რომის მასტერსის ქალთა ტურნირში დღემ სენსაციების გარეშე ჩაიარა - ყველა ფავორიტი ბრძოლას აგრძელებს
ქალთა ტურნირში დღემ უსენსაციოდ ჩაიარა - ყველა ფავორიტი ბრძოლას აგრძელებს.

როლან გაროსის ჩემპიონმა ფრანჩესკა სკიავონემ სამ სეტში მოუგო სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვას და ამისთვის საათი და 39 წუთი დაეხარჯა. იტალიელი მეოთხედფინალში სამანტა სტოსურს შეხვდება, რომელმაც შინ გაამგზავრა სლოვენიელი ამომავალი ვარსკვლავი პოლონა ჰერცოგი. ორივეს სამ-სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ამასთან, ავსტრალიელმა ორჯერ აიღო ბრეიკი, მეტოქეს კი ერთხელაც არ დაანება საკუთარი გეიმი.

ასე რომ, მეოთხედფინალში შედგება შარშანდელი როლან გაროსის ფინალის გამეორება, რაც, წესით, საინტერესო ბრძოლას გვპირდება.

ამ დღეს ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება ჩინელმა ნა ლიმ მოიპოვა, რომელმაც ოთხიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და მეოთხედფინალის საგზურის მოპოვებას 64 წუთი მოანდომა. შემდეგ წრეში აზიელი გამოცდილ უნგრელს გრეტა არნს შეხვდება. ამ უკანასკნელს სამსაათიანი ბრძოლის გადატანა მოუწია რუსი ელენა ვესნინას წინააღმდეგ და წესით, მისი ასაკის გათვალისწინებით, ძალიან უნდა გაუჭირდეს ნა ლისთან ბრძოლა.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ხარისხიანი და დამაჯერებელი თამაში აჩვენა იანინა ვიკმაიერის წინააღმდეგ და ეს ჩოგბურთელი კარიერაში მესამედ დაამარცხა. დანიელს შემდეგ ეტაპზე ელენა იანკოვიჩი ელოდება, ვისაც 2 საათი და 45 წუთი დასჭირდა ანაბელ მედინა გარიგესის წინააღმდეგობის დასაძლევად. აღსანიშნავია, რომ მეტოქეებს ჯამში 30-ზე (!) მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ.

მოულოდნელად ძალიან კარგად ითამაშა მოწოდებაზე მარია შარაპოვამ, რის ხარჯზეც მან ისრაელელი შაარ პეერი დაამარცხა. რუსმა ფანტასტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა - მის მოწოდებაზე სულ 30 ბურთი გათამაშდა და მარიამ აქედან მხოლოდ ოთხი წააგო. რაც მთავარია, შარაპოვას არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, რაც კიდევ ერთი სასწაული გახლავთ.

მარიას მზადყოფნას მეოთხედფინალში ბელარუსი ვიქტორია აზარენკა შეამოწმებს. ვიკას, თავის მხრივ, სამი სეტი დასჭირდა მეორე რუსის - ანასტასია პავლიუჩენკოვას დასამარცხებლად. წესით, ეს ყველაზე საინტერესო მეოთხედფინალი უნდა იყოს, თუნდაც მონაწილეთა ვიზუალური მხარიდან გამომდინარე.

WTA

Internazionali BNL d’Italia

რომი (იტალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 050 000 დოლარი

1/8 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 6:1, 7:6(4); ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 2)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ) 3:6, 6:2, 7:5; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 16) 6:4, 4:6, 6:2; ნა ლი (ჩინ, 4)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:2, 6:1; ელენა იანკოვიჩი (სერ, 5)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:4, 2:6, 6:2; სამანტა სტოსური (ავსტრა, 6)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:3, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 7)-შაარ პეერი (ისრ, 10) 6:2, 6:2; გრეტა არნი (უნგ)-ელენა ვესნინა (რუს) 3:6, 7:6(3), 7:6(3).

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა