ქართველი ქალი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და ოკსანა კალაშნიკოვა ევროპულ ტურნირებში ჩაერთვებიან.

ეკატერინე გორგოძე ხორვატიაში 125-ათასიანი კატეგორიის ტურნირზე ერთეულთა თანრიგის ძირითად ბადეში ასპარეზობს. მისი პირველი მეტოქე რუსი სპორტსმენი, მსოფლიოს 144-ე ჩოგანი ვარვარა ფლინკია. ტურნირის გამარჯვებული 20,000 დოლარს და 160 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს. ამჟამად ეკატერინე გორგოძე მსოფლიოს 152-ე ჩოგანია. უკანასკნელად ქართველმა გოგონამ ჟირონას 60 000-დოლარიან ტურნირზე ითამაშა, რომელშიც ნახევარფინალში გასვლა მოახერხა და 2,683 დოლარიც გამოიმუშავა.

ოქსანა კალაშნიკოვა კი დიდ ბრიტანეთში, 100,000-დოლარიანი კატეგორიის ტურნირზე რუს მეწყვილე ანნა ბლინკოვასთან ერთად მესამე ნომრად არის განთესილი.

პირველი წრის პირველ მატჩს ამერიკელი მედისონ ბრინჯლი და საშია ვაიქრის წინააღმდეგ დღეს გამართავს. ოკსანა, ძირითადად, წყვილებში ასპარეზობს და WTA წყვილთა რეიტინგში 74-ე ადგილს იკავებს. ბოლოს კალაშნიკოვამ როლან გაროსზე ითამაშა. სამწუხაროდ, ქართველისა და შვედი რებეკა პატერსონის წყვილი მეორე წრეში დამარცხდა. გოგონებმა 11 000 ევრო გამოიმუშავეს.

პირდაპირი ტრანსლაციები, სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს, თუმცა ქართველი გოგონების შედეგებს თვალი ქვევით არსებული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ ადევნოთ.

ტურნირი, რომელშიც ეკატერინე გორგოძე თამაშობს

ტურნირი, რომელშიც ოკსანა კალაშნიკოვა თამაშობს

ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
ალონსოს ნდობას უცხადებენ - "სტემფროდ ბრიჯზე" ესპანელი სპეციალისტის სჯერათ
ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა
[VIDEO] დამაჯერებელი გოგლიჩიძე, შესანიშნავი ვარელა - "მონცამ" "ფიორენტინას" მოუგო
სტამბოლში ლომი დასეირნობს - ჩემპიონთა ლიგის მატჩი შეიძლება ჩაიშალოს
"ბარსელონამ" პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება განიზრახა - საქმეში ლუის ენრიკე ჩაერია
პსჟ-მ კვარაცხელიას და დუეს ტრავმების გამო მნიშვნელოვანი სატრანსფერო გადაწყვეტილება მიიღო
იამალი ბაქოში ვერ გაფრინდება
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს
"რასინგი" ზაბირის ვერ გამოისყიდის - როგორია გულიაშვილის პერსპექტივა?
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა საუკეთესო თავდამსხმელი, ვის გვერდითაც უთამაშია
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა" - ისლამ მახაჩევი
"ბრძოლის პირველივე წუთებში ჩემმა ძმამ მხარი ამოიგდო" - ილია თოფურია ალექსანდრეს მარცხს გამოეხმაურა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ოკსანა კალაშნიკოვა Us Open-ის წყვილთა თანრიგში 1/8-ფინალში გავიდა
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
Us Open: ოკსანა კალაშნიკოვა წყვილებში 1/8-ფინალში დამარცხდა