ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი, ცნობილი რუსი კომენტატორი მიხაილ მელნიკოვი 13 მაისს გამოეხმაურა
ცნობილი ამბავია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო რუსი საფეხბურთო კომენტატორი მიხაილ მელნიკოვი ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. მან 13 მაისის ზეიმზე თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლო, მაგრამ, სამაგიეროდ, საიუბილეო თარიღს გამოეხმაურა "ჩემპიონატ.რუ"-ზე გამოქვეყნებული თბილი წერილით, რომლის ბოლოშიც შეიტყობთ, როგორ აღნიშნა მან "დინამოს" ტრიუმფის 30 წლისთავი.

1981 წლის 13 მაისს საქართველოს მთავარმა გუნდმა თასების თასი მოიგო. თბილისის დროით უკვე 14 მაისი იყო დამდგარი. თამაში ღამის პირველ საათზე დასრულდა, დაჯილდოების ცერემონიალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა და როგორც კი ტელემაყურებელს კოტე მახარაძე დაემშვიდობა, მთელი თბილისი დაიძრა ლენინის (დღეს პაიჭაძის) სახელობის სტადიონისკენ.

ხალხს იქ მიჰქონდა ღვინო, ხორცი, მწვანილი, ხაჭაპური... სტადიონის დირექტორს სასწრაფოდ მოუხდა სამსახურში გამოცხადება, ჭიშკარი რომ გაეღო. და მთელი ტერიტორია, მინდვრის, ტრიბუნებისა და სარბენი ბილიკების ჩათვლით, დიდ იმპროვიზებულ სუფრად გადაიქცა. "დინამოს" ტრიუმფმა მხოლოდ ის 70 ათასი ადამიანი კი არ გაახარა, რომელიც ამ გუნდის საშინაო თამაშებზე სისტემატურად დადიოდა, ზეიმში გაცილებით მეტი ხალხი მონაწილეობდა.

70-იანი წლების მიწურულისა და 80-იანების დასაწყისის "დინამო" იმ ხალხსაც კი მოსწონდა, ამ კლუბს რომ არ ქომაგობდა, "დინამოს" ისინიც კი გულშემატკივრობდნენ, რომლებიც მანამდე ფეხბურთს საერთოდ არ უყურებდნენ. ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც უთქვამს: "ძველი სპარტაკელი (მოსკოვის დინამოელი, ტორპედოელი) რომ არ ვიყო, აუცილებლად თბილისის "დინამოს" ვუქომაგებდიო". თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს ანტაგონისტები არ ჰყავდათ (ბუნებრივია, გამონაკლისს "არარატის" ქომაგები შეადგენდნენ).

უდიდეს ინტერესს იწვევდა "დინამოს" გასვლითი მატჩები. მეტოქე გუნდების გულშემატკივრების ნაწილი სტადიონზე მხოლოდ იმიტომ მიდიოდა, რომ ყიფიანი, გუცაევი და სხვა დინამოელები ენახა. და როცა ნოდარ ახალკაცის გუნდს ევროთასის მოპოვების შანსი გაუჩნდა, ქართულ ფეხბურთს პლანეტის მეექვსედი ქომაგობდა. და არა მარტო...

აი, ამბავი, რომელსაც დედაჩემი შეესწრო. რეჯო-ნელ-ემილიაში საბჭოთა თეატრალური მხატვრების დელეგაცია გაემგზავრა. ერთი თბილისელი ახალგაზრდა სკულპტორი ქუჩაში ადგილობრივ მოზარდებს წაებურთავა. ქართველმა და იტალიელებმა ერთმანეთს ვერაფერი აუხსნეს და კომუნიკაცია მხოლოდ მას შემდეგ დამყარდა, რაც თბილისელმა სიტყვა "ყიფიანი" წარმოთქვა. იტალიელი ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ყიფიანის ფინტების გამეორებაში. თამაშის შემდეგ კი მათ სტუმარი სასტუმრომდე ხელში აყვანილი მიიყვანეს. ერთი კვირა იგი ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა იყო მხოლოდ იმიტომ, რომ დავით ყიფიანი ცოცხლად რამდენიმეჯერ ენახა.

თბილისის "დინამომ" მილანში "ინტერს" მოუგო, 3:0 გაანადგურა "ლივერპული", რომელიც ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი იყო. თასების თასის მეოთხედფინალში "დინამომ" სტუმრად "ვესტ ჰემს" 4:1 სძლია. საფინალო სასტვენისთანავე მთელი "ეპტონ პარკი", 40 ათასი მაყურებელი ფეხზე წამოდგა და ათი წუთის განმავლობაში აპლოდისმენტით აჯილდოებდა მეტოქეს, სანამ გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ბოლო დინამოელი არ შევიდა.

პირველ ნახევარფინალურ მატჩში "დინამომ" შინ "ფეიენოორდი" 3:0 გაანადგურა, განმეორებით შეხვედრაში კი უპირატესობის შესანარჩუნებლად გმირულად იბრძოლა და 0:2 წააგო. არადა, რამაზ შენგელიას გაჰქონდა და გაჰქონდა, მაგრამ გოლი ერთხელაც არ ჩაუთვლიათ.

შემდეგ კი იყო ფინალი "კარლ ცაისთან" და 0:1 მეორე ტაიმის დასაწისში...

თასების თასის 1980-81 წლების სეზონის მატჩების გარდა, იმდროინდელი "დინამოს" თამაშების ვიდეოჩანაწერები თითქმის არ შემონახულა. ბევრი მომენტი მხოლოდ გულშემატკივართა მეხსიერებას შემორჩა და ისინიც ხშირ-ხშირად იხსენებენ ამაღელვებელ ეპიზოდებს.

"დინამოს" ტრიუმფის შემდეგ 30-მა წელიწადმა განვლო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ცოტა რამ თუ გვინახავს ისეთი, მაშინდელ ამბებს რომ შეედრება. გვახსოვს, როგორ ატარეს ვიტალი დარასელიამ და თამაზ კოსტავამ ბურთი ფლანგზე, 70 მეტრის მანძილზე ძირსდაუშვებლად, როგორ დაფრინავდა კარში მწვანეგეტრებიანი ოთარ გაბელია, როგორ პასებს არიგებდა ყიფიანი, როგორ ახვევდა თავბრუს მეტოქის მცველებს გუცაევი, როგორი გოლი გაუტანა მან 1981 წელს მინსკის "დინამოს"! ასეთი ევრო-88-ის ფინალის წინ ვან ბასტენს არც კი დაესიზმრებოდა. და რომც დასიზმრებოდა, ვერაფრით გაიმეორებდა.

დღეს დიუსელდორფის ტრიუმფატორებიდან სამი ცოცხალი აღარა არის. დღეს თბილისის "დინამო" საქართველოს სუსტ ჩემპიონატშიც კი საუკეთესო გუნდი აღარაა. ძველი "დინამოსგან", ევროპის ერთ-ერთი თვითმყოფადი კლუბისგან სახელწოდებაღაა დარჩენილი. ჩემი მეგობარი და კოლეგა ალექსეი ანდრონოვი ზეიმზე თბილისში ჩავიდა. მე კი სტუმრებს ჩემს მოსკოვურ ბინაში დავპატიჟებ, ერთად დავლევთ გუცაევისა და დარასელიას გოლების სადღეგრძელოს.

Картули пехбурти гаумарджос! ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს!

dato
უბრალოდ მადლობა, რომ გვეთქვა ამ მართლაც და კარგი კაცისთვის და ჩვენ დაგვენებებინა თავი არააა??????
shoda
კარგი წერილია! ასე ტბილად გულთან რუსის გარდა არავინ მიიტანს შენს სიხარულსა და შენს გასაჭირს! გარყვნილმა ამერიკელებმა მეგობრობა და სიყვარული არ იციან! მათ სიყვარული მარტო სექსი ჰგონიათ! თუ გვინდა გარყვნილების მორევში არ ჩავეფლოთ, ამერიკელებისგან უნდა შორს დავიჭიროთ თავი!
აჩიკო
ზვიად მართალია რუსები არც მე მეხატება გულზე მაგრამ ეს ადამიანი ცამდე მართალია და ალალია,ყველა კაი რუსს ოსს და ფხაზს გაუმარჯოს ძმაო,ყველა რუსი პუტინი და მედვედევი კი კი არაა.ვენაცვალე ყველა სიმართლის მთქმელს
rajo
ძაან მაგარი კაცია. მთელი ცხოვრება დინამოს გულშემატკივრობს. არადა მოსკოველია.
zviad guruli
აი, ხო ჯიგარია, არა? მაინც არ მევასებიან რა... დაგვანებონ, რა, თავი! :)
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა