<p>"ჯენოას" ვარჯიშზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კოჭი გადაიბრუნა და წვრთნა ნაადრევად დაასრულა <br> გუშინ "ჯენოას" ვარჯიშზე კახა კალაძემ კოჭი გადაიბრუნა და წვრთნა ნაადრევად დაასრულა, თუმცა გენუური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩვენთვის დამაიმედებელი ინფორმაციაა გამოქვეყნებული - საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ტრავმა საგანგაშო არ არის, თუმცა საიტი იმასაც იტყობინება, რომ შესაძლოა, კახამ შაბათს "ლაციოსთან" გასამართი მატჩი გამოტოვოს.</p><p>იმედია, კალაძეს მხოლოდ ეს შეხვედრა გაუცდება, თორემ ხორვატიასთან ევროშესარჩევი დაპირისპირება კარსაა მომდგარი, საქართველოს ნაკრები კი მის გარეშე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. შეგახსენებთ, სპლიტში დისკვალიფიკაციის გამო ლევან კობიაშვილი და ოთარ მარცვალაძე ვერ ითამაშებენ, ხოლო ალექსანდრე ამისულაშვილისა და ჯანო ანანიძის დროულად მომჯობინება ჯერ კიდევ საეჭვოა.</p><p>33 წლის კალაძემ, რომელიც "ჯენოაში" ამ სეზონში გადავიდა, მიმდინარე სერია A-ში 25 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი საქართველოს ნაკრების ღირსება ყველა შეხვედრაში დაიცვა.</p>
guja kakhadze
სპლიტში კახას გარეშე ძალიან გაგვიჭირდება.მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო