"ატლანტამ" ნახევარფინალური სერიის მე-6 მატჩი "ჩიკაგოსთან" შინ 73:93 წააგო

"ატლანტა ჰოუქსისთვის", შესაბამისად ზაზა ფაჩულიასთვის სეზონი დასრულდა. ქართველი ცენტრის გუნდმა NBA -ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მე-6 მატჩი შინ 73:93 წააგო "ჩიკაგოსთან", შედეგად, 2:4 ჩამორჩა და სერიაც დამთავრდა. რეგულარული ჩემპიონატის მომგებ "ჩიკაგოს" ატლანტელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა რეალურად ძლიერ მეტოქესთან საბოლოოდ ვერას გახდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა NBA-ს სეზონი მიმდინარე ჩემპიონატის პირადი რეკორდით დაასრულა. 2010-11 წლების სეზონში აქამდე გამართულ 90 შეხვედრაში ფაჩულიამ ყველაზე მეტი - 12 მოხსნა 27 თებერვალს "პორტლენდთან" მოგებულ შეხვედრაში მოაგროვა. დღეს გამთენიისას ჩატარებულ მატჩში კი ზაზას 13 მოხსნა ჰქონდა, რაც მისთვის უდაოდ ჩინებული შედეგია. სამწუხარო ისაა, რომ ქართველ ცენტრს თანაგუნდელებმა ფარქვეშ მხარი ვერ აუბეს: ზაზას შემდეგ ატლანტელთაგან ყველაზე მეტი - 5 მოხსნა ჯოშ სმიტს ჰქონდა. საბოლოოდ, ფაჩულია ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მომხსნელი გახდა.

რაც შეეხება შეტევას, ქართველი ცენტრი შედარებით მოკრძალებული იყო. ფაჩულიამ 22,41 წუთის განმავლობაში თამაშიდან ორჯერ უშედეგოდ შეუტია, საჯარიმოს ხაზიდან კი 2-დან 1 სროლა გამოიყენა. ზაზას ასევე თითო ჩაჭრა და პასი ჰქონდა.

„ატლანტამ“ პირველი მეოთხედი 10 ქულით წააგო. ამდენივეთი აგებდა დიდ შესვენებაზე, ხოლო გადამწყვეტი პერიოდის წინ უკვე 17 ქულით ჩამორჩებოდა. საბოლოოდ, მასპინძლებმა ვერ მოახერხეს ჩიკაგოელების გატეხვა და სერიაში დამარცხდნენ, თუმც სეზონი ღირსეულად დაასრულეს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა