31 მაისს, ქალთა ეროვნული ჩემპიონატის VIII ტურის მატჩში უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

ჩხოროწყუს "სამეგრელოსა" და ხობის "კოლხეთს" შორის შეხვედრა ჩხუბით დასრულდა. მატჩი "სამეგრელოს" გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

ხობის "კოლხეთის" "ფეისბუქგვერდი" იტყობინება, რომ აღნიშნული წაგება ფეხბურთელების ბრალი ნამდვილად არ ყოფილა და წაგებაში მსაჯები დაადანაშაულა.

ჩხუბის შედეგად დაშავდა რამდენიმე ფეხბურთელი.

"მე ცხოვრებაში არ მინახავს მსგავსი სიტუაცია. ჩემი გუნდიდან სამი ფეხბურთელია დაშავებული: ანა წულაია, მარი გოროზია და თათია ჯიშკარიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ. გოგონებს აქვთ ტვინის შერყევა, ზუგდიდშიც მყავდა საავადმყოფოში და ექიმმა 5-დღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერა", - განაცხადა მწვრთნელმა ზურაბ ლატარიამ timer.ge-სთან.

30 და 31 მაისს საქართველოს ქალთა ლიგის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შედგა. ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ლიდერები: "ნიკე" და "ლანჩხუთი" დაუპირისპირდნენ.

2019 წლის სეზონზე "ნიკეც" და "ლანჩხუთიც" დანაკარგის გარეშე ასპარეზობდნენ და კლუბებს 7 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, 21-21 ქულა ჰქონდათ დაგროვებული. თუმცა, გოლების შეფარდებით, სატურნირო ცხრილის სათავეში "ნიკე" იმყოფებოდა.

"ბასაზე" მოსულმა გულშემატკივარმა დაძაბული და საინტერესო თამაში იხილა. ამ მატჩის დაძაბულობასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ შეხვედრაში, ქალთა ფეხბურთისთვის უჩვეულოდ, მხოლოდ 1 გოლი გავიდა. თამაში გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს და მეტოქის სუსტი მხარეების მოძებნას შეეცადნენ. ორივე კარის მიმართულებით რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა, მეკარეებმა მარიამ კომლაძემ და თათია გაბუნიამ კარის დაცვა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ორივე გუნდიდან საუკეთესო მოქმედი ჩემპიონის მეკარე მარიამ კომლაძე იყო. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ "ნიკემ" კარი მშრალად შეინახა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩის დაწყებიდან 20-25 წუთის შემდეგ მცირედი სათამაშო უპირატესობა სტუმრებმა, "ლანჩხუთის" ფეხბურთელებმა მოიპოვეს, თუმცა "ნიკეს" მწვავე კონტრშეტევები ამ უპირატესობას აქარწყლებდა. შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე "ნიკე" გააქტიურდა და ამას 88-ე წუთზე მიმდინარე გათამაშების გოლეადორის, ნინო სუთიძის მორიგი გოლი მოჰყვა. ახლა სუთიძის ანგარიშზე უკვე 16 გოლია.

"ნიკემ" პრინციპული შეხვედრა მოიგო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გახდა 24 ქულით.

საშინაო შეხვედრა მოიგო გორში, "პარკი არენაზე" "გორი იუნაიტედმა". გორელებმა ბათუმის "დინამო" 4-1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში მასპინძელთაგან ჰეთ-თრიქი ეთერ სულაშვილმა გააკეთა. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელს მიმდინარე გათამაშებაში 10 გატანილი გოლი აქვს.

მესამე შეხვედრა მოიგო ზედიზედ და სატურნირო ცხრილში 12 ქულით მე-5 საფეხურზე გაიმყარა პოზიცია "ნორჩმა დინამომ". თბილისიურმა კლუბმა ამჯერად გასვლაზე ხაშურის "ივერია" დაამარცხა 2-7.

ერთბურთიანი სხვაობით შეძლო გამარჯვება საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ქუთაისის "მართვემ". ქუთაისელებმა მიმდინარე გათამაშების დებიუტანტი "ზარზმა" ადიგენში მინიმალური ანგარიშით, 1-2 დაამარცხეს.

ქალთა ლიგის გათამაშების პირველი წრის ბოლო, მე-9 ტური 7 ივნისს გაიმართება.

PREDATOR
ჩხუბი ერთია, მაგრამ მაგ დროს რა ლექსიკაც გამოიყენეთ ერთმანეთის მიმართ... უბრალოდ თქვენს მაგივრად ძალიან შემრცხვა! მითუმეტეს რომ ახალგაზრდა ქალები ხართ და არ შეგეფერებათ მსგავსი რამ.
Bidzia,
საწყალი გოგოები , ... არაკაცები ხართ სუყველა ვინც საქმე აქამდე მიიყვანეთ, მისახედი როა ქალების ფედერაცია სულ დამპლურად როა საქმე მანდ
მიხო
ვაი თქვენს პატრონს.
პაპა
ქალი უნდა იყოს სამზარეულოში დდ
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ბერძნული პოლიციის ვერსიით, "იუვენტუსის" ყოფილ ფეხბურთელს პროფესიონალებმა ესროლეს
მოსკოვში სამმა ხულიგანმა MMA-ს ყოფილ მებრძოლს სცემა, თუმცა ერთს კარგად მოხვდა [VIDEO]
"ოლიმპიაკოსის" ფანებმა "ბაიერნის" ქომაგებს პირდაპირ მატჩის დროს სცემეს [VIDEO]
პსჟ-ისა და "გალათასარაის" ფანების ჩხუბის შემდეგ ქუჩაში ნაცემი და სრულიად შიშველი მამაკაცი იპოვეს [VIDEO]
ქალმა მოკრივემ მეტოქეს აკოცა და საპასუხოდ სილა მიიღო [VIDEO]
მესიმ და ფელიშმა ლამის იჩხუბეს, თუმცა ყვითელი სუარესს მისცეს [VIDEO]
ჩხუბი და 10 გოლი - "ატლეტიკომ" "რეალი" შეარცხვინა [VIDEO]
ფეარ-პლეის წესის დარღვევის გამო ფეხბურთელს ლამის მთელი გუნდი გაეკიდა [VIDEO]
მეტოქეს სახეზე ხელით შეეხო - საქართველოს ძიუდოისტთა ჩემპიონატის დროს ინციდენტი მოხდა [VIDEO]
[VIDEO] ..."დილას" იტალიელმა მწვრთნელმა ქურთუკი გაიძრო და საჩხუბრად მოემზადა... დიდი გაწევ-გამოწევა გორში!