პროფესიონალმა ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურგულიანმა გუშინ ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გამართულ საჩემპიონო ბრძოლაში WBF Super Welterweight კატეგორიაში მსოფლიოსჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველის მეტოქე ბერძნული წარმოშობის ეგვიპტელი, 27 წლის ანდრეას ვალავანისი იყო. ბრძოლამ ეგვიპტეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ეგვიპტური კრივის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საუკეთესო ეგვიპტელ მოკრივეს ჰქონდა შანსი მსოფლიო ჩემპიონის ქამრისთვის ებრძოლა. თუმცა გურგულიანი სრულად კონცენტრირებული გავიდა რინგზე და თავისი გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაუყენებია. 12 რაუნდიან დაპირისპირებაში მან რამოდენიმეჯერ დაანოკდაუნა მეტოქე, მაგრამ ვალავანისმა ბოლომდე გაუძლო. საბოლოოდ კი ქართველმა ქულებით მოიპოვა გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონის საპატიო ქამარიც მოირგო.

"ძალიან ბედნიერი ვარ. შრომა და მონდომება დამიფასდა და შევძელი მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოპოვება. საკმაოდ ძლიერი მეტოქე მყავდა და ბრძოლაც მის მშობლიურ ქალაქში იყო, თუმცა ყურადღება არაფრისთვის მიმიქცევია, მხოლოდ ბრძოლაზე და ჩემპიონობაზე ვფიქრობდი. მიხარია რომ 26 მაისის ზეიმს დაემთხვა ჩემი წარმატება და ამ გამარჯვებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს ხალხს და ქართული კრივის ქომაგებს ვუძღვნი!" - აცხადებს ჩემპიონი.

ლაშა გურგულიანი საქართველოში ხვალ, 26 მაისს ბრუნდება. დილის 9:30 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოს ჩემპიონს საქართველოს პროფესიული კრივის ფედერაციის ხელმძღვანელები, ქომაგები და მედიის წარმომადგენლები დახვდებიან.

ფოტოები და ჩემპიონის კომენტარი მოგვაწოდა ლევან ქერდიყოშვილმა.

არტაგი
გილოცავ ლაშა!!! სულ გამარჯვებულს გევლოს ცხოვრებაში!!!....
Tamarela
ლაშა ჩემპიონი ხარ! ეს არამხოლოდ შენი არამედ მთელი საქართველოს სიამაყეა და გამარჯვება გილოცავ ამ ბრწყინვალე წარმატებას.
გიზოგ
გილოცავთ! გაიხარე ლაშა, ქართვეთა გახარებისთვის.
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა