დღეს, 24 მაისის დილით, გაიმართა NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-5 შეხვედრა. "მილუოკიმ" საკუთარ პარკეტზე უმასპინძლა "ტორონტოს" და 6-ქულიანი სხვაობით დამარცხდა - 99:105.

შეხვედრა მასპინძლებმა კარგად დაიწყეს, სასტარტო წუთებში 14-ქულიანი სხვაობითაც დაწინაურდნენ და პირველ მეოთხედში კანადელებზე 10 ქულით მეტი ჩააგდეს - 32:22. ამის შემდეგ "ტორონტომ" სიტუაცია გამოასწორა. კავაი ლეონარდმა გააკეთა ის, რასაც მისგან ელოდნენ - ულიდერა გუნდს და მოაგებინა კიდეც.

ბოლო მეოთხედის დაწყების წინ "მილუოკი" 3 ქულით იგებდა, ანგარიში 75:72 იყო. დასაწყისში ფრედ ვანვლითმა სამქულიანი ჩააგდო. ამის შემდეგ კარგა ხანს კანადელების შემადგენლობიდან კავაი იღებდა ქულებს. შეხვედრის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე "ტორონტო" წინ 4 ქულით გავიდა - 85:81 და კავაის აღნიშნულ მეოთხედში 10 ქულა ჰქონდა. დარჩენილ დროში ისევ "ტორონტომ" ითამაშა უკეთ და შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა.

"ტორონტოს" რიგებში საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ. კავაიმ 35 ქულა მოუტანა გუნდს, 7-ჯერ მოხსნა ბურთი და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა პასკალ სიაკამმა, მას 14 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა. კაილი ლოურიმ 17 ქულასთან ერთად 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 7 მოხსნაც მიამატა. ხოლო ფრენ ვანვლითმა 21 ქულა ჩააგდო და კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა NBA-ს პლეი-ოფის სტადიაზე.

მასპინძელთა შორის ქველაზე მეტი ქულა ბერძენმა ჯიანის ანტეტოკუმპომ მოიპოვა. 24 ქულასთან ერთად მას 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა. ჯიანისის შემდეგ საუკეთესო მექულე "მილუოკის" კალათბურთელებს შორის ერიკ ბლედსოუ იყო, მან 20 ქულა მიითვალა. ორმაგი დუბლი ჰქონდა მალკომ ბროგდონს - 18 ქულა და 11 მოხსნა. შეხვედრა ასევე ორმაგი დუბლით დაასრულა კრის მიდლტონმა - 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა. ბრუკ ლოპესმა 16 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს და 8-ჯერ მოხსნა ბურთი.

24 მაისი, მილუოკი, "ფაისერვ ფორუმი", 04:30

"მილუოკი ბაქსი"- "ტორონტო რეპტორზი"- 99:105 (32:22, 17:24, 26:26, 24:33)

სერიაში "ტორონტო" დაწინაურდა - 3:2.

შემდეგი მატჩი კანადაში გაიმართება 26 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე.

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
"რეალის" ფანების სიყვარულს კარგავს" - პედრეროლმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"მთელი ოფისი ავურიე, კომპიუტერები და ლეპტოპები დავამტვრიე" - არტეტამ "არსენალში" მუშაობის პირველი დღე გაიხსენა
[VIDEO] ქულებით მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა - მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი და "ლეიკერსის" გამარჯვება "საკრამენტოსთან"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
"ინდიანა პეისერსი" მილოუკში განადგურდა, ბითაძეს დრო მოუმატეს, თუმცა...
NBA. აღმოსავლეთში სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი: სერიაში "მილოუკი" დაწინაურდა [VIDEO]
ჯორჯ ფორმანმა ''ჰიუსტონის'' თილისმა ნოკაუტში ჩააგდო [VIDEO]
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
NBA. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი: კავაიმ ანტეტოკუმპოს აჯობა, "მილოუკიმ" "ტორონტოს" [VIDEO]
NBA. სუპერფინალი: "ტორონტო" შეუჩერებელია [VIDEO]
მხიარული ეპიზოდი NBA-ში: "მილუოკის" კალათბურთელს ბურთის გათამაშება დაავიწყდა და... [VIDEO]