჯეთ და განვითარება არ არის. ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ჩაკეტილია, სწორ ფეხბურთელებთან ძმაკაცობის პრინციპით არის დაკომპლექტებული. ამზე გაცილებით სწრაფად უნდა მიდიოდეს ჩვენი შიდა ფეხბურთის საქმეები წინ.
kaxa
საერთოდ რა გააკეთა ამ ზაალ ჩაჩავამ კლუბში?იშოვა ფული იმის ნაცვლად პირიქით რომ უნდა მოეტანა. თვალში ნაცარი შეგვაყარა შარშან როდესაც მდარე ხარისხის ლეგიონერები შემოგვაჩეჩა. არავითარი დაპირებული ინვესტიცია მხოლოდ დაგვაბოლა ხალხი და შეჭამა ფული. არ დაბლოკოთ გთხოვთ!
germane
ტორპედო წარსულის გადმონაშთია ისივე როგორც დინამო. მარტო სახელებია დარჩენილი. 1 თვეში შეიძლება იგივე დონის გუნდის გაკეთება რომელიც იქნება კერძო საკუთრება და არა სახალხო გაუგებარი წარმონაქმნი რომელსაც სულ აგინებენ კარგს აკეთებს მფლობელი თუ ცუდს.
tngh
საქართველოს პირველობა თბილისის პირველობად არ უნდა გადაიქცეს!!! მაყურებელი ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს... გორს გაცილებით მეტი ჰყავს, ვინემ ერთად აღებულს თბილისის ყველა გუნდს. სამწუხაროა, მაგრამ თბილისს ფეხბურთი აღარ აინტერესებს...
Hm
თავიდანვე ეტყობოდა, რომ არაფრის ჩამდები ეგ არ იყო!! წაიკითხეთ თქვენივე სტატია, სადაც ეგ პიროვნება ანგარიშობდა. ნორმალურად და ნეიტრალურად მოაზროვნე ამას მაშინვე მიხვდებოდა, მაგრამ....მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო....
samtredski
აუჰ რა ამბები გვახარეთ ძლივს რაღაცას დაამსგავსეს ბათუმმა და ქუთაისმა ჩემპიონატი და ეს რა ხდება მაგას ჯობს ჩემპიონატიც გააუქმედ თუ დინამოს ცარიელ ტრიბუნებზე გირჩევნიათ ფეხბურთის ყურება სამტრედიელბს ერთი სული გვაქ როდის გადმოვალთ უმაღლეს ლიგაში იმიტომ რომ ბათუმში და ქუთაისში ჩასვლა და პირიქით მათი სტუმრობა დიდი ზეიმი იქნებოდა ჩაჩავას და ბევრ სხვას ხალხის ეს ტრაგედია არ შერჩება ტრაგედიაა როცა ქალაქი ფეხბურთით ცოცხლობს და იმასაც უკლავ .
ჰაჰა
ადმინ, ნუ დაბეჭდავთ, იქნებ შეისწავლოთ. რაღაც ჭორი დადის, ვინც ჩინელებთან დაამყარა კავშირი ყველა მძიმე დღეშიაო. ოღონდ ვიმეორებ, ჭორი დადის.
გულშემატკივარი
ნუ მიყიდით გუნდს ისეთ ხალხს, ვისაც ფული არ აქვს . დიდი გუნდი პატარა ფულით არ კეთდება
ბაჩო
ოჰოოო,მორიგი ქართულიზმი :D
ბათუმელი
კიმაგრამ რა უბედურებაა, გუნდი გაკეთდება, შეთამაშდება, პოტენციალს შეიძენს და უცებ გამოჩნდება რომ პრობლემები ჰქონიათ! ნუ დაშლით გუნდს, ქუთაისს უნდა ყავდეს კარგი, კონკურენტუნარიანი გუნდი. გთხოვთ მიხედეთ დროზე ტორპედოს და ყველა გუნდს! ნუ წაგვართმევთ გულშემატკივრებს ამ პატარა სიხარულებს! წარმატებები ტორპედოს და ყველა ქართულ კლუბს! დინამო ბათუმის გულშემატკივრები თქვენს გვერდით ვართ ქუთათურებო!!!
ზურა
რა საამური ცხოვრებაა ბოგანოს საქარტველოში
Superman
საღოლ ზაალ :))))) ვინმეს მართლა გქონდათ მაგ „კაცის“ იმედი?
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა