ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლიპიმ მედია გააფრთხილა...

ლიპიმ მედია გააფრთხილა...

იტალია საგონებელშია, მათი ნაკრები უკვე ორი თამაშია გამარჯვებას ვერ ახერხებს და რაც მთავარია, არც თუ მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს. დიახ, აქ უფრო თამაშის ხარისხზეა საუბარი, რადგან ჯგუფიდან გასვლისთვის “სკუადრა აძურას” შეიძლება ფრეც კი ეყოს. მაგალითად, თუ პარაგვაიმ ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხა, იტალიას ქულაც კი ეყოფა იმისთვის, რომ მერვედფინალის საგზური მოიპოვოს. მართალია, ზელანდიამ მებრძოლ გუნდად წარმოაჩინა თავი, მაგრამ საყოველთაო ვარაუდით, პარაგვაიმ სამი ქულა უნდა აიღოს და ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავოს...

იტალია საგონებელშია, მათი ნაკრები უკვე ორი თამაშია გამარჯვებას ვერ ახერხებს და რაც მთავარია, არც თუ მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს. დიახ, აქ უფრო თამაშის ხარისხზეა საუბარი, რადგან ჯგუფიდან გასვლისთვის “სკუადრა აძურას” შეიძლება ფრეც კი ეყოს. მაგალითად, თუ პარაგვაიმ ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხა, იტალიას ქულაც კი ეყოფა იმისთვის, რომ მერვედფინალის საგზური მოიპოვოს. მართალია, ზელანდიამ მებრძოლ გუნდად წარმოაჩინა თავი, მაგრამ საყოველთაო ვარაუდით, პარაგვაიმ სამი ქულა უნდა აიღოს და ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავოს. აი ასეთ შემთხვევაში კი ლიპის შეუძლია ქულაზე ათამაშოს შეგირდები და ჯგუფიდან სამი ფრით გავიდეს. გახსოვთ, ბოლოს როდის მოხდა ასეთი რამ? – 1982 წლის მსოფლიუოს ჩემპიონატზე და მაშინ იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რადგან ესპანეთში გამართული მუნდიალი გავიხსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მაშინ იტალიელებმა არგენტინას და ბრაზილიას გამოუყვანეს წირვა, ზედ პოლონეთი მიაყოლეს და ბოლოს, ფინალში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებიც დამაჯერებლად დაამარცხეს. ასე რომ, სამი საყაიმო შედეგით ჯგუფიდან გასვლა იტალიას კარგად აქვს დაცდილი. სწორედ ამ თემით დაიწყო მარჩელო ლიპიმ აპენინელ ჟურნალისტებთან საუბარი:

“ვიცი, რომ იტალიაში ბევრი გაიხსენებს 1982 წლის მუნდიალს და ეს არც მიკვირს. ჯერჯერობით ორი ქულა გვაქვს და არის შანსი, მერვედფინალში სამი ფრის შემთხვევაში გავაღწიოთ. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და ჩვენ სლოვაკეთის დამარცხებას ვგეგმავთ. ყველაფერი ჩვენს ხელშია და სამი ქულა აუცილებლად უნდა ავიღოთ. ასე რომ, არ ღირს პარალელების გავლება, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, ჯგუფიდან ხუთი ქულით გავალთ”.

ლიპის ასეთი კითხვა დაუსვეს: “დარწმუნებული ხართ, რომ ყველა საუკეთესო ფეხბურთელი წამოიყვანეთ მუნდიალზე?” – აქვე, მაესტროს პასუხი: “ყველანი აქ არიან, თქვენ მაგაზე ნუ ინერვიულებთ. მესმის კითხვის ქვეტექსტი და ალბათ უკვე გამზადებულიც გაქვთ კრიტიკული შინაარსის სტატია გაზეთისთვის, მაგრამ გირჩევთ რომ ფრთხილად იყოთ, რადგან შემდეგ ბოდიშის მოხდა არ მოგიწიოთ. ამ გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ შორს წავიდეს და ახალზელანდიაათან პაექრობამ ეს ნათლად დამანახა. არც ერთი წუთით არ მინანია, რომ აფრიკაში სწორედ ეს 23 ფეხბურთელი წამოვიყვანე”.

აი, ასე უხეშად უპასუხა ლიპიმ ჟურნალისტებს და ეს არავის გაკვირვებია. მარჩელო ცნობილია მედიისადმი არც თუ რბილი დამოკიდებულებით და მისგან “წიხლს” თითქოს უკვე შეეჩვივნენ კიდეც. აი, რას ამბობს ლიპი სლოვაკეთთან შეხვედრასა და სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაზე: “ძირითად შემადგენლობას შეხვედრის დღეს დავასახელებ, იქამდე კი რაიმეს თქმა გამიძნელდება. მთლიანობაში, გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და შესაბამისად, ძალიან დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ არის კომპონენტები, რომელთა გამოსწორება აუცილებელია. მეტწილად ეს რეალიზაციის დაბალ მაჩვენებელზე და ზოგადად, შეტევაზე ითქმის. დაცვამ დაუშვა ორი შეცდომა და ეს შეცდომები გოლებად დაგვიჯდა, მაგრამ მთლიანობაში, უკანახაზელების თამაში მაინც დამაკმაყოფილებელია. ბუფონი? – ჯერ კიდევ ტრავმირებულია და ჩემი ინფორმაციით, სლოვაკეთთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. გაცილებით ოპტიმისტური ცნობები მაქვს პირლოსთან დაკავშირებით, რომელიც დღე დღეზე სრული დატვირთვით შეუდგება ვარჯიშს”.

როგორც ხედავთ, ლიპი ოპტიმიზმს არ კარგავს და მეტიც, დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი შორს წავა. ისე, “აძურასგან” მართლაც ყველაფერია მოსალოდნელი.

ლაშა წიკლაური

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა