უახლოეს ტურნირზე, IHF ერთა ჩემპიონატზე, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს 8-16 ივნისს, საქართველოს ხელბურთის ნაკრებს უხელმძღვანელებს სერბი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი.

მაქსიმოვიჩი 40 წლისაა. ხელბურთელის კარიერის დიდი ნაწილი ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" გაატარა, მწვრთნელობა კი ასაკობრივი გუნდებიდან დაიწყო - მუშაობდა სერბეთის 18 და 20-წლამდელთა, ასევე ისრაელის 16-წლამდელთა ნაკრებებში. 2009 წელს დააფუძნა ახალი კლუბი "ნოვი ბელგრადი", რომელმაც წარმატებით გაიარა გზა სერბეთის პირველ ლიგამდე. 2014 წლიდან მაქსიმოვიჩი თელ-ავივის "მაკაბიში" მუშაობს - ჯერ ცნობილი სპეციალისტის, დრაგან ჯუკიჩის ასისტენტად და ახალგაზრდული გუნდის ხელმძღვანელად, შემდეგ კი კაცთა გუნდის მთავარ მწვრთნელად. ბოლო 4 სეზონში კლუბმა ერთხელ მოიპოვა ისრაელის ჩემპიონობა და კიდევ ორჯერ ითამაშა ფინალში.

მაქსიმოვიჩი თბილისში 2 ივნისს ჩამოვა, 3 ივნისიდან კი საქართველოს ნაკრებთან საწვრთნელ პროცესს დაიწყებს. ის უკვე გაეცნო როგორც მომავალი მეტოქეების, ასევე საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშებს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან: ბულგარეთი, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია. მეორე ჯგუფში არიან: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი. ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, დანარჩენები მე-5-8 და მე-9-12 ადგილებისთვის ითამაშებენ. გამარჯვებულის ვინაობის გარდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა საკითხიც: ტურნირის მონაწილე 6 ევროპული გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის, პლეი-ოფის საგზურს.

გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ნიკოლა მაქსიმოვიჩთან, რომელიც გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა.

- ბატონო მაქსიმოვიჩ, როგორი იქნება თქვენი მიზანი მომავალ ტურნირზე?

- როგორც მასპინძელი გუნდისთვის, საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიდი პატივია საკუთარი მაყურებლის წინაშე და ვფიქრობ, მათი მხარდაჭერა დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში - მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შესარჩევ რაუნდში გასვლას, რაც ქართული ხელბურთის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- თქვენი აზრით, როგორი შანსები გვექნება?

- კარგი შანსები გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფი უფრო ძლიერია, ვიდრე მეორე, მაგრამ ამას სწორედაც ჩვენს უპირატესობად განვიხილავ, რადგანაც ყველა თამაშს საუკეთესო მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი მატჩი ნიგერიის წინააღმდეგ. ვიცი, რომ ყველა მოთამაშე ძალიან მოტივირებულია ამ ტურნირისთვის და ყველა თამაშში მაქსიმუმს გაიღებს!

- როგორი იქნება ტურნირისთვის მოსამზადებელი პერიოდი?

- დრო ცოტაა, მაგრამ, ჯერ ერთი, მე საფუძვლიანი ინფორმაცია შევაგროვე მოწინააღმდეგე გუნდებზე და საქართველოს ნაკრების ხელბურთელების მატჩებსაც კარგად გავეცანი. შესაბამისად, ჩვენი გუნდი კარგად იქნება ინფორმირებული მეტოქეებზე და თავიდანვე მკაფიოდ ჩამოვუყალიბებ ჩემს მოთხოვნებს და სათამაშო იდეებს, რათა ხუთდღიანმა მოსამზადებელმა პროცესმა რაც შეიძლება ნაყოფიერად ჩაიაროს.

- თქვენი აზრით, რომელ გუნდს ექნება ტურნირის მოგების მეტი შანსი?

- ჩემი აზრით, ასეთი რამდენიმე გუნდი იქნება: ნიგერია, კუბა, აშშ, საქართველო, ჩინეთი და ბულგარეთი... გამარჯვებული ამათ შორის უნდა იყოს.

ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი / ევრო 2022 შესარჩევი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

A ჯგუფი: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი

B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია

ჯგუფური ეტაპი: 8, 9, 10, 12, 13 ივნისი.

8 ივნისი: საქართველო - ნიგერია, 9 ივნისი: საქართველო - მალტა,

10 ივნისი: საქართველო - ირლანდია, 12 ივნისი: საქართველო - აშშ,

13 ივნისი: საქართველო - ბულგარეთი

2-2 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას 1-4, 5-8 და 9-12 ადგილებისთვის

ნახევარფინალი: 15 ივნისი, ფინალი: 16 ივნისი

საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, პლეი-ოფის საგზურს. პლეი-ოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში.

ქართველი ლეგიონერების მონაგარი | კბილაშვილმა 6 გოლი გაიტანა, კალანდაძემ და ცხოვრებაძემ – 4-4
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი
"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ცხოვრებაძის 9 გოლი - საქართველოს ნაკრები ევროპირველობის სადებიუტო მატჩში ნიდერლანდებთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] ზედიზედ მეორედ - საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს!
ცინცაძის გმირობანი - საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
გვჭირდება შედეგი და ტრიბუნების მხარდაჭერა! - 8 ივნისს ქართველი ხელბურთელები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატზე იასპარეზებენ
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა გასვლაზეც დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა
საქართველოს ნაკრებმა ბოსნიას დაძაბულ მატჩში სძლია [VIDEO]
ჯანო ანანიძე მარბელაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს