რომში ყველაზე დიდი მოულოდნელობა როჯერ ფედერერის წაგება იყო, რომელმაც მეოთხედფინალის საგზური რიშარ გასკეს სამ სეტში დაუთმო
რომის მასტერსის მერვედფინალურ ეტაპზე ურთიერთობის გარკვევა შუაღამემდე გაიწელა და შესაბამისად, მაყურებელი არაერთი საინტერესო მატჩის მოწმე გახდა.

რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მოულოდნელობა როჯერ ფედერერის წაგება იყო. ლეგენდარულმა შვეიცარიელმა სამ სეტში დაუთმო მეოთხედფინალის საგზური რიშარ გასკეს, რომელთანაც აქამდე არ უჭირდა თამაში - ამ ჩოგბურთელთა წინა რვა შეხვედრა შვეიცარიელის გამარჯვებით დასრულდა.

ეს წაგება მხოლოდ მეორე იყო ამ სეზონში ფედერერისთვის იმ ჩოგბურთელებისგან, რომლებიც რეიტინგის პირველი სამეულის მიღმა იმყოფებიან (მანამდე როჯერი მეცხრე ჩოგანმა იურგენ მელცერმა დაამარცხა). აღსანიშნავია, რომ რიშარ გასკე ამ სეზონში მხოლოდ მესამედ გავიდა მეოთხედფინალში და იქ მისი მეტოქე ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება, რომელმაც ასევე სამ სეტში მოუგო ფინელ იარკო ნიემინენს. ეს მატჩი ორ საათსა და 42 წუთს გაგრძელდა.

რობინ სიოდერლინგი ნიკოლას ალმაგროს წინააღმდეგ თამაშობდა და მეტოქის ცხრა ეისის მიუხედავად, შეძლო გამარჯვების მოპოვება. მესამე პარტიაში 4:4-ზე ესპანელს ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელსაც შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ შვედმა ჯერ ეს საფრთხე მოიგერია, მომდევნო გეიმში კი ბრეიკის აღებით პრაქტიკულად გაარკვია გამარჯვებულის საკითხი.

მეოთხედფინალში სიოდერლინგი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, რომელმაც ძალიან დამაჯერებლად მოუგო სტანისლას ვავრინკას. შვეიცარიელს ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. თავად სერბი კარგად აწვდიდა და საერთო ჯამში "თავისი" ბურთების 69 პროცენტი მოიგო. ეს ჯოკოვიჩის ზედიზედ 36-ე მოგებაა მიმდინარე სეზონში.

ამერიკელ მარდი ფიშს უმძიმესი მატჩი ჰქონდა მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ. ამ შეხვედრაში მეტოქეებმა მხოლოდ თითო ბრეიკ-პოინტი მიიღეს, შანსი კი მხოლოდ ხორვატმა გამოიყენა, რისი წყალობითაც მეორე სეტი მოიგო, პირველში კი ჩილიჩმა ტაი-ბრეიკზე იმარჯვა. საერთოდ, მარინს უადვილდება ფიშის წინააღმდეგ თამაში - ხორვატმა ამერიკელი ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე ჩილიჩს რაფაელ ნადალი ელის. წინა დღისგან განსხვავებით, ესპანელს ამჯერად პრობლემა არ ჰქონია თანამემამულე ფელისიანო ლოპესის წინააღმდეგ.

დიდი ხანია ასეთი კარგი თამაში არ გვინახავს ენდი მიურეის მხრიდან. ბრიტანელმა სულ რაღაც 67 წუთში დაამარცხა პოტიტო სტარაჩე და რომში პირველად მოიპოვა მეოთხედფინალში თამაშის უფლება. ნახევარფინალში გასასვლელად ბრიტანელს გერმანელი ფლორიან მაიერის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.

ATP

Internazionali BNL d’Italia

რომი (იტალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 227 500 ევრო

1/8 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:4, 6:2; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 6:4, 6:1; რიშარ გასკე (საფ)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3) 4:6, 7:6(2), 7:6(4); ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 6:2, 6:3; რობინ სიოდერლინგი (შვედ)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 6:3, 3:6, 6:4; ტომაშ ბედიხი (ჩეხ)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:2, 6:7(4), 6:2; მარინ ჩილიჩი (ხორ)-მარდი ფიში (აშშ) (აშშ, 11) 7:6(6), 6:3; ფლორიან მაიერი (გერ)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ) 7:5, 6:4.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა