გასულ შაბათ-კვირას 7-კაცა რაგბის სამმა ქართულმა გუნდმა საერთაშორისო ტურნირებში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული 7-კაცა ევროპის გრან პრის პირველი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც თავის მხრივ, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპის შესარჩევი ტურნირია. მოსკოვში გამგზავრებამდე თვეზე ნაკლები რჩება და ზაზა ლეჟავამ საფრანგეთში, ქალაქ ტურში, რამდენიმე კანდიდატი ნახა საქმეში.

ტურში არ გვყავდა ლეგიონერები, რომლებიც ნაკრებს ჯერ არ შეერთებიან და ჩვენმა გუნდმა საფრანგეთში "განვითარებადი საქართველო" 7-ის სახელით ითამაშა, ორჯერ დაამარცხა იტალიის 7-კაცა ნაკრები, თუმცა სხვა შეხვედრებში ვერ აჯობა ფრანგულ გუნდებს და ტურნირი მეექვსე ადგილზე დაასრულა.

ზაზა ლეჟავას შეგირდებმა ჯგუფური ეტაპი კარგად დაიწყეს და იტალიას 29:5 სძლიეს. მეორე შეხვედრაში საფრანგეთის უნივერსიტეტის მეორე გუნდს ორი ლელო გავუტანეთ, თავადაც ორი მივიღეთ, მაგრამ გარდასახვებში მასპინძლებმა იყოჩაღეს და თამაში 14:10 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი საბოლოოდ ფინალში გავიდა და იქ გერმანიასთან 12:17 დამარცხდა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში განვითარებადმა საქართველომ განვითარებად საფრანგეთსაც ორი ლელო გაუტანა, თუმცა თავად სამი გაუშვა - 10:19. მეორე დღეს, მეოთხედფინალში, საფრანგეთის უნივერსიტეტის პირველ გუნდთან დაძაბული ბრძოლა გაიმართა და მცირედი სხვაობით გამარჯვება კვლავ მასპინძლებს დარჩათ - 17:14.

განვითარებადმა საქართველომ ბრძოლა მე-5 ადგილისთვის გააგრძელა და ნახევარფინალში იტალიის 7-კაცას ამ ტურნირზე მეორედ სძლია, ამჯერად 22:14. დასკვნით შეხვედრაში, განვითარებად საფრანგეთთან, პირველი ტაიმის გაწითლებულ დროზე 95-მეტრიანი კონტრშეტევით პირველი ლელო მივიღეთ. ზაზა ლეჟავას შეგირდები მეტოქეს ორჯერ მიუახლოვდნენ, თუმცა დაწინაურება ვერ შეძლეს და საბოლოოდ ფრანგებთან მეოთხე ცდაზეც ვერაფერს გახდნენ - 12:28.

18-წლამდელების მე-7 ადგილი

18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრები ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართება. მანამდე გუნდს ოთხი მოსამზადებელი, სასელექციო ტურნირი აქვს და მათგან პირველი გასულ შაბათ-კვირას სანქტ-პეტერბურგში ჩაატარა.

საერთაშორისო ტურნირს 7-კაცას ევროპის ჩემპიონთა თასი ეწოდება და მასში კაცთა გუნდები მონაწილეობენ, თუმცა ლევან ობოლაძემ ის 18-წლამდელთა ნაკრების სელექციისთვის გამოიყენა და ახალგაზრდული ნაკრები "ჯორჯიან ბოის" (Georgian Boys) სახელით ათამაშა.

ქართველი ახალგაზრდები პირველ მატჩში საფრანგეთის კაცთა მეორე ნაკრებს შეხვდნენ, რომელიც სხვადასხვა ტურნირში "ფროგის" სახელით გამოდის, მეტოქეს ტოლი არ დაუდეს და ბოლო წუთამდე იგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს ლელო მიიღეს და ფრანგებმა 14:10 იმარჯვეს.

მეორე შეხვედრაში "Georgian Boys" მასპინძელთა, სანქტ-პეტერბურგის კაცთა გუნდს შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში მრავლად იყვნენ ლეგიონერები ავსტრალიიდან, კენიიდან და მხოლოდ სამი ადგილობრივი მორაგბე ირიცხებოდა. თამაში იმდენად დაძაბული გამოდგა, შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმა ჯარიმა კარში დაარტყეს, რაც 7-კაცაში იშვიათი მოვლენაა და 18:10 იმარჯვეს.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ჩვენმა 18-წლამდელებმა მოლდოვური "სტიაუა" 33:0 დაამარცხეს, საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვდნენ და თასის მეოთხედფინალში გავიდნენ.

იქ მეტოქედ კვლავ სანქტ-პეტერბურგის "ნარვსკაია ზასტავა" გვერგო და ორი ლელო ამჯერადაც გავიტანეთ, თუმცა გამარჯვება ისევ მასპინძლებს დარჩათ - 29:12. მე-5 ადგილის ნახევარფინალში 7-კაცაში "ბარბაროსების" ანალოგმა, ინგლისურმა "სამურაიმ" 24:0 იმარჯვა, ტურნირის დასკვნით შეხვედრაში კი ჩვენმა 18-წლამდელთა გუნდმა შვეიცარიული "გრასჰოპერი" 31:7 დაამარცხა და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა.

7-ქალას მოგება და ფრე

საქართველოს 7-ქალა ნაკრები ევროპის "ალაფისთვის" ემზადება, რომელიც ორ ეტაპად ტარდება და პირველი ეტაპი ივნისის დასაწყისში (8-9) ბუდაპეშტში გაიმართება. გუნდი დასკვნით მოსამზადებელ ტურნირზე "ჯორჯიან ლეიდის" (Georgian Ladies) სახელით სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა და ოთხიდან ერთი თამაში მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

პირველ მატჩში ჩვენი გოგონები ესპანურ "ეუსკადის" ეთამაშნენ და მეტოქემ ერთი გარდასახული ლელოთი, 19:12 იმარჯვა. მეორე თამაში ლატვიურ "ლივონიასთან" შედგა და მეტოქემ ამჯერადაც ერთი გარდასახული ლელოთი იმარჯვა - 12:5.

მეორე დღეს ჩვენი 7-ქალას მეტოქე რუსული კლუბი "ნევა-ლიდერი" იყო, რომელმაც პირველ დღეს ესპანელები 24:5 დაამარცხა, ხოლო ლატვიელებთან ფრედ ითამაშა. დაძაბულ შეხვედრაში ქულის აღება ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და შეხვედრა ფრედ, რაგბი 7-ისთვის უჩვეულო ანგარიშით - 0:0 დასრულდა.

ჯაბა მალაღურაძის შეგირდები მესამე ადგილისთვის ესპანურ "ეუსკადის" შეხვდნენ, ორი ლელო გაიტანეს, ერთი გარდასახეს და რევანში აიღეს - 12:10, რითაც ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულეს.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
7-კაცა | სტაბილურად მერვე ადგილი
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
[VIDEO] პირველ ტაიმში ალისონმა ითამაშა, მეორეში მამარდაშვილმა - "ლივერპული" სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს