ესპანეთი. XXXVI ტურის მიმოხილვა
ტური, რომელმაც საბოლოოდ დაასახელა ჩემპიონი, შუა კვირაში გაიმართა. ამიტომაც, დღეს ერთდროულად გთავაზობთ ბოლო ტურის მიმოხილვასა და მომავლის წინათქმას, რა საკვირველია, საგაზეთო ფართის გათვალისწინებით, ერთიც და მეორეც შემჭირდოვებულ ფორმატში უნდა შემოგთავაზოთ.

36-ე ტურმა "ბარსელონა" ზედიზედ მესამედ გააჩემპიონა, "ვილიარეალს" ჩემპიონთა ლიგის საგზური დაუმტკიცა, "ერკულესს" კი სეგუნდადივიზიონში დაბრუნება გამოუწერა.

ნაკრები და ანტინაკრები

ამჯერად, ტრადიციას გადავუხვევთ და გთავაზობთ არა მარტო ტურის სიმბოლურ ნაკრებს, არამედ ტურის ანტინაკრებსაც. ორივე გოლ.კომ-ის ესპანურენოვანი რედაქციის მიერაა შედგენილი.

ტურის სიმბოლური ნაკრები: კაბალიერო (მალაგა) - ნანო (ლევანტე), კოლოტო (დეპორტივო), აბიდალი (ბარსელონა) - ბაპტიშტა (მალაგა), იოზილი (რეალი), კეიტა (ბარსელონა), ვალერონი (დეპორტივო) - ტამუდო (რეალ სოსიედადი), კიკე სოლა (ოსასუნა), რონალდო (რეალი); მწვრთნელი: მარსელინო (რასინგი).

ტურის ანტინაკრები: სესარი (ვალენსია) - მანე (ხეტაფე), დომინგესი (ატლეტიკო), კასტილიო (ბილბაო), პიკე (ბარსელონა) - პარეხო (ხეტაფე), მედელი (ატლეტიკო), ელიასი (ატლეტიკო) - არისმენდი (ხეტაფე), ბილიჩი (სპორტინგი), ფორლანი (ატლეტიკო); მწვრთნელი: კიკე ფლორესი (ატლეტიკო).

ტურის მსხვერპლნი

ნელსონი და კამუნიასი (ოსასუნა): "სევილიასთან" მატჩში ნავარელთა მცველმა კოჭი იტკინა და სეზონის ბოლომდე გამოაკლდა "ოსასუნას". პორტუგალიელი ლაუტარო აკოსტასთან შეჯახებისას დაშავდა. ამავე მატჩში ხავიერ კამუნიასს თვალთან რამდენიმე ნაკერი დაადეს, თუმცა ნახევარმცველი ახლა უკეთაა და "ხეტაფესთან" თამაშს შეძლებს.

პირველი...

მადრიდის "რეალში" დებიუტი ჰქონდა 22 წლის გოლკიპერ ტომას მეხიასს. მან "ხეტაფესთან" მატჩის 84-ე წუთზე ანტონიო ადანი შეცვალა. მეხიასი 12 წლის ასაკიდან "რეალის" აკადემიაში ვარჯიშობდა.

ბეტისი დაბრუნდა

სეგუნდადივიზიონის 38-ე ტურში ლიდერმა "ბეტისმა" 3:1 დაამარცხა "ტენერიფე" და პრიმერადივიზიონს 2-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა. "ვერდიბლანკოსის" შემადგენლობაში გოლები რუბენ კასტრომ, სალვა სევილიამ და ისიდორომ გაიტანეს. ახლა პეპე მელის გუნდი 13 ქულით უსწრებს მესამეადგილოსან "გრანადას", სეგუნდაში კი 4 ტურია დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ "ბეტისი" სევილიის კლუბია. 2009 წელს "ბეტისმა" 42 ქულა მოაგროვა, მაგრამ "ხეტაფესთან" ცუდი ბალანსის გამო დაქვეითდა. შარშან კი სევილიური კლუბი პლეი ოფში "ლევანტესთან" დამარცხდა. "ბეტისი" 1935 წელს ესპანეთის ჩემპიონიც კი იყო...

ტურის სტატისტიკა

10 თამაშში 30 გოლი გავიდა (3 გოლი მატჩში). მასპინძლებმა იძალეს: 6 მატჩი მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს. ტურში მსაჯებმა 45 ყვითელი ბარათი და 1 წითელი აჩვენეს.

ყველაზე მეტი მაყურებელი: 55 000 - სანტიაგო ბერნაბეუ.

ნაკლები მაყურებელი: 7 000 - მედიტერანეო.

დარტყმა: 20 - ესპანიოლი

ზუსტი: 8 - ოსასუნა, რეალი

ჯარიმა: 24 - რასინგი

კუთხური: 10 - ალმერია

თამაშგარე: 5 - მალაგა, რასინგი, რეალი, ალმერია, ერკულესი

ბურთის ფლობის %: 84 - ბარსელონა

TOP-10 "დონ ბალონის" მიხედვით

ფეხბ. გუნდი ქულა (თამ) საშ.

1. მესი ბარსელონა 235 (32) 7,34

2. რონალდო რეალი 230 (32) 7,19

3. როსი ვილიარეალი 234 (33) 7,09

4. ინიესტა ბარსელონა 237 (34) 6,97

5. კასორლა ვილიარეალი 236 (34) 6,94

6. ბ. ვალერო ვილიარეალი 222 (32) 6,94

7. დიეგო ალვეში ალმერია 227 (33) 6,88

8. ჩავი ბარსელონა 201 (30) 6,70

9. არანსუბია დეპორტივო 201 (30) 6,70

10. დანი ალვეში ბარსელონა 201 (30) 6,69

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს