ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. სპორტსმენი ბათუმის მერიაში მიიწვიეს. მას ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე შეხვდა. შეკრებილებმა ჩემპიონის მიღწევებზე ისაუბრეს.

ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ძალოსანთა ნაკრების კაპიტან ირაკლი თურმანიძის მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება.

"ძალიან მიხარია, რომ ჩემს მიღწევებს აფასებენ. ბათუმის მერიამ ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭა. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო არის. რაც შეეხება ირაკლი თურმანიძეს, იგი ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული სპორტსმენია. ვიმედოვნებ, რომ ირაკლი თურმანიძესაც მიანიჭებენ მსგავს სტატუსს", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

"მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მას ეს ტიტული ქალაქ ბათუმის მერიის ბრძანებით მიენიჭა. ამ ჯილდოს შესაბამისი კომისია აწესებს და მე მოხარული ვარ, რომ ლაშა ტალახაძეს გადაეცა", - აღნიშნა თენგიზ პეტრიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიიწვიეს ბათუმის მერიაში აღნიშნულ ღონისძიებაზე ძალოსანი ირაკლი თურმანიძე, ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ ასე უპასუხა:

"ირაკლი თურმანიძე საამაყო თანაქალაქელი და ღირსეული სპორტსმენია. ქალაქ ბათუმის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა სპორტსმენის ღირსეულად დაფასება მოხდეს. მართლა ვეთაყვანები ირაკლის თავისი სპორტსმენობითა და ადამიანობით", - განაცხადა თენგიზ პეტრიძემ.

კახა
ალბათ ფაცი-ფუცში გამორჩად!
nnnnn
უდიდესი შეცდომა, შეცდომაც კი არ ქვია ამას. ირაკლის რათქმაუნდა ჩვენს გულებში აქვს საპატიო ბათუმელის წოდება და არა მარტო ბათუმელის ისევე როგორც ლაშას. მაგრამ ესეთი იდიოტობა არ უნდა დამართნოდა მერიას.
გ
თურმანიძე რომ არ ყოფილიყო, არც ლაშა ტალახაძე არ გვეყოლებოდა, ეს ლაშაა უმაგრესი კაცი, იმიტომაც მოზომილად თქვა სათქმელი, მაგრამ ესენი რამ გამოაჩლუნგა ასე, მითუმეტეს იმ კუთხის შვილია და საამაყო ადამინია, ეს შეცდომა კი არაა, სიბრიყვეა?!
სოსო
ლაშამ, ძალიან დელიკატურად აგრძნობინა საყვედური მასპინძელს.ირაკლი აუცილებლად უნდა მიეწვიათ ამ დაჯილდოებაზე.მასპინძლებმა შეცდომა დაუშვეს და დარწმუნებული ვარ,ირაკლის გული ეტკინებოდა.
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლაშა ტალახაძემ ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა! [VIDEO]
ქართველი ძალოსნების სხეულში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]
ახალი წონები, ახალი რეკორდები - დღეს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა [VIDEO]
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..