მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2020 წლის მსოფლიო თასზე მოსახვედრად იბრძვის. ჩვენს ნაკრებში, ადგილობრივი ფეხბურთელების გარდა, ბრაზილიელი ლეგიონერებიც თამაშობენ. ერთ-ერთი მათგანი თალეს და მატა გახლავთ, რომელიც საემიროების ფუტსალის ლიგაში თამაშობს.

თალესმა ერთ-ერთი მატჩის შემდეგ Gulfnews-სთან ინტერვიუში საქართველოზეც ისაუბრა:

"მე მგონია, უფრო მეტად ქართველი ვარ, ვიდრე ბრაზილიელი.

შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე იმ მხარდაჭერით, რაც ფანებისგან ვიგრძენით. მთელი დარბაზი სავსე იყო ხოლმე და იქ მოსული ყველა ადამიანი ოვაციებს არ იშურებდა, როცა ჩვენს ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ჩვენ ისეთ გუნდებს ვაჯობეთ, როგორებიც გერმანია, ისრაელი და დანიაა. მე ისეთი განწყობა მაქვს, რომ ნამდვილად შეგვიძლია 2020 წლის მსოფლიო თასზე გასვლა" - ამბობს ბრაზილიელი ფეხბურთელი.

ბრაზილიაში 8-წლიანი თამაშის შემდეგ თალესმა ევროპაში გადაწყვიტა ასპარეზობა. 2015 წელს ყაზახეთში ჩავიდა "ტულპარ კლუბში" სათამაშოდ. ამის შემდეგ რუსეთსა და სერბეთში თამაშობდა.

"ჩემი საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა. ბრაზილიის ნაკრებში რომ მეთამაშა, ამისთვის სამშობლოში თამაშის დროს უნდა მიმეღწია. ახლა 31 წლის ვარ და ამ ასაკში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა გამოჩნდა და დიდი სიხარულით დავთანხმდი. არანაირად არ ვნანობ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.

ეროვნულ ნაკრებში თამაში სრულიად განსხვავებული გრძნობაა. ეს უდიდესი გამოცდილებაა და ის გაიძულებს, ჩადო ყველაფერი შენი ქვეყნის წარმატებისათვის. ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე, რომ ეს ჩემი მშობლიური ნაკრები არაა და საქართველოს ეროვნულ გუნდში მიმიწვიეს. მაგრამ თავს ძალიან ქართველად ვგრძნობ, რადგან საქართველოში დამიფასეს ის, რასაც ფუტსალის გუნდისათვის ვაკეთებ.

თუ ყველაფერს სწორად შევასრულებთ, საქართველოს აუცილებლად იხილავთ თავისთვის სადებიუტო 2020 წლის ფუტსალის მსოფლიო თასზე. ჩვენ ამაზე ვლოცულობთ და სწორედ ამის გვეიმედება" - განაცხადა თალეს და მატამ.

თბილისში გამართული ჯგუფური ეტაპის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეინ-რაუნდის პირველ ჯგუფში ესპანეთის, პოლონეთისა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპს პოლონეთი უმასპინძლებს და მატჩები მიმდინარე წლის 22-27 ოქტომბერს გაიმართება. იმედია, თალესი და სხვა ბრაზილიელები ჩვენი გუნდის წარმატებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ და ჩვენი ქვეყანაც ღირსეულად დაუფასებს მათ გაწეულ შრომას.

robi
zogierti qarveli tamashebs yidis da es ucxo kaci tavs iklavs sxva qveyvistvis...vloculobto gasasvlelado...sheroziac loculobs gasvlaze albat...ogond tavis karshi golze da imaze rom,ikneb vinmem karshi burti daurtyas. ra tkma unda jonic mzadaa xelebis micaze sartymelad.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია