ხუთი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა პალეოხორას (საბერძნეთი) საერთაშორისო ტურნირში, რომელიც გუშინ დამთავრდა...

ხუთი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობდა პალეოხორას (საბერძნეთი) საერთაშორისო ტურნირში, რომელიც გუშინ დამთავრდა. ბოლო ტურში მალხაზ სულაშვილმა ქალებში ევროპის ორგზის ჩემპიონ კატერინა ლახნოსთან წააგო. ბელა ხოტენაშვილმა და ნინო ბაციაშვილმა, შესაბამისად, ამერიკელი რავენ სტარტი და ბერძენი ათანასიოს პაპადიმიტრიუ დაამარცხეს, ანა გავაშელმა და ალექსანდრა ვახანიამ კი რუს გენადი ვასილიევსა და მასპინძელ ესტეფანოს ლინოსს დააყრევინეს ფარ-ხმალი.

ტურნირში 7,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 2200 ევრო ერგო უკრაინელ იური კროვორუჩკოს, რომელიც ბოლო ტურში ელადელ ხრისტოს ბანიკასს დაუზავდა. მართალია, ამდენივე ქულა მოაგროვეს გამარჯვებულის თანამემამულე ალექსანდრ ზუბარევმა და მოლდაველმა დმიტრი სვეტუშკინმა, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მათ მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს და, შესაბამისად, 1500 და 1000 ევროც დაიმსახურეს.

ქართველთა მონაგარი ასეთია: 20. ბელა ხოტენაშვილი (6,5), 24. ნინო ბაციაშვილი (6,5), 28. მალხაზ სულაშვილი (6), 38. ანა გავაშელი (6), 49. ალა ვახანია (5,5).

ტურნირზე ქალბატონებისთვის ცალკე იყო გამოყოფილლ სამი ფულადი პრიზი. ისინი ასე განაწილდა: კატერინა ლახნო _ 500, ბელა ხოტენაშვილი _ 300 და ნინო ბაციაშვილი _ 200 ევრო.

შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში