გუშინ, 13 მაისს ნაცუ ბაშოზე "ქართული დღე" იყო, წლეულს პირველად, სამივე ჩვენებურმა: ლევან გორგაძემ, თეიმურაზ ჟუღელმა და ლევან ცაგურიამ გაიმარჯვა
23 წლის ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) ელიტაში ასეთი კარგი სტარტი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა, მაშინ ის ვიცე-ჩემპიონი გახდა და კომუსუბის ტიტული მოიპოვა. ახლა ჩვენებურს, რომელსაც, მისმა თანაკლუბელმა ტოჩინოვაკამ ელიტის ყველაზე ახალგაზრდა წევრის სტატუსი დააკარგვინა, შესანიშნავი შანსი აქვს, სულ მცირე, გაიმეოროს ორი წლის წინანდელი მიღწევა. გუშინ ნაცუ ბაშოზე "ქართული დღე" იყო, წლეულს პირველად, სამივე ჩვენებურმა მოიგო.

ტოჩინოშინი მე-8 მაეგაშირა შოტენროს შეხვდა, მან მარჯვენა ხელით დაიჭირა მეტოქის მავაში და ისე განახორციელა გდება (არადა, ლევანი ცაციაა). 5-1 - ასეთია დღეისათვის ტოჩინოშინის ბალანსი. ლევანის მორიგი მეტოქე 29 წლის მონღოლი ასასეკირიუა, ყოფილი სეკივაკე. ჩვენებურისთვის ასასეკირიუ მეტად უხერხული მეტოქეა, 7-ორთაბრძოლიდან 5 მოუგო, თანაც ბოლო სამი იაპონელის სასარგებლოდ დასრულდა.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ძურიოს დივიზიონის სუმოისტ ტაკაიასუს აჯობა ღონით. 200-კილოგრამიანმა ქართველმა ბალანსი გამოისწორა - 3-3. გაგამარუს დღევანდელი მეტოქე 22 წლის ტოჩინოვაკაა, ელიტის დებიუტანტი. ისინი ერთმანეთს ამ სამი წლის წინათ, მაკუშიტას დივიზიონში შეხვდნენ. მაშინ გაგამარუმ ოშიდაშით იმარჯვა.

როგორც იქნა, პირველად მოიგო ლევან ცაგურიამ (კოკაი). მან ბუშუიამა დაამარცხა და ახლა მაინც საგანგაშო, 1-5 ბალანსი აქვს. კოკაიმ თითქმის რვაწლიანი პაუზის შემდეგ იმარჯვა ძურიოს დივიზიონში. დღეს "შავი ზღვა" შირონორიუს შეერკინება.

ნაცუ ბაშოს ორი ლიდერი ჰყავს, 6-6 გამარჯვება დიდ მონღოლ ჰაკუჰოსა და ბრაზილიელ კაისეის აქვთ. 27 წლის ჰაკუჰომ "მატადორ" ამინიშიკის აჯობა. როცა ამინიშიკი ჩემპიონებს ებრძვის, ყოველთვის საინტერესო რამ ხდება დოჰიოზე. ასე იყო ამჯერადაც, დაჯახებისას ამინიშიკიმ მარცხნივ გაიწია, თუმცა ეს ხერხი არ გამოუვიდა, იოკოძუნამ მაინც შეუტია, მაგრამ "მატადორმა" დროულად გაინთავისუფლა ცაცია, ის ის იყო კონტრშეტევაზეც გადადიოდა, როცა დიდმა ჩემპიონმა ერთი კარგი ჩვენებური მოგვერდი ჩაუტარა. 24 წლის კაისეი კი ამ ტურნირის სენსაციაა, ბრაზილიელი ხომ დებიუტანტია, თუმცა ჯერაც ვერავინ მოახერხა მისი წაქცევა. 5-5 მოგება ტოჩინოშინთან ერთად კიდევ 4 სუმოისტს აქვს, მათ შორის ესტონელ ჩემპიონ ბარუტოს და სეკივაკე კოტოშოგიკუს.

VI დღე

მაკუუჩი: ჰაკუჰო-ამინიშიკი (უვატენაგე), ოკინოუმი-კაიო (იორიკირი), ბარუტო-კისენოსატო (ცუკიოტოში), ჰარუმაფუჯი-კიტატაიკი (ოშიდაში), ტაკეკაძე-კოტოოშუ (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-ტოიონოშიმა (იორიკირი), კაკურიუ-გოეიდო (ოშიდაში), არანი-ტოჩიოძანი (კიმედაში), ვაკანოსატო-ჰომაშო (ოშიდაში), ტოჩინოშინი-შოტენრო (უვატენაგე), ტამავაში-ასასეკირიუ (უვატენაგე), იოშიკაძე-ვაკაკოიუ (ცუკიოტოში), კიოკუტენჰო-ტოიოჰიბიკი (იორიტაოში), ტოსაიუტაკა-ტოჩინონადა (იორიკირი), კაისეი-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), ტოკიტენკუ-მიაბიამა (კეტაგური), გაგამარუ-ტაკაიასუ (იორიკირი), კიმურაიამა-ტაკამისაკარი (ჰიკიოტოში); ძურიო: კოკაი-ბუშუიამა (შიტატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა

6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაისეი (მაეგაშირა 16).

5-1: ბარუტო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (სეკივაკე), ტოჩინოშინი (მ 6), ტოსაიუტაკა (მ 9), ტოიოჰიბიკი (მ 12)... 3-3: გაგამარუ (მ 14).

VII დღე

მნიშვნელოვანი ბრძოლები - მაკუუჩი: ჰაკუჰო-კაკურიუ, ბარუტო-კიტატაიკი, ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, კოტოოშუ-ამინიშიკი, კაიო-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-გოეიდო, ტოიონოშიმა-ჰომაშო, ტოჩიოძანი-ტაკეკაძე, არანი-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-ასასეკირიუ, გაგამარუ-ტოჩინოვაკა; ძურიო: კოკაი-შირონორიუ.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა