დღეს, 20 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღე გაიმართება, თუმცა დოჰიოზე ტოჩინოშინის ბრძოლას ვერ ვიხილავთ.

მისი დღევანდელი მეტოქე ოძეკი ტაკაკეიშო ტრავმირებულია. ამიტომ ორთაბრძოლაში მონაწილეობას ვერ მოახერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან გორგაძეს მე-8 გამარჯვება ჩაეწერება და ახლა მისი ბალანსი 8:1-ზეა.

ტაკეკიშო სწორედ ის რიკიშია, რომელთანაც ქართველმა ფალავანმა გასულ ბაშოზე ბოლო ბრძოლა წააგო და ოძეკის ტიტული დაკარგა.

აღნიშნული ტიტულის დასაბრუნებლად, ტოჩინოშინს დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან 2-ის მოგება სჭირდება. გარდა ამისა, ლევანი გათამაშების სათავეშიცაა და იოკოძუნა კაკურიუსა და მაეგაშირა ასანოიამას მსგავსი ბალანსი აქვს. თუ აღნიშნული რიკიშები დღეს გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, გორგაძე ერთპიროვნული ლიდერი გახდება.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 5:3-ზე ბალანსი აქვს.

ტოჩინოშინი და მიტაკეუმი ერთმანეთს სულ 10-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 7-ჯერ გამარჯვება ქართველს დარჩა.

ჯურიო დივიზიონში საკუთარი ორთაბრძოლა მოიგო გაგამარუმ. მისი მეტოქე აზუმარიუ იყო. გაგამ მეტოქე დოჰიოდან იორიკირით გადაიყვანა.

დავითი
ზუსტად ეგრეა. ჩოჩიშვილს გაგიჟებული ყავდა იაპონელები, ისეთი ფალავნები დაამარცხა მათი. თან იმ დროს, როცა იაპონია დომინირებდა ძიუდოში.
ნიკ
იაპონიაში ტურნირზე იჭიდავა შოთა ჩოჩიშვილმა და მისი ჭიდაობით ისე იყვნენ აღფრთოვანებული იაპონელები,რომ ყველას მისი სახელი ეკერა,ამიტომაც გახდა სახელი"შოთა" პოპულარული და იაპონიაში ამ სახელს უამრავი ადამიანი ატარებს.
სერგო
90-იან წლებში იაპონიის კარატეს თავჯდომარეს მოუგო ორთაბრძოლა და თანაც ერთ მომენტში ისე მოიქცა რომ მას თავმოყვარეობა არ შეულახა. ამის მერე იაპონლებმა განსაკუთრებით დააფასენ ჩვენი დიდი შოთა.
123
შოთა იაპონური სახელიცაა, მანამდეც არქმევდნენ
nugo
კაკურიუსთან იქნება გადამწყვეტი ჯახი და ჩემპიონობაზე ფიქრიც შეიძლება უკვე.
შოთას
კი ნამდვილად ეგრეა. ვიკიპედიაზე რომ შეხვიდე და ცნობილი იაპონელები ნახო ვისაც შოთა ქვია, 1985 წლიანზე უფროსს ვერ იპობნი, რადგან მანამდე არავის არქმევდნენ. ისე შოთა, ძიუდოს ლეგენდის სუმიო ენდოს ვინმე ხომ არ არის?
ლაშა
ეგრეა შოთა ჩოჩიშვილის საპატივცემულოდ არქმევდნენ. დღეს უკვე ძალიან გავრცელდა და ბევრს ჰქვია შოთა იაპონიაში.
შოთა
ენდო შოთასთან რომ წააგო, იმას მგონი შოთა ჩოჩიშვილის დამსახურებით ჰქვია შოთა :) სადღაც წავიკითხე, ჩოჩიშვილი რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიუდოში 72-ში, მერე დაიწყეს ბიჭებისთვის იაპონელებმა შოთას დარქმევაო. არ დამიგუგლავს რამდენად ეგრეა
ქ. გ.
ძალიან ბევრია ტრავმირებული. კიდევ დაისვენებს. მაგრამ სხვებიც დაისვენებენ.
Alex
ეს რა კარგი რამე დაწერე ბაჩო, როგორ გაგვახარე! გუშინდელ ბრძოლაში ნატკენ მუხლზე რომ დაეცა ტოჩი, ყველა ვნერვიულობდით... ახლა ჩვენი ჯილა დაისვენებს და ხვალ აქტიურად შეუტევს მიტაკეუმის!!!
გულშემატკივარი
ძალიან კარგი, ლევანმა დაისვენა, სხვებს ერთით მეტი ბრძოლის ჩატარება მოუწევთ.
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]