ყოველ უქმეებზე, საღამოს შვიდიდან თერთმეტ საათამდე, FM 103.9-ზე სპორტის გულშემატკივრებისთვის გადაცემა გავა
რას ვაკეთებთ შაბათ-კვირას? მოდი, შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ სპორტზე - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი... ძალიან მაგარია! და თან, ეს ყველაფერი ხარისხიანი მუსიკის თანხლებით - კიდევ უფრო მაგარია!

ჰოდა, სწორედ ამ მიზნით, რადიო "პალიტრა" და "ევროპა ბეთი" სპორტისა და გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულებს სპეციალურ გადაცემას სთავაზობს, რომელიც FM 103.9-ზე შაბათ-კვირას, 19:00-დან 23 საათამდე გადის. გადაცემას "გამარჯვების ფასი" ჰქვია და მას აჩიკო ბენაშვილი და გაგა გობრონიძე უძღვებიან.

გადაცემა სპორტულ-მუსიკალურ-შემეცნებითიაო - ასე ახასიათებენ "გამარჯვების ფასს" ავტორები. მართლაც, გადაცემა მრავალმხრივი და საინტერესოა და გარდა იმისა, რომ მისგან მსმენელი მიმდინარე მნიშვნელოვანი მატჩების "ცოცხალ" ანგარიშებს, სტატისტიკას, პროგნოზებსა და ანალიზს შეიტყობს, სატელეფონი ჩართვებით თავადაც მიიღებს სჯა-ბაასში მონაწილეობას.

თანაც, განსაკუთრებულ სპორტულ მოვლენებთან დაკავშირებით, წამყვანები გადაცემაში კომპეტენტურ სტუმარსაც მოიწვევენ, რომელიც თემის განხილვას კიდევ უფრო მეტ ლაზათს შემატებს. და არ დაგვავიწყდეს, ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან მაგარი მუსიკის ფონზე...

ერთი სიტყვით, კარგი ამბავია გულშემატკივრებისთვის და გვერწმუნეთ, ყოველ უქმეებზე, საღამოს შვიდიდან თერთმეტ საათამდე, FM 103.9-ზე მომართული რადიომიმღებიდან მიღებული მუხტი მთელი კვირის განმავლობაში, მომდევნო შაბათ-კვირამდე გაგყვებათ.

www.palitratv.ge

uqimerion
აჩიკო და გაგა გილოცავთ! გაიხარეთ! ჩვენ რომ გაგვახარებთ ამაში დარწმუნებული ვარ )) ირაკლი ჟღენტი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა