ცნობილი მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიას შექმნილი ვიტალი დარასელიას რელიეფური პორტრეტი დღის სინათლეს ელის
რამდენიმე თვის წინ ცნობილი ქართველი მოქანდაკის, გოგი შხვაცაბაიას შემოქმედება გაგახსენეთ და ყურადღება იმ ნამუშევრებზე გავამახვილეთ, სპორტულ თემაზე რომ შეუქმნია.

შეგახსენებთ, შხვაცაბაიას ეკუთვნის "მშვიდობის ჩირაღდანი", რომელიც საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში დაიდგა 1992 წლის 5 ივლისს, ბარსელონის ოლიმპიადის გახსნამდე, ჰერას ტაძარში ოლიმპიური ცეცხლის დანთების დღეს.

ბატონი გოგის ცხოვრებაში სპორტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მამამისი, გიორგი შხვაცაბაია საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო მძლეოსნობაში და თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ათლეტის სახელიც ჰქონდა.

ნიშანდობლივია, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი - "ლელო" სწორედ სპორტის თემაზე შექმნილი სკულპტურული ჯგუფია, რომლის დადგმაც სპორტის სასახლის წინ იგეგმებოდა, მაგრამ საბჭოთა ბიუროკრატიზმის "წყალობით" პროექტი ჩაიშალა. სპორტის სასახლეს დღეს მისი კიდევ ერთი გამორჩეული ქმნილება, ლეგენდარული გივი კარტოზიას ბიუსტი ამშვენებს.

გიორგი შხვაცაბაიას განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ფეხბურთისადმი გამოვლინდა მის ერთ-ერთ გამორჩეულ ნამუშევარშიც - მიხეილ მესხის სკულპტურაში. მისი დადგმა იგეგმებოდა ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ გეგმა გეგმად დარჩა და ქართული საზოგადოებრიობა დღემდე ამაოდ ელის თავისი საყვარელი ფეხბურთელის სკულპტურას. დაბრკოლება ახლა უსახსრობაა.

სამაგიეროდ, განსაკუთრებულ ხარჯებს არ მოითხოვს ვიტალი დარასელიას რელიეფური პორტრეტის დადგმა. ავტორისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, სად განთავსდება მისი ქმნილება - რომელიმე სტადიონზე, სხვა სპორტულ დაწესებულებასა თუ ქუჩაზე, მთავარია, დიუსელდორფის მატჩის გმირის გამოსახულებამ დღის სინათლე იხილოს. ჩვენი მხრივ ვიტყოდით, რომ დარასელიას გამოსახულება ყველაზე მეტად ეროვნულ სტადიონს მოუხდება.

ვიტალი დარასელიას რელიეფური პორტრეტი ბერძნული მონეტის სტილშია გადაწყვეტილი. ავტორის თქმით, ეს იდეა ლეგენდარული ფეხბურთელის ბერძნულმა პროფილმა შთააგონა. შხვაცაბაიას ნამუშევრის შექმნის იდეა ვიტალის ტრაგიკული დაღუპვიდან ცოტა ხანში გაუჩნდა და ჩანაფიქრი მალევე განახორციელა.

დღეს ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვებიდან 30 წელიწადი შესრულდა და ვიმედოვნებთ, ყველაზე ძვირფასი ქართული გოლის ავტორი კიდევ ერთხელ დაფასდება და მისი სახე ეროვნულ სტადიონს დაამშვენებს - მით უფრო, რომ ეს დაფასება დაინტერესებული ორგანიზაციის ბიუჯეტს, ფაქტობრივად, არ დააწვება.

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა