საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ და ფედერალ დივიზიონებში გადამწყვეტი, პლეი ოფების ეტაპი იწყება
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ და ფედერალ დივიზიონებში გადამწყვეტი, პლეი ოფების ეტაპი იწყება. პირველ დივიზიონში საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი, "კლერმონი", "კასტრი" და "მონპელიე" განაგრძობს.

შარშანდელი ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" შინ ეთამაშება ბასკურ "ბიარიცს". "ვულკანებს" საკუთარ მოედანზე 2009 წლის ნოემბრის შემდეგ არ წაუგია. კლერმონელებმა შინ ზედიზედ 26 შეხვედრა მოიგეს. აღსანიშნავია, რომ საშინაო შეხვედრების სტატისტიკით ჩვენებურის გუნდი საუკეთესოა პირველ დივიზიონში. ახალზელანდიელი მწვრთნელის ვერნ კოტერის სამწყსო თამაშში საშუალოდ 30 ქულის მოგროვებას ახერხებდა, მეტოქეებს კი მხოლო 13 ქულის მოპოვების საშუალებას აძლევდა.

"კლერმონს" დადაებითი ბალანსი აქვს "ბიარიცთან" ურთიერთშეხვედრებში. ბოლო 45 თამაში "ვულკენებმა" 25-ში მოიგეს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო მარცხი "ზირაქამ" და კომპანიამ შინ სწოედ ამ ბასკურ გუნდთან განიცადა.

"ბიარიცი", რომლის წამყვანი მოთამაშე ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილია, პლეი ოფში 2007 წლის შემდეგ პირველად მოხვდა და ყველანაირად ეცდება მიღწეულით არ დაკმაყოფილდეს. ბასკებს დაუბრუნდათ ტრავმამოშუშებული შერკინების ბურჯი სილვენ მარკონე, თუმცა დაშავებულია და ვერ ითამაშებს გარემარბი დამიენ ტრაი. რვა ნომრის პოზიციას საფრენგეთის ნაკრებში გამოძახებული რაფაელ ლაკაფია დაიკავებს.

"კლერმონმა", საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, "ტულუზთან" წაგებული მატჩის შემდეგ შემადგენლობაში შვიდი ცვლილება განახორციელა. ზირაქაშვილმა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა, მისი ადგილი კი არგენტინელმა მარტინ სკელსომ დაიკავა. ასევე ძირითად შემადგენლობაშია მისი თანამემამულე მარიო ლედესმა. ტრავმირებულ ორელიან რუჟერის შუმარბის პოზიციაზე მარიუს ჟუბერი შეცვლის.

რეგულარულ გათამაშებაში "ბიარიცმა" შინ 16:13 მოიგო, სტუმრად კლერმონში კი 13:41 წააგო. ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში "ტულუზს" შეხვდება.

პლეიო ოფის მეორე წყვილში ერთმანეთს "ქართული გუნდები" დაუპირისპირდებიან. ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრი" შინ მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" უმასპინძლებს.

კასტრელებმა რეგულარული გათამაშების დასკვნითი ეტაპი შესანიშნავად ჩაატარეს. გუნდს წლეულს საკუთარ მოედანზე არ წაუგია. ჩვენებურთა გუნდმა ბოლო ტურებში ფრანგული რაგბის ისეთი "ვეშაპები" დაამარცხა "კლერმონი", "ტულონი", "ბიარიცი" და "პერპინიანი" რომ არიან.

აღსანიშნავია, რომ "მონპელიემ" სტუმრად "კასტრს" თერთმეტი თამაშიდან მხოლოდ ორჯერ მოუგო. ყველაზე უხვლელოიანი კი წლევანდელი სტუმრობა გამოდგა, კასტრელებმა მეტოქე 43:29 დაამარცხეს.

"მონპელიე" მეტოქეს სტატისტიკურად მაინც სჯობნის. მათ წლევანდელ გათამაშებაში 56 ლელო გაიტანეს, მაშინ როცა "კასტრის" ანგარიშზე 51 ლელოა. მონპელიელებმა მეტოქეს ლელოს გატანის საშუალება 40-ჯერ მისცეს, კასტრელებმა კი 43 ლელო გაუშვეს.

"იმის მერე, რაც ვნახეთ, თუ როგორ გაანადგურა "მონპელიემ" ჩემპიონატის ბოლო ტურში "ტულონი", ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვამრთებს. ეს გუნდი საკმაოდ სახიფათოა, ვერ გაიგებ, მისგან როდის, რას უნდა ელოდო. ამიტომ მაქსიმალური ყურდღებით უნდა გავისარჯოთ", - თქვა "კასტრის" მთავარმა მწვრთნელმა როლან ტრავერსმა.

გორგოძე და ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში არიან, შველიძე და გიორგაძე კი თადარიგში იქნებიან. რეგულარულ გათამაშებაში, როგორც უკვე ვთქვით "მონპელიემ" სტუმრად უხვლელოიან მატჩში წააგო - 43:29. შინ კი 23:12 მოიგო. ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში "მეტრო რასინგს" ეთამაშება.

I დივიზიონი

პლეი ოფი

კლერმონი-ბიარიცი, კასტრი-მონპელიე

მეორე დივიზიონში პირველი ადგილი და ელიტური, პირველი დივიზიონის საგზური ავტომატურად მოიპოვა გურამ კავთიძის "ლიონმა". კიდევ ერთი საგზურისთვის ბრძოლას კი ოთხი გუნდი განაგრძობს. მათ შორისაა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი", რომელიც ნახევარფინალში "ბორდოს" უმასპინძლებს.

მეორე წყვილში კი ერთმანეთს "ალბი" და "მონ დე მარსანი" დაუპირისპირდებიან. ამ შეხვედრებში გამარჯვებულები მეორე საგზურის მფობელის ვინაობას, ერთი კვირის თავზე, ნეიტრალურ მოედანზე გაარკვევენ.

II დივიზიონი

ნახევარფინალი

გრენობლი-ბორდო, ალბი-მონ დე მარსანი

ფედერალ 1 დივიზიონში ელიტურ, მეორე დივიზიონში მიმავალ გზას ცოტა უფრო შორიდან შეუყვნენ. აქ უკვე გაიმართა პლეი ოფის მერვედფინალის პირველი მატჩები. რანგით უფრო მაღალ დივიზიონში აღზევებისთვის ქართველ მორაგბეთა ერთბაშად ხუთი გუნდი იბრძვის.

მეოთხედფინალში გასვლის ყველაზე კარგი შანსი აქვს თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგოს", რომელმაც პირველ მატჩში სტუმრად იოლად მოუგო "ლავორს" - 32:12.

სტუმრად მოიგო "მარმანდთან" ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემაც" - 25:22. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მგეზავმა გუნდს 15 ქულა მოუტანა. ლანგედოკელებს, სავარაუდოდ, მეოთხედფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ.

გიორგი ნემსაძის "მონტობანმა" სტუმრად მინიმალური სხვაობით მოუგო "ვანს" - 21:20. განმეორებით შეხვედრაში, ვფიქრობთ, მწვანეები, რომლებსაც წლეულს შინ ჯერ არ წაუგიათ, მეტოქეს გაცილებით მეტ პრობლემებს შეუქმნიან.

დავით კაჭარავას "ნიცამ" შინ წააგო "ლიმოჟთან" - 20:26 და სტუმრად წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება. სტუმრად დამარცხდა "ლანამეზანთან" შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი" - 26:29. პარიზელებს, ვფიქრობთ, რეალურად ხელეწიფებათ შინ, განმეორებით შეხვედრაში სამქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა.

ფედერალ 1

მერვედფინალი

მასი-ლანამეზანი (26:29), ლიმოჟი-ნიცა (26:20), ბობინი-ლილი (3:15), პერიგო-ლავორი (32:12), კასტანე-ბურგ ან ბრესი (23:28), ბეზიე-მარმანდი (25:22), ტიროსი-დიჟონი (23:14), მონტობანი-ვანი (20:21)

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა