მოჭადრაკე ქალთა ევროპის მე-12 ჩემპიონატზე ქართველმა დიდოსტატმა ბულგარელ მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ანტუანეტა სტეფანოვას სძლია
გუშინ "შერატონ მეტეხი პალასის" საკონფერენციო დარბაზში, სადაც მოჭადრაკე ქალთა ევროპის მე-12 ჩემპიონატი მიმდინარეობს, უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი იმ მაგიდასთან, რომელსაც ბელა ხოტენაშვილი და ბულგარელი მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა უსხდნენ.

ლიდერთა მე-7 ტურის პარტია დაძაბულად წარიმართა. თითქმის ოთხსაათიანი პაექრობის შემდეგ ქართველმა დიდოსტატმა უკეთესი პოზიცია მიიღო, რაც წარმატების საწინდარი უნდა გამხდარიყო. სტუმარმა 43-ე სვლაზე 20 წუთზე მეტ ხანს იფიქრა და თითქოს ამოსუნთქვის საშუალებას მიაგნო, მაგრამ ხოტენაშვილი ზუსტად თამაშობდა და ეტლების ენდშპილში ორი ზედმეტი პაიკი დარჩა, ამის მიუხედავად, გამოცდილ მეტოქესთან მატერიალური უპირატესობის რეალიზებას კარგა ხანს მოუნდა. საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა და გათამაშების ცხრილში მე-6 ქულა ჩაიწერა.

- მომქანცველი შეხვედრა იყო, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, - მითხრა მატჩის შემდეგ ბელა ხოტენაშვილმა, - სტეფანოვასთან უწინ არასდროს მითამაშია. კარგია, რომ მოვიგე და სატურნირო მდგომარეობა განვიმტკიცე.

- ექვს-ექვსი ქულით შენ და ვიქტორია ჩმილიტე ლიდერობთ. ჩემპიონატის დაწყებამდე თუ გეგმავდი ასეთ შედეგს?

- მართალი გითხრათ, მოკრძალებული მიზნით ჩავები შეჯიბრებაში - 14 საუკეთესოში მოხვედრა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მომეპოვებინა. პირველი სამი ტურის შემდეგ ვიგრძენი, რომ მედლებისთვის ბრძოლაც შემიძლია. თბილისური ბატალიებისთვის მონდომებით ვემზადებოდი - ჯერ დიდოსტატ ზურაბ სტურუას ხელმძღვანელობით, შემდეგ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ბაზალეთზე საწვრთნელი შეკრება მოგვიწყო. მე, ლელა ჯავახიშვილს, მაია ლომინეიშვილსა და სალომე მელიას ზურაბ სტურუა და დავით ჯოჯუა გვავარჯიშებდნენ. კარგია, რომ შაბათს ვისვენებთ, ძალებს მოვიკრებ. მედლების ბედს სწორედ დარჩენილი ოთხი ტური გადაწყვეტს...

გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ხოტენაშვილმა ზედიზედ სძლია ეკატერინი ფახირიდუს (საბერძნეთი), კარინა ჰოროვსკას (პოლონეთი) და მარია რომანკოს (რუსეთი), შემდეგ ელინა დანიელიანსა (სომხეთი) და ანასტასია ბოდნარუკს (რუსეთი) დაუზავდა, ბოლო ორ ტურში კი ნაზი პაიკიძე და ანტოანეტა სტეფანოვა დაამარცხა.

გუშინ ასევე წარმატებით ითამაშა ლიტველმა ვიქტორია ჩმილიტემ, რომლის ხუთდღიანი დრეიფი წინა ტურში სტეფანოვამ შეაფერხა. ბალტიისპირელმა დიდოსტატმა მე-7 ტურში იოლად სძლია მარია რომანკოს. ხუთქულიანთაგან ყაიმზე შეთანხმდენ ორგზის ევროპის ჩემპიონები -კატერინა ლახნო (უკრაინა) და პია კრამლინგი (შვედეთი), ლელა ჯავახიშვილმაც რატომღაც უკეთეს პოზიციაში ასევე კონტინენტის ორგზის ოქროსმედალოსან ტატიანა კოსინცევასთან (რუსეთი) დაზავება არჩია.

ჩვენი გაზეთის წინა ნომერში გამოვთქვით ვარაუდი, რომ საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე აშკარად არ არის ჩვეულ სპორტულ ფორმაში. ეს გუშინდელ ტურში კიდევ ერთხელ დადასტურდა - თეთრი ფიგურებით მან ნაზი პაიკიძესთან წააგო.

აქვე გაუწყებთ რამდენიმე საინტერესო შეხვედრის შედეგებს: ელინა დანიელიანი (სომხეთი)-ანა მუზიჩუკი (სლოვენია) 0,5:0,5, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი) 0,5:0,5, კრისტინა-ადელა ფოიშორი (რუმინეთი)-ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) 0:1, იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი)-ქეთევან არახამია-გრანტი (შოტლანდია) 0:1, სალომე მელია-ლაურა როგულე (ლატვია)1:0, ელენა სედინა (იტალია)-ნინო ხურციძე 0:1, ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი)-მირანდა მიქაძე 1:0, ნინო ბაციაშვილი-ზოია სევერიუხინა (რუსეთი) 1:0, სოფიო გურამიშვილი-ტატიანა შადრინა (რუსეთი) 1:0.

შვიდი ტურის შემდეგ: ჩმილიტე-ხოტენაშვილი-6-6, ლახნო, ჯავახიშვილი, კრამლინგი-5,5-5,5 ქულა. ჩვენებურთაგან 5-5 ქულა მოაგროვეს პაიკიძემ, ხურციძემ და მელიამ. ჩემპიონატის მონაწილეები დღე დაისვენებენ, მათთვის კულტურული ღონისძიებები მოეწყობა. ხვალ მე-8 ტურში კი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ხოტენაშვილი (6)-ჩმილიტე (6), კრამლინგი (5,5)-ჯავახიშვილი (5,5), ანა მუზიჩუკი (5)-ლახნო (5,5), ხურციძე (5)-ნადეჟდა კოსინცევა (5), ტატიანა კოსინცევა (5)-მელია (5), სავინა (5)-კოსტენიუკი (5), ჰოანგი (5)-დანიელიანი (5), სტეფანოვა (5)-ბოდნარუკი (5), არახამია-გრანტი (5)-გალოიანი (5), პაიკიძე (5)-ოვოდი (5), რომანკო (5)-ბაციაშვილი (4,5).

kopala
ბელა ყველა ქარტველი სპორტის ქომაგი დღეს შენს გვერდითაა,გვჯერა და გვწამს რომ გავიმარჯვებთ
kopala
ბელა წარმატებას გისურვებთ ხვალინდელ დიდ ბრძოლაში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს