აჭარის მთავრობა მერიას სთხოვს, კლუბ „დინამო ბათუმის“ ასპროცენტიანი წილი საკუთრებაში გადასცეს, მთავრობა კლუბის გასხვისებას გეგმავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიას წერილობით უკვე მიმართა. კლუბს, პირდაპირი წესით, შპს „ლამინი ჯგუფს“ 49-წლიანი მართვის უფლებით გადასცემენ. სანაცვლოდ მმართველს ყოველწლიურად 100 000 ლარის გადახდა მოუწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ.

შპს „დინამო ბათუმის“ საკუთრებაშია 72 626 კვ.მ [7,2 ჰექტარი] ტერიტორია, რომელზეც ანგისის ბაზაა განთავსებული.

მერიაში ამ თემაზე უკვე იმსჯელეს და თანხმობისთვის ბათუმის საკრებულოს მიმართეს, საკრებულომ კი ეს საკითხი მომავალი სხდომის დღის წესრიგში ჩასვა. სხდომა 24 მაისსაა ჩანიშნული.

„ლამინი ჯგუფი“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი ქეთინო ბერიძეა, ხოლო კომპანიის დირექტორი – არჩილ ბერიძე, რომელსაც აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, ის მთავრობასთან თანასაკუთრებაში ფლობს შპს „ახალ ტექნოლოგიას“. მას აქვს ასევე სამშენებლო ბიზნესი.

ბათუმის „დინამოს“ გასხვისების პირობის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში, სავალდებულოა კლუბის მართვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება. ეს კონცეფცია ახალმა მმართველმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეათანხმოს.

წინასწარი პირობით, განვითარების კონცეფცია უნდა მოიცავდეს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, სადაც განთავსებული იქნება საცხოვრებელი არანაკლებ ორმოც ბავშვზე; მათთვის გათვალისწინებული უნდა იყოს თეორიული მეცადინეობისთვის საჭირო ფართობი და ტექნიკური აღჭურვილობა. მწვრთნელებისთვის საჭირო საცხოვრებელი და სამუშაო ფართობები, კვებისა და სამედიცინო მომსახურების ბლოკი, სარეაბილიტაციო ცენტრი, საკონფერენციო და სავარჯიშო დარბაზები.

წილის ახალმა მმართველმა ქონების გადაცემიდან ექვს თვეში უნდა შეძლოს მიწის ნაკვეთის გენერალური გეგმის შემუშავება [გრგ], შვიდი თვის ვადაში კი უნდა მოამზადოს პროექტის ვიზუალური ესკიზი და შესათანხმებლად წარუდგინოს მესაკუთრეს. გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის შემდეგ მზად უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო დოკუმენტი მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ამის შემდეგ კი წილის მმართველმა უნდა დაიწყოს მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით, რომელიც სამ წელში უნდა დაასრულოს.

სარგებლობის პერიოდის განმავლობაში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საფეხბურთო კლუბში ყოველწლიურად არანაკლებ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელება, შეინარჩუნოს საბავშვო აკადემია, უზრუნველყოს მისი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას ან ფიფას სტანდარტებით ფუნქციონირება.

წინასწარ გაწერილი პირობების მიხედვით, კლუბი ბათუმის „დინამო“ ვალდებული იქნება, ყოველწლიურად გაიაროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის დადგენილი ლიცენზირება და მონაწილეობა მიიღოს ჩემპიონატებში.

წილის მმართველმა პროექტისთვის არანაკლებ 9 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და შესაბამისი ანგარიშები ყოველწლიურად წარუდგინოს ქონების მესაკუთრეს. ამ ყველაფრის დასაზღვევად კი მთავრობა 200 000-ლარიან საბანკო გარანტიას ითხოვს 38 თვის ვადით.

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ვებგვერდზე „ლამინი გრუპი” ოფიციალურ პარტნიორად არის დასახელებული.

ბათუმის „დინამოს“ გაყიდვის საკითხი 2012 წელსაც განიხილებოდა.

ცაგო კახაბერიძე - 20.05. 2019

batumelebi.netgazeti.ge

armen
toje mne liverpol
Geo_Dinamo
ხანგძლივობის ვადა 49 წელი და წლიური დაფინანსების თანხა 100 000 ლარი სულ რაღაც 4-5 წლის შემდეგ ძალიან დაბალი და არაფრის მთქმელი იქნება, თუ ლარის ვარდნას შევხედავთ. მე ბათუმის დინამოს წარმატება გამიხარდება, როგორც ყველა ქართული კლუბის, მარა ეს კონტრაქტი კაბალური აღმოჩნდება სულ მალე. ჩვენ ბათუმის დინამო და სხვა კლუბებიც მხოლოდ 2-3 წლიანი არ გვინდა. წარმატება ბათუმის დინამოს.
NIGHT
არ მომწონს ეგ იდეა საერთოდ უკეთესი პარტნიორია მოსაძებნი სასურველია უცხოელი
samtredia
მართლა გულით გვინდა რომ ევრო ტურნირებზე ღირსეულად წარდგეს ბათუმი მითუმეტეს სტადიონი მზად იქნება მაგ დროისთვის და იმედია ამ აღებულ სიჩქარეს არ შეანელებს ყველაფერი კარგად გათვალეთ როგორც იქნა გულშემატკივარი მობრუნდა ბათუმში და ზურგს ნუ შეაქცევინებთ და ჩვენც ვინც ბათუმელები არ ვართ ევრო ტურნირებზე გვინდა რომ უბალეშიკოდ აბა თქვენ იცით საქმე არ გააფუჭოდ.
Vasili
იმედია მანდაც ქუთაისი ტორპედოს ამბავი არ განმეორდება, ანდა თბ.დინამოსავით შოპინგცენტრად როა გადაქცეული, ორი დღის გამოჩეკილ ფეხბურთელებს რო ყიდის , კაპიკებში... / იმედია ევრო ტურნირებზე დაიმკვიდრებს ადგილს და გაგვახარებს მთელ საქართველოს...!
სოსო
ჯერ შეიმუშაონ ეს კონცეფცია და თუ მოგეწონებათ,შემდეგ გადაეცით.ამასთან ერთად ლარს ისეთი ინფლაცია აქვს,რომ ორ წელიწადში ეს 100000 ლარი,სასაცილო თანხა იქნება.არ ვიცი,ღმერთმა ქნას ვცდებოდე,მაგრამ ნდობა ძალიან მაქვს დაკარგული და ყველგან კორუფცია მელანდება.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია