საქართველოს ნაკრებში სიახლებიცაა ორი დებიუტანტის სახით - მულაძე და იმერლიშვილი პირველად ჭიდაობენ ამ რანგის შეჯიბრებაში
დღეს სოფიაში სამბისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: დიმიტრი მულაძე (52), უშანგი კუზანაშვილი (57), დავით სვიმონიშვილი (62), ბექა იმერლიშვილი (68), კახა მამულაშვილი (74), ნიკოლოზ კუცია (82), მინდია ბოდაველი (90), მირიან პავლიაშვილი (100), ვახტანგ ზოიძე (+100).

როგორც ვხედავთ, გუნდის თავკაცი ოლეგ იაძე ძირითადად ძველ კადრებს დაეყრდნო, მაგრამ ნაკრებში სიახლებიცაა ორი დებიუტანტის სახით - მულაძე და იმერლიშვილი პირველად ჭიდაობენ ამ რანგის შეჯიბრებაში. ორივე ახალგაზრდაა და ჯერ გამოცდილება აკლიათ, თუმცა ამ მხრივ უფრო მაინც ხაშურელ მულაძეს გამოვარჩევთ, რომელიც შარშან გამოჩნდა ეროვნულ გუნდში. იქნებ, ის წლეულსაც ვერ დამკვიდრებულიყო აქ, რომ არა უშანგი კუზანაშვილის ზედა წონაში გადანაცვლება - მსოფლიოს ჩემპიონს სულ უფრო უჭირდა ასაკსა და მის თანამდევ ზედმეტ წონასთან გამკლავება. კუზანაშვილმა შარშან მინსკში 52 კილოგრამში ევროპის პირველობა კი მოიგო, მაგრამ უზბეკეთში, მსოფლიოზე აშკარად გამოჩნდა, რომ მისი იქ დარჩენა გამორიცხული იყო. ეს არც მწვრთნელებს დაუძალებიათ, რადგან იმედად მულაძე ეგულებოდათ და საკადრო ცვლილება თამამად გაატარეს. იმედია, ამით ორივე ფალავანი მოგებული დარჩება.

იმერლიშვილმა ყველაზე ბოლოს გაინაღდა ნაკრებში ადგილი, თუმცა არა იმიტომ, რომ შესარჩევ ეტაპზე სუსტად იჭიდავა და მწვრთნელები არ ენდობოდნენ. პირიქით, სამი უძლიერესი შეჯიბრება მოიგო - არმავირში (ქართველთაგან იქ აქამდე არავის გაუმარჯვია), მინსკსა და ყაზახეთში, რითაც მწვრთნელთა დიდი სიმპათიებიც დაიმსახურა, მაგრამ მის სანაკრებო კარიერას მსოფლიოს შარშანდელ ვიცე-ჩემპიონ ლევან ნახუცრიშვილის აჩრდილი სდევდა. სამწუხაროდ, ნახუცრიშვილმა იმავე მსოფლიოზე ხელიც იტკინა და მაშინდელი ფინალიც ძირითადად ამიტომ წააგო, თუმცა ყველაზე ცუდია, რომ ტრავმა აქამდე ვერ მოირჩინა. ამის მიუხედავად, იაძე შანსს მაინც აძლევდა და ბოლო წუთამდე ელოდებოდა მის გამოჯანმრთელებას - ნახუცრიშვილი ამ წონაში ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრებიდან გამოირჩეოდა, როგორც ლიდერი და კარგი მოჭიდავე. ამიტომ არც მწვრთნელმა ჩამოწერა და მოსკოვშიც წაიყვანა შულცის სახელობის ტურნირში საჭიდაოდ, მაგრამ დამარცხდა. იაზე ამასაც იმ ტრავმით ხსნის და საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, ევროპაზე იმერლიშვილი წაეყვანა, ნახუცრიშვილი კი თავის შანსს მსოფლიოსთვის დაელოდება. იმედია, მანამდე ტრავმასაც მოირჩენს.

ამ დუეტის გარდა, გუნდის უკლებლივ ყველა წევრი ტიტულოვანი და გამოცდილია. მათში ყველაზე ახალგაზრდა და, შესაბამისად, ნაკლებად წარმატებულიც მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი ზოიძეა, რომელსაც დანარჩენები ბევრად აღემატებიან ტიტულებით. აქვე შეგახსენებთ ჩვენებურთა შარშანდელ ევროპულ მონაგარს - კუზანაშვილმა და უბერებელმა ნესტორ ხერგიანმა (62) გაიმარჯვეს, ნახუცრიშვილმა, მამულაშვილმა და დავით კარბელაშვილმა (90) ვერცხლი მოიპოვეს, მესამე საპრიზო ადგილზე კი ძიუდოში როტერდამისა და ბაქოს "დიდი პრიზების" მომგები ამირან პაპინაშვილი (57) გავიდა. სხვათა შორის, ხერგიანი წლეულსაც განიხილება ნაკრების კანდიდატად და მსოფლიოზე მოხვედრის შანსსაც ინარჩუნებს. მეტიც, იაძემ ერთხელ ისიც განაცხადა, რომ მსოფლიოზე წასვლა ხერგიანს გარანტირებული აქვს იმის მიუხედავად, როგორ გამოვა სოფიაში სვიმონიშვილი. მან ისიც დასძინა, რომ ამაზე თავად სპორტსმენები შეთანხმდნენ, მწვრთნელები კი არ შეწინააღმდეგებიან, რადგან ორივე დასაყრდენი სპორტსმენია. საინტერესოა - ფალავნებმა შარშანაც ასე მოილაპარაკეს ერთმანეთში, ოღონდ მაშინ საპირისპირო შეთანხმება დადეს. შედეგად, ევროპაზე ხერგიანი წავიდა და მოიგო კიდეც, მაგრამ მსოფლიოსთვის სვიმონიშვილს გზიდან ჩამოეცალა და ურიგოდ არც ის გამოსულა - ვერცხლი მოიპოვა. ამის მიუხედავად, სპორტსმენთა შორის ასეთ გარიგებას მაინც ვერ მივესალმებით - ვფიქრობთ, აჯობებს, ნაკრები კონკურენციით დაკომპლექტდეს. სხვა თუ არაფერი, შეიძლება, მათ დავაში სხვაც ჩაერიოს და არც იმას გამოვრიცხავთ, ნაკრებში ადგილი სწორედ იმან მოიპოვოს, ახლა კი მესამე თავიდანვე მოკვეთილი გამოდის.

დღეს სოფიაში ვაჟთა შორის შეჯიბრებაში 52, 62, 74, 90 და +100 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები ხვალ იასპარეზებენ, ჩემპიონატი კი 15 მაისს საბრძოლო სამბოში შეჯიბრებით დასრულდება.

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში