ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მოგებათა სერია ქართულ-ოსურ დაპირისპირებაში შეწყვიტა - გუშინ, ტოკიოში ჩვენებურმა ნაცუ ბაშოზე პირველად წააგო
ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მოგებათა სერია ქართულ-ოსურ დაპირისპირებაში შეწყვიტა - გუშინ, ტოკიოში ჩვენებურმა ნაცუ ბაშოზე პირველად წააგო.

27 წლის არანმა სტარტზევე მოიპოვა უპირატესობა, მან ჯერ დოჰიოდან აიტაცა ჩვენებური და შემდეგ მიწოლით თიხნარზე დააგდო. დასანანი მარცხის შემდეგ 23 წლის ტოჩინოშინის ბალანსი 4-1-ია. წინ სამი დაუმარცხებელი სუმოისტია, რომელთაც კვალში 7 მიყვება და მათ შორის ქართველი მაეგაშირაა.

დღეს ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა შოტენროს დაეჭიდება. მონღოლმა ბაშო ცუდად დაიწყო და 1-4 ბალანსი აქვს. ქართველის მხარესაა დიდი უპირატესობა ურთიერთშეხვედრებშიც: 4:1.

გუშინ მეორე გამარჯვება იზეიმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ). ელიტის ყველაზე მძიმე რიკიშიმ იორიკირით აჯობა 37 წლის ექს-სეკივაკე ტოჩინონადას. გაგამარუს 2-3 ბალანსი აქვს. დღეს ის ძურიოს პირველ ნომერ ტაკაიასუს ხვდება. 21 წლის ტაკაიასუს ჩვენებური აქამდე არასოდეს გადაჰყრია დოჰიოზე.

ძურიოს დივიზიონში ზედიზედ მეხუთედ წააგო ლევან ცაგურიამ (კოკაი). ამჯერად, მას ტამანოშიმამ აჯობა. "შავ ზღვას" დღეს ბუშუიამასთან ელის დაპირისპირება.

ნაცუ ბაშოს მეხუთე დღეს დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ წამებში გაიყვანა დოჰიოდან მე-3 მაეგაშირა კიტატაიკი. მონღოლის გარდა დაუმარცხებელი მხოლოდ ორი რიკიშია: 26 წლის იაპონელი ტოიოჰიბიკი და 24 წლის ბრაზილიელი კაისეი. ოძეკთაგან ორი ყოჩაღობს, ბარუტოსა და კაიოს 4-4 მოგება აქვთ.

V დღე

მაკუუჩი: ჰაკუჰო-კიტატაიკი (იორიკირი), გოეიდო-კოტოოშუ (ცუკიოტოში), კაიო-ჰომაშო (იორიკირი), ბარუტო-ტოჩიოძანი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (სოტოგაკე), კოტოშოგიკუ-ტაკეკაძე (იორიკირი), კაკურიუ-ტოიონოშიმა (ოშიდაში), არანი-ტოჩინოშინი (იორიტაოში), ტამავაში-ვაკანოსატო (იორიკირი), ტოსაიუტაკა-იოშიკაძე (კატასუკაში), კიოკუტენჰო-შოტენრო (იორიკირი), ტოიოჰიბიკი-ასასეკირიუ (ოშიდაში), ვაკაკოიუ-ტოჩინოვაკა (ჰიკიოტოში), კაისეი-ტოკიტენკუ (იორიტაოში), გაგამარუ-ტოჩინონადა (იორიკირი), მიაბიამა-ტაკამისაკარი (ოშიდაში), დაიდო-კიმურაიამა (ცუკიდაში). ძურიო: ტამანოშიმა-კოკაი (იორიკირი).

5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ტოიოჰიბიკი (მაეგაშირა 12), კაისეი (მ 16).

4-1: ბარუტო (ოძეკი), კაიო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), გოეიდო (მ 1), ტოჩინოშინი (მ 6), ტოსაიუტაკა (მ 9), ასასეკირიუ (მ 9)... 2-3: გაგამარუ (მ 14)

VI დღე

მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-ამინიშიკი, კაიო-ოკინოუმი, ბარუტო-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-კიტატაიკი, კოტოოშუ-ტაკეკაძე, კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა, კაკურიუ-გოეიდო, ტოჩიოძანი-არანი, ჰომაშო-ვაკანოსატო, ტოჩინოშინი-შოტენრო, გაგამარუ-ტაკაისუ; ძურიო: კოკაი-ბუშუიამა.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს