მოგეხსენებათ, გუშინ, 4 ივნისს გაიმართა რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები.

საქართველოს ნაკრებს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. უფრო ნაკლები შეცდომა რომ დაგვეშვა დაცვაში, დადებითი შედეგი რეალური ჩანდა.

ახალზელანდიელებმა კი საკუთარი მიზანი შეასრულეს. მოგვიგეს საკმაოდ დიდი სხვაობით, დადეს ბონუს ქულისთვის საჭიროზე მეტი ლელო და კარგი განწყობაც შეიქმნეს შემდეგი თამაშისთვის.

ზელანდიელთა კაპიტანმა კიანუ კერერუ ნიმსმა თამაშის შემდეგ მცირე ინტერვიუ World Rugby TV-ს მისცა:

"პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი ლელო დავდეთ, თუმცა ეს არ იყო დაგეგმილი ლელოები. საკუთარი სტრუქტურის მიხედვით არ ვთამაშობდით, ასე რომ, ეს ძალიან კარგი შედეგია ჩვენთვის.

ვიცოდით, რომ შესვენების შემდეგ ქართველები უფრო მჭიდროდ გვეთამაშებოდნენ და ასეც მოიქცნენ. თუმცა თამაშში საკუთარი ინტენსივობის შენარჩუნება შეცვლების შემდეგაც შევძელით და ეს ჩვენთვის დიდი პოზიტივი იყო. ერთი სიტყვით, ძალიან კარგი სტარტი გამოგვივიდა."

3 წლის წინ ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა გუნდმა ქართველი თანატოლები 54:0 დაამარცხა. როგორც ჩანს, ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გუნდს პროგრესი აქვს, თუმცა პროგრესის ამ ნიშნულზე გაჩერებას საქართველოს ნაკრები არ აპირებს.

შემდეგ შეხვედრაში ქართველი მორაგბეები სამხრეთ აფრიკის გუნდს შეხვდებიან, ხოლო "ბეიბი ოლ ბლექსი" შოტლანდიის გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც ჩვენს მომავალ მეტოქესთან პირველ შეხვედრაში დამარცხდა - 19:43.

d
შეიძლება სისულელეს ვამბობდე, მაგრამ ზელანდიელების ასაკში აშკარად ეჭვი მეპარება, მოგვიგეს ამის ხარჯზე, რომ 3 ნომერი და კიდევ ერთი-ორი ზელანდიელი, რომლებიც აშკარად მეტი ასაკისანი სჩანდნენ, ხაზს ჭრიდნენ და მერე ოსტსტობა არ აკლიათ იმისთვის, რომ ბოლომდე მიეყვანათ საქმე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
"უმცროსი ბორჯღალოსნების" კაპიტნის პირველი კომენტარი ახალ ზელანდიასთან მარცხის შემდეგ
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
ამხელა სხვაობით წაგებას არ ვიმსახურებდით - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიასთან მატჩს აფასებს
სამხრეთაფრიკელთა მწვრთნელი: ქართველებს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა...