მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ყოფილ ფეხბურთელებს: ნიკა დაუშვილს, ვახტანგ ჯაყელსა და ლაშა ჩაფიძეს, ასევე, საფეხბურთო კლუბ "ჭიათურას" ფეხბურთელს, ირაკლი ხუჭუას პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება დარჩენილ ბრალდებულებს, მოსამართლემ მათ პატიმრობის უზრუნველყოფით გირაო შეუფარდა. უფრო კონკრეტულად, ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი გეთიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ 10-10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით.

გირაოს შეტანის ვადად 20 დღე განისაზღვრა. შვიდივე ბრალდებული საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. ჰანდიკაპით - ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე
ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე
4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"