თბილისის "დინამოს" 1981 წლის 13 მაისის ლეგენდარული გამარჯვების შემდეგ, აგერ, უკვე 30 წელი გავიდა, თუმცა, ემოცია შეუცვლელია
საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ფეხბურთით გამოწვეულ სიხარულს, სხვა ნებისმიერი სიხარულის დაჩრდილვა შეუძლია.

თბილისის "დინამოს" 1981 წლის 13 მაისის ლეგენდარული გამარჯვების შემდეგ, აგერ, უკვე 30 წელი გავიდა, თუმცა, ემოცია შეუცვლელია... კადრების ცქერისას, ისე განვიცდით ჩვენს კარში ჰოპეს მიერ გატანილ გოლს, თითქოს, არ ვიცოდეთ, რომ გავა სულ რამდენიმე წუთი და ჯერ ვოვა გუცაევი გაათანაბრებს; 87-ე წუთზე კი, ვიტალი დარასელია ისეთს გააკეთებს, რომ ქართველ გულშემატკივარს ამ წუთს სამუდამოდ აღუბეჭდავს გონებაში.

წელს, თბილისის "დინამო" ამ საიუბილეო თარიღს განსაკუთრებულად აღნიშნავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც, თავის მხრივ, განსხვავებული სიურპრიზი მოუმზადა ლეგენდარული "დინამოს" ვეტერანებს - საიუბილეო ვერცხლის მონეტები, რომლებზეც იმდროინდელი "დინამოს" უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, სამწვრთნელო შტაბი და მომსახურე პერსონალია გამოსახული.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩაიწერა სპეციალური გადაცემა, რომელიც დღეს საღამოს 21:00 საათზე, ტელეკომპანია "მზის" ეთერში გავა. სფფ-ის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ, სწორედ, ამ გადაცემის მსვლელობისას დააჯილდოვეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელები.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1981 წლის 13 მაისის ფინალამდე განვლილი გზა და ფინალური მატჩის პერიპეტიები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ულოცავს "დინამო" თბილისს ამ საიუბილეო თარიღს და კიდევ არაერთ დასამახსოვრებელ გამარჯვებას უსურვებს.

gff.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა