ჩოგბურთი. ტურნირები

მამაკაცთა ტურნირზე გამოსვლა დაიწყო მსოფლიოს პირველმა სამმა ჩოგანმა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამარჯვებათა სერია პოლონელ ლუკაშ კუბოტთან მატჩში გააგრძელა. სერბმა მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ დაანება, თავად კი ოთხი ბრეიკი გააკეთა. დევისის თასზე ორი გამარჯვების გათვალისწინებით ჯოკოვიჩი აგერ უკვე 35 მატჩია არ მარცხდება - ამ მაჩვენებლით ის ტომას მუსტერსსა და როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა. თუმცა ბიორნ ბორგისა (1979-80) და იმავე ფედერერის (2006-07) შედეგამდე ჯერ შორია - ამ დუეტს 41-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. რეკორდი კი გილერმო ვილასს ეკუთვნის - ზედიზედ 46 გამარჯვება.

ფედერერი ახალი რეკორდების დამყარებაზე აღარ ფიქრობს. ამასწინ მან განაცხადა, რომ კვლავინდებურად ლამობს რეიტინგის სათავეში დაბრუნებას და მიიჩნევს, რომ "დიდი სლემის" რომელიმე ტურნირის მოგების შემთხვევაში მიზნის ასრულება შესაძლებელი იქნება. რომში შვეიცარიელს პირველ მოწინააღმდეგედ უხერხული მეტოქე ჰყავდა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგას სახით. პირველი პარტიის ბედი დასაწყისში გაკეთებულმა ბრეიკმა გადაწყვიტა. როჯერს არ გამოსდიოდა ბადესთან თამაში და საერთოდ ვერ აჩვენებდა ხარისხიან თამაშს. სამაგიეროდ, შვეიცარიელმა მოუმატა მეორე სეტში, მაყურებელს რამდენიმე ლამაზი გათამაშება აჩუქა და 4:0 დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, ფედერერმა ტრადიციული ჩავარდნა ვერ აიცილა - ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია 4:1-ზე და კიდევ ერთი 5:2-ზე. როჯერმა არ დაუშვა უფრო სერიოზული ჩავარდნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა შარშან მონრეალის მასტერსზე, როცა ცონგამ გადამწყვეტი სეტი 1:5-დან მოიგო. მაგრამ ამჯერად, ფედერერმა გადამწყვეტ გათამაშებებში უშეცდომოდ ითამაშა და 6:4, 6:2 მოიგო.

მოულოდნელი თრილერი გათამაშდა რაფაელ ნადალის მატჩში. როგორც აღმოჩნდა, შემთხვევითი არ ყოფილა წინა წრეში პაოლო ლორენცის გამარჯვება მადრიდის მასტერსის ერთ-ერთ გმირზე ტომაშ ბელუჩიზე. იტალიელმა თავიდანვე მიანიშნა მსოფლიოს პირველ ჩოგანს, რომ იოლი გასეირნება არ ექნებოდა. პაოლო თავის მოწოდებაზე მუდმივად გადიოდა ბადესთან და იქ წარმატებით მოქმედებდა. ნადალმა ვერაფრით დაიჭირა საკუთარი რითმი და 4:2 დაწინაურებულმა საკუთარი მოწოდება წააგო. ტაი-ბრეიკზე რაფაელი ისევ წინ იყო, მაგრამ ამჯერადაც ვერ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. 5:6-ზე ესპანელი "სმეშის" შესრულებისას შეცდა და სეტი დათმო.

ერთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ლორენცი ასეთ კონცენტრაციას ბოლომდე ვერ შეინარჩუნებდა. მან 0:2-დან ანგარიშის გათანაბრება შეძლო, გადაარჩინა უმძიმესი მეშვიდე გეიმი, მაგრამ ბოლოს დაღლილობამ იჩინა თავი. პუბლიკამ ლორენცის გამხნევება სცადა, მაგრამ მესამე პარტია სრულ ფორმალობად იქცა - 6:7, 6:4, 6:0.

მიმოხილვის ბოლოს ერთი ინტრიგის შესახებ - სტატისტიკოსებმა გამოითვალეს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს უკვე რომის მასტერსის შემდეგ შეუძლია კარიერაში პირველად მსოფლიოს პირველი ჩოგანის სტატუსის მოპოვება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სერბი მოიგებს ამ ტურნირს, ხოლო ნადალი ნახევარფინალამდე ვერ მიაღწევს...

ქალთა ტურნირის მეორე წრის მატჩებიდან უნდა გამოვყოთ ანა ივანოვიჩის მორიგი მარცხი. სერბმა წააგო და ვერ შეძლო მერვედფინალში გასვლა. მისი მატჩი იანინა ვიკმაიერთან კარგად დაიწყო - ანამ პირველი სეტი 6:2 მოიგო, მაგრამ ბელგიელმა მოუმატა და ტაი-ბრეიკზე გადაარჩინა მეორე სეტი, მესამეში კი ივანოვიჩმა ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა და წააგო - 6:2, 6:7(4), 3:6. მოულოდნელ წარმატებებს მიაღწიეს კვალიფიკაციის გამარჯვებულებმა. ანაბელ მედინა-გარიგესმა მარიონ ბარტოლის სძლია, პოლონა ჰერცოგმა კი ანდრეა პეტკოვიჩი გააწბილა.

ATP

Internazionali BNL d’Italia

რომი (იტალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 227 500 ევრო

II წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 6:0, 6:3; პოტიტო სტარაჩე (იტა)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 6:4, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ) 6:4, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ)-პაოლო ლორენცი (იტა) 6:7, 6:4, 6:0; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 6:4, 3:6, 6:3; მარდი ფიში (აშშ)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ) 7:6, 5:7, 6:2; ხუან იგნასიო ჩელა (არგ)-ჟილ სიმონი (საფ) 6:4, 6:2; ნიკოლას ალმაგრო (ესპ)-სემ კუერი (აშშ) 6:3, 7:6; სტანისლას ვავრინკა (შვეიც)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:1, 3:6, 6:2.

WTA

Internazionali BNL d’Italia

რომი (იტალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 050 000 დოლარი

II წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 6:2, 6:0; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-სარა ერანი (იტა) 6:1, 6:2; ნა ლი (ჩინ, 4)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:4, 6:2; ელენა იანკოვიჩი (სერ, 5)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 6:0, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 6)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 6:1, 7:5; ელენა ვესნინა (რუს)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 8) 3:6, 6:2, 6:1; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 9) 6:4, 6:3; შაარ პეერი (ისრ, 10)-ალისა კლეიბანოვა (რუს) 6:3, 7:5; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 12) 6:4, 6:3; იანინა ვიკმაიერი (ბელ)-ანა ივანოვიჩი (სერ, 13) 2:6, 7:6(4), 6:3; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 16) ვერა დუშევინა (რუს) 7:5, 6:4; იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა)-ბეტანი მატეკი (აშშ) 6:2, 6:4; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-რომინა ოპრანდი (იტა) 7:5, 6:1; გრეტა არნი (უნგ)-ალბერტა ბრიანტი (იტა) 6:4, 6:4.

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს