კალათბურთი

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული სეზონის ახალი ლაურეატები დაასახელა. ამჯერად გამოვლინდა ლიგის საუკეთესო მენეჯერი. ამ ტიტულს ორი მფლობელი ჰყავს - "მაიამი ჰიტის" პრეზიდენტი პატ რაილი და "ჩიკაგოს" გენერალური მენეჯერი გარ ფორმენი.

რაილიმ, რომელიც "ჰიტში" მე-16 სეზონს ატარებს, გასულ ზაფხულს ახალი კონტრაქტის გაფორმება მოახერხა 2006 წლის ფინალური სერიის MVP-სთან დუეინ უეიდთან, აგრეთვე თავის გუნდში გადაიბირა ორი სუპერვარსკვლავი - ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში. ფლორიდულმა კლუბმა რეგულარულ ჩემპიონატში 58 მატჩი მოიგო და 24-ჯერ დამარცხდა, რამაც მას აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილი მოუტანა.

"ჩიკაგო" 62 მოგებითა და 20 წაგებით სეზონის საუკეთესო გუნდი გახდა. ფორმენის აქტიური მუშაობის წყალობით "ხარებმა" ზაფხულში თავისუფალი აგენტები - კარლოს ბუზერი, რონი ბრიუერი და კაილ კორვერი დაიმატეს. გუნდის დებიუტანტი დამრიგებელი ტომ ტიბოდო ამ სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა, გამთამაშებელი დერიკ როუზი კი სეზონის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე.

გუშინვე ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ ამ სეზონის საუკეთესო ახალბედათა პირველი და მეორე სიმბოლური ნაკრებები გამოავლინა. პირველ ნაკრებში ვხედავთ წლევანდელი რეგულარულის საუკეთესო დებიუტანად აღიარებულ ბლეიკ გრიფინს, რომელიც წელს "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ლიდერად იქცა.

პირველი ნაკრები: ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), ჯონ უოლი ("ვაშინგტონი"), ლენდრი ფილდსი ("ნიუ იორკი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო"), გარი ნილი ("სან ანტონიო").

მეორე ნაკრები: გრეგ მონრო ("დეტროიტი"), უესლი ჯონსონი ("მინესოტა"), ერიკ ბლედსოუ ("კლიპერსი"), დერიკ ფეივორსი ("ნიუ ჯერსი"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა").

კობის მომავლის სჯერა

ენდრიუ ბინუმი ხუთი მატჩით დაისაჯა

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ძირითადი ცენტრი ენდრიუ ბინუმი 2011-12 წლების რეგულარული ჩემპიონატის საწყის ხუთ შეხვედრას გამოტოვებს. ამის მიზეზი გახდა ის ბინძური ილეთი, რომელიც ბინუმმა "დალასთან" მეოთხედფინალური სერიის მეოთხე მატჩში ხუან ხოსე ბარეას წინააღმდეგ გამოიყენა.

გარდა ამისა, კალიფორნიელი 25 ათასი დოლარით დაჯარიმდა იმის გამო, რომ სათადარიგო სკამისკენ მიმავალმა მაისური გაიხადა. შეგახსენებთ, რომ ბინუმმა ნეკნებში იდაყვი უთავაზა ბარეას მაშინ, როცა ეს უკანასკნელი ბურთიანად ჰაერში იმყოფებოდა და შეტევას ასრულებდა.

მოგვიანებით, ბინუმმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ამ არასპორტული საქციელისთვის. კალიფორნიელთა ცენტრის განცხადებით, უხეშობის მიზეზი გახდა "ლეიკერსის" უნიათო თამაშით გამოწვეული იმედგაცრუება. მოქმედმა ჩემპიონმა ის მატჩი 36 ქულის სხვაობით წააგო, რის შემდეგაც სერიაში ანგარიში 0:4 გახდა.

"დალასთან" განადგურების შემდეგ პრესას პირველი კომენტარი მისცა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა. NBA-ის ვარსკვლავი მომხდარისგან ტრაგედიას არ ქმნის და კლუბის წარმატებული მომავლის სჯერა.

ბრაიანტი ჟურნალისტებს კლუბის გენერალურ მენეჯერთან მიტჩ კუპჩაკთან ერთად შეხვდა. პირველ რიგში, "ლეიკერსის" წარმომადგენლებმა უარყვეს ჭორი გუნდის დაშლის შესახებ.

"ეს ყველაფერი სისულელეა, - განაცხადა კობიმ. - მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში "ლეიკერსი" ზედიზედ სამი წელი ვერ ხდებოდა ჩემპიონი, მაგრამ მაშინ გუნდის დაშლა არავის უფიქრია.

მჯერა თუ არა, რომ დავბრუნდებით და ისევ შევძლებთ გამარჯვებას? რა თქმა უნდა, მჯერა. თუ ეს გუნდი ამავე შემადგენლობით გააგრძელებს თამაშს, მორიგი ტრიუმფი სავსებით რეალური იქნება".

თუმცა კობიმ თავი ვერ შეიკავა და პარტნიორები მაინც გააკრიტიკა.

"როცა ვარჯიშზე არ ვიმყოფებოდი, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ზოგიერთი კალათბურთელი გამოსასვლელ დღეს იწყობდა - მხოლოდ იმის გამო, რომ მე არ ვიყავი მათ გვერდით. ეს იმას ჰგავს, როცა გვერდით უფროსი ძმა არ გყავს... ეს ძალიან სამწუხაროა, - ამბობს "შავი მამბა". - იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ჯანმრთელობის გამო არ შემეძლო მუდმივად მათ გვერდით ყოფნა. შემდეგ სეზონი სხვანაირად იქნება. წელს უფრო ძლიერი გავხდი, ამიტომაც შევძლებ ვარჯიშებზე მათ გამოცოცხლებას. შესაბამისად, თავის გასასამართლებელი არაფერი გვექნება".

რივერსი რჩება, ფილი არ ბრუნდება

"მაიამისთან" სერიის წაგების შემდეგ "ბოსტონის" მთავარი მწვრთნელი დოკ რივერსი სამუშაოს ბოლომდე მიყვანას აპირებს.

ვარაუდობდნენ, რომ გუშინდელი მარცხი "სელტიქსში" რივერსის მოღვაწეობის დასასრული იქნებოდა, მაგრამ სპეციალისტმა აღიარა, რომ რამდენიმე კვირა ფიქრობდა თავის მომავალზე და "ბოსტონში" მუშაობის გაგრძელებისკენ იხრება. ოფიციალური გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ამასობაში, "ლეიკერსის" აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი ფილ ჯექსონი გამოეხმაურა გუშინდელ ჭორს იმის თაობაზე, თითქოს ის "ნიუ იორკ ნიქსში" გააგრძელებს კარიერას. NBA-ის ყველა დროის ტიტულოვანი მწვრთნელის აღიარებით, ის აღარ აპირებს სამწვრთნელშო მოღვაწეობის გაგრძელებას.

"არ ვაპირებ კარიერის გაგრძელებას. დღეს მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. მიუხედავად ამისა, არავინ იცის რა მოხდება წელიწადნახევრის შემდეგ.

ვფიქრობ, კალათბურთის გარეშე ცხოვრება ჩემთვის მუდმივ ბრძოლად გადაიქცევა. ბუნებრივია, პერიოდულად გავიხსენებ ჩემს გუნდებთან გატარებულ წლებს, დავინტერესედები "ლეიკერსის" ბედით. მაგრამ მჯერა, რომ არჩეული გზიდან გადახვევა არ შეიძლება. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მწვრთნელობის გარდა სხვა საქმის კეთებაც შემიძლია", - განაცხადა ჯექსონმა.

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
[VIDEO] სოხუმის "ცხუმი" ქართულ ფეხბურთში დაბრუნდა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"კლოუნები არიან" - დიუგარიმ არტეტა და "არსენალი" მიწასთან გაასწორა
მოურინიოს პირველი მოთხოვნა პერესს - "რეალი" კალაფიორის დაუკავშირდა