საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XXXIV ტურის წინათქმა
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია: XXII ჩემპიონატი კიდევ დიდხანს გვემახსოვრება როგორც ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური გათამაშება, ბოლო წლებში რაც ჩატარებულა! მართლაც ძნელია, უცებ დავივიწყოთ ის უმსგავსობანი, თურმე ყველას თვალწინ რომ ხდებოდა...

ხუთი დამნაშავე მხილებული და დასჯილია, მაგრამ უკვე მერამდენედ გვინდა გამოვთქვათ ეჭვი იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ მატჩის მანიპულირებაში აშკარად (ხუთზე ათზე, ოცზე) ბევრად მეტი ფეხბურთელი მონაწილეობდა. თუმცა, ეტყობა, სკანდალის ფართო მასშტაბურობა ბევრს არ აწყობდა (მით უფრო, ქართული ფეხბურთის საზეიმო თარიღის წინ) და ამის გამოც იყო, რომ გარიგებები მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს დაუმტკიცდა.

ახლა კი დროა, მოახლოებულ ტურზე ვისაუბროთ, ბოლოს და ბოლოს, დღეს ხომ საქართველოს ახალი ჩემპიონი უნდა გამოვლინდეს! არაერთხელ კი გვითქვამს, რომ ჩვენს ჩემპიონატში პროგნოზის გაკეთება ძნელი და "საფრთხილო" საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში, განსხვავებული სიტუაციაა: უმრავლესობის მსგავსად, ჩვენც არ გვეპარება ეჭვი იმაში, დღეს საღამოს ზესტაფონში საჩემპიონო ზეიმი რომ მოეწყობა!..

ზესტაფონი-სამტრედია

ეს მატჩი დღეს,14 მაისს ყველაზე გვიან, 19 საათზე დაიწყება, თუმცა მასპინძელთათვის სხვა შეხვედრების შედეგებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება - საკმარისია, გია გეგუჩაძის გუნდმა დღეს გაიმარჯვოს და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლება. თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", თბილისის "ვიტ ჯორჯია", ბოლნისის "სიონი", რუსთავის "ოლიმპი"- დღემდე მხოლოდ ეს ხუთი გუნდი გამხდარა საქართველოს ჩემპიონი და ძალიან დიდი ალბათობით ამ საღამოს ტრიუმფატორთა რიცხვი გაიზრდება.

მოკლედ, "ზესტაფონის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს განსაკუთრებული მოტივირება არ სჭირდებათ. თანაც, არ დაგვავიწყდეს, "ზესტაფონს" მეტოქედ ისეთი გუნდი ჰყავს, სასურველთა კატეგორიას რომ მიეკუთვნება. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში დღევანდელი მეტოქეები ერთმანეთს შვიდჯერ შეხვდნენ და შვიდივე მატჩი "ზესტაფონის" გამარჯვებით დამთავრდა (ბურთების სხვაობაც შთამბეჭდავია - 25:6). მოკლედ, სტატისტიკაც მასპინძელთა მხარესაა და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ზესტაფონი" ამ სეზონში "სამტრედიას" კი არა, ყველა სხვა გუნდსაც აღემატება.

ტორპედო-ვიტ ჯორჯია

საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი დღესაც ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრას გვთავაზობს. ერთი შეხედვით, მეტოქეებისთვის შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს: "ტორპედო" და "ვიტ ჯორჯია" მეოთხე ადგილზე გავლენ თუ მეხუთეზე, ამით არაფერი შეიცვლება; თუმცა, ამ ბოლო დროს მართლაც ჩინებულად ათამაშებულ მასპინძლებს დამატებითი მოტივაციაც უნდა ჰქონდეთ "ვეტერინართა" წინააღმდეგ: ამ სეზონში ჩატარებული წინა სამივე დაპირისპირება ხომ "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვებით დამთავრდა! მოკლედ, რევანშის დროც მოვიდა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გია გიგატაძის გუნდი ბოლო დროს თამაშს თამაშზე იგებს, დღევანდელ მატჩშიც ფავორიტის სტატუსი უნდა მივანიჭოთ. გარკვეულ ინტერესს იწვევს რამდენიმე ფეხბურთელის ყოფილ გუნდთან დაპირისპირებაც: მასპინძელთა წამყვან მოთამაშეებს დავით დიღმელაშვილს, გიორგი დათუნაშვილსა და ვახტანგ კვარაცხელიას კარიერის საუკეთესო წლები ხომ "ვიტ ჯორჯიაში" აქვთ გატარებული...

დინამო-სიონი

აი, ვისთვის იქნება ძნელი სრული მოტივაციით თამაში - თბილისის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბიც და ფეხბურთელებიც, ფაქტობრივად, შეგუებული არიან მათთვის სამწუხარო ფაქტს, რომ ზედიზედ მესამე სეზონი ოქროს მედლების გარეშე უნდა დაასრულონ. მართლაც ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება მოვლენების ისეთი განვითარება, დარჩენილ სამ შეხვედრაში "ზესტაფონმა" ექვსქულიანი უპირატესობა რომ გაფლანგოს... თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, "დინამო", უბრალოდ, ვალდებულიც არის, 13 მაისის მეორე დღეს გამართულ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთი უჩვენოს! არც გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას და არც ფეხბურთელებს არ სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ კლუბის საზეიმო დღეებში მათგან მხოლოდ წარმატებულ თამაშს მოითხოვენ. ისე, "დინამოსთვის" ადრე "სიონი" ერთ-ერთ ყველაზე "სასურველ" მეტოქედ მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო ორი სეზონია, ბოლნისელები, სულ მცირე, ერთ შეხვედრას მაინც უგებდნენ ტიტულიან მეტოქეს. სხვათა შორის, "სიონს" ჯერ კიდევ არა აქვს გარანტირებული მშვიდი ფინიში და ამის გამოც არის, რომ ეს მატჩიც საინტერესო უნდა გამოდგეს.

ოლიმპი-კოლხეთი

თითქმის სამკვირიანი პაუზის შემდეგ "ოლიმპი" საშინაო სარბიელს უბრუნდება. ვეჭვობთ, რუსთავული კლუბის ქომაგები კმაყოფილნი იყვნენ საყვარელი გუნდის ბოლოდროინდელი ასპარეზობით. რა თქმა უნდა, ყოველივე ამას ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა, მაგრამ, არ დავმალავთ და ვიტყვით, რომ აწ უკვე ექსჩემპიონისგან ასეთ წარუმატებელ სერიას ბევრი არ ელოდა! სტატისტიკა დავიმოწმოთ: ცხრა მატჩიდან მხოლოდ სამ შეხვედრაში გაიმარჯვა, დანარჩენი ექვსი კი წააგო! თუმცა, ძნელი სათქმელია, როგორი შედეგი ექნებოდა "ოლიმპს", ამ შეხვედრებში მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით რომ ეასპარეზა. არახალია, რომ მეორე ეტაპზე რუსთავული გუნდი, ფაქტობრივად, ყოველ მატჩზე აშკარად შესუსტებული შემადგენლობით გამოდიოდა. აქ, ტრავმიანობა არაფერ შუაშია - ფეხბურთელთა უმრავლესობა მატჩებს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა.

დღეს კი რუსთაველებს სარეკორდო დანაკლისი ექნებათ: უაღრესად მოტივირებული მეტოქის წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო "ოლიმპს" ძირითადი შემადგენლობის ხუთი (!) ფეხბურთელი (ალექსანდრე კვახაძე, ლუკა რაზმაძე, რევაზ გეწაძე, ირაკლი მოდებაძე, გიორგი რეხვიაშვილი) არ ეყოლება! რაც შეეხება "კოლხეთს", ზედმეტია იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს სოსო ფილიას გუნდისათვის სეზონის ბოლოს ჩატარებული თითოეული შეხვედრა...

სპარტაკი-ბაია

"ბაიას" დარჩენილ სამ შეხვედრაში ერთადერთი ქულა სჭირდება, გადათამაშებაში რომ არ მოხვდეს და ვფიქრობთ, ელგუჯა ქომეთიანის გუნდს ამის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს. "სპარტაკის" მდგომარეობა კი ტურიდან ტურამდე მძიმდება: გუნდს უკვე 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად, შესაძლოა, დარჩენილი სამი მატჩის მოგებაც არ ეყოს.

მოკლედ, მასპინძლებს დღეს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, - წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია იმის ალბათობა, რომ "სპარტაკი" უმაღეს ლიგას სწორედ XXXIV ტურის შემდეგ დაემშვიდობოს. თუმცა ჯობს, მოვლენებს არ გავუსწროთ და დასკვნების ნაადრევად გაკეთებისგან თავი შევიკავოთ. მით უმეტეს, რომ ფეხბურთში (განსაკუთრებით საქართველოში) ნურაფერს გამოვრიცხავთ...

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

ზესტაფოინი 33 22 6 5 64 17 72

დინამო 33 19 9 5 51 20 66

ოლიმპი 33 18 6 9 46 29 60

ტორპედო 33 12 12 9 28 21 48

ვიტ ჯორჯია 33 14 5 14 35 35 47

ბაია 33 12 5 16 31 45 41

სიონი 33 9 9 15 25 42 36

კოლხეთი 33 8 9 16 22 46 33

სპარტაკი 33 6 10 17 29 41 28

სამტრედია 33 6 7 20 25 60 25

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4
zestafoini 33 22 6 5 64 17 72 16 13 2 1 38 3 41 17 9 4 4 26 14 31

dinamo 33 19 9 5 51 20 66 16 11 5 0 34 10 38 17 8 4 5 17 10 28

olimpi 33 18 6 9 46 29 60 16 13 2 1 28 6 41 17 5 4 8 18 23 19

torpedo 33 12 12 9 28 21 48 16 8 7 1 14 5 31 17 4 5 8 14 16 17

vit jorjia 33 14 5 14 35 35 47 17 8 3 6 23 18 27 16 6 2 8 12 17 20

baia 33 12 5 16 31 45 41 17 11 3 3 23 13 36 16 1 2 13 8 32 5

sioni 33 9 9 15 25 42 36 17 8 4 5 20 16 28 16 1 5 10 5 26 8

kolxeTi 33 8 9 16 22 46 33 17 7 4 6 16 17 25 16 1 5 10 6 29 8

spartaki 33 6 10 17 29 41 28 16 5 4 7 24 20 19 17 1 6 10 5 21 9

samtredia 33 6 7 20 25 60 25 17 6 5 6 15 13 23 16 0 2 14 10 47 2

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...